თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2017, 02:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1671,
კომენტარები: 9
ბლინდი: "ოთხეულში აუცილებლად შევალთ"
ჰოლანდიელი მცველი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დარწმუნებულია.
ბლინდი:
დეილი ბლინდმა აღნიშნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყურადღება არ უნდა მოადუნოს, თუკი ოთხივე ტურნირზე ასპარეზობის გაგრძელება სურს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კლუბი პრემიერ ლიგის ოთხეულში აუცილებლად მოხვდება სეზონის ბოლოს.

"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის მატჩს 4 მარტამდე არ გამართავს, მანამდე კი ჟოზე მოურინიოს შეგირდები ევროპა ლიგაზე, ლიგის თასზე და ინგლისის თასზე ითამაშებენ "სენტ-ეტიენის", "საუთჰემპტონისა" და "ბლექბერნ როვერსის" წინააღმდეგ, შესაბამისად.

ჰოლანდიელი "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას "უოტფორდთან" გამარჯვების შემდეგ ესაუბრა: "ახლოს ვიქნებით და ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რომ ჩვენი თამაშები მოვიგოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს ოთხეულში შევალთ."

26 წლის ფეხბურთელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" გადატვირთული გრაფიკი აქვს და 10 დღეში მოუწევს 4 მატჩის ჩატარება, გუნდი გამოწვევისთვის მზად არის: "ფეხბურთელს ყოველთვის გსურს თამაში. ჯერ კიდევ ბევრი რამისთვის ბრძოლა შეგვიძლია, მათ შორის ფინალშიც, ასე რომ, მოუთმენლად ველით."

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება ენტონი მარსიალსა და ხუან მატას, "უოტფორდთან" გატანილი გოლების ავტორებს მიექცა, საგულისხმოა ისიც, რომ "იუნაიტედი" ოთხი მატჩია გოლს არ უშვებს.

"ყოველთვის სასიამოვნოა "მშრალი" მატჩის ჩატარება და მცველების თავდაჯერებულობის ამაღლება. ძალიან ბევრი კრეატიული და მწვავე ფეხბურთელი გვყავს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელების თანაგუნდელი ვარ."

მოგებული მატჩის მიუხედავად "წითლებს" გაცილებით მეტი გოლის გატანა და თამაშის უფრო ადრე მოკვლა შეეძლოთ, რასაც ბლინდი დიდ საჭიროებად მიიჩნევს.

"შანსების გამოყენება სასურველია. ენტონის მეორე გოლი კარგი და დამსახურებული იყო. გამარჯვება დავიმსახურეთ და ბევრი შანსი შევქმენით. უფრო მეტის გამოყენებაც შეგვეძლო; ყველა ბურთს ითხოვდა. მეორე ტაიმში ოდნავ გაგვიჭირდა, რადგან მათ სისტემა შეცვალეს, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გამარჯვება მოვიპოვეთ."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: PaLoMo
13 თებერვალი 2017 04:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4128
მხოლოდ ოტხეული არაა საკმარის ისე მიდის საქმე მე2 მე3 დგილი მაინც უნდა დავიკავოთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№2
ავტორი: MU RED
13 თებერვალი 2017 07:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ციტატა: O Neil
მხოლოდ ოტხეული არაა საკმარის ისე მიდის საქმე მე2 მე3 დგილი მაინც უნდა დავიკავოთ :)

ხოო გეთანხმები მთავარია სიტი გავხიოთ, რაც შეეხება სენტეტიენს ფორმაში არიან მაგრამ 3-0 მაინც უნდა მოუგოთ სახში რათა საფრანგეთში თითქმის მეორე სასტავით უნდა გავიდეთ, საუთჰემტონთან რთული თამაში გვარქ
0
№3
ავტორი: shotkin
13 თებერვალი 2017 11:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
აბა ჰე , თან ისე უნდა შევიდეთ რო ევროპალიგა და რომელიმე შიდა თასი უნდ ავწიოთ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
13 თებერვალი 2017 11:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველა ,,იმუქრება" შევალთ ოთხეულშიო და აბა თქვენ იცით :D
0
№5
ავტორი: ikeoni
13 თებერვალი 2017 12:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magis gafiqrebac ar minda ro sheidzleba ver shevidet...meoreze mainc unda gavidet
0
№6
ავტორი: Phil Jones
13 თებერვალი 2017 13:25
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბოლო წინადადებაში გამოჩნდა რომ ეს ცოტა აფერისტია )) "მეორე ტაიმში გაგვიჭირდა რადგან სისტემა შეცვალესო" რეალურად მეორე ტაიმში უფრო გაიხსნა უოტფორდი და მანჩესტერს აწყობს გახსნილი თამაში ესეთ გუნდებთან.
0
№7
13 თებერვალი 2017 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: MU RED
ციტატა: O Neil
მხოლოდ ოტხეული არაა საკმარის ისე მიდის საქმე მე2 მე3 დგილი მაინც უნდა დავიკავოთ :)

ხოო გეთანხმები მთავარია სიტი გავხიოთ, რაც შეეხება სენტეტიენს ფორმაში არიან მაგრამ 3-0 მაინც უნდა მოუგოთ სახში რათა საფრანგეთში თითქმის მეორე სასტავით უნდა გავიდეთ, საუთჰემტონთან რთული თამაში გვარქ

სანტეტიენი მთლად ცუდ ფორმაში არ არის, მაგრამ ჩვენ დონის კლუბი ნამდვილად არ არის. am am love

ციტატა: MU RED
ციტატა: O Neil
მხოლოდ ოტხეული არაა საკმარის ისე მიდის საქმე მე2 მე3 დგილი მაინც უნდა დავიკავოთ :)

ხოო გეთანხმები მთავარია სიტი გავხიოთ, რაც შეეხება სენტეტიენს ფორმაში არიან მაგრამ 3-0 მაინც უნდა მოუგოთ სახში რათა საფრანგეთში თითქმის მეორე სასტავით უნდა გავიდეთ, საუთჰემტონთან რთული თამაში გვარქ

სანტეტიენი მთლად ცუდ ფორმაში არ არის, მაგრამ ჩვენ დონის კლუბი ნამდვილად არ არის. am am love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№8
ავტორი: stepno
13 თებერვალი 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dzlian didi sircxvili ikneba manchesteristvis kide ligis gareshe. Darwmunebuli var ro shevalt uproblemoot
0
№9
ავტორი: Phil Jones manchester
13 თებერვალი 2017 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ისე თუ დააკვირდებით რამდენი თამაშია პრემიერ ლიგაში არ წაგვიგია და ოთხეულში ვერ ვხვდებით და ლივერპულმა წელს ერთი თამაშიც ვერ მოიგო და ოთხეულშია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top