"არსენალი"-დიდი კლუბი, რომელშიც თავს მშვენივრად ვგრძნობდი და თბილი მოგონებები მახსენდება. რამდენიმე წლის წინ მე ხელი მოვაწერე "არსენალთან" ხელშეკრულებას და მივხვდი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მინდოდა მეთამაშა იქ, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ისეთი კლუბი როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" ჩემით დაინტერესდებოდა. ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. შეუძლებელია უარი თქვა "წითელ ეშმაკებში" თამაშზე"-განაცხადა ვან პერსიმ Sky Sports-თან ინტერვიუში. "ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ "მეთოფეებიდან" წამოსვლა და "წითელ ეშმაკებში" გადმოსვლა სწორი გადაწყვეტილებაა. ბოლო რვა წელიწადში მე მივხვდი, რომ ყოველთვის საჭიროა ახალი გამოწვევის მიღება"-დაამატა ჰოლანდიელმა. ვან პერსი ამდროისათვის პრემიერ ლიგის ბომბარდირია 18 გოლით. შაბათს 26 იანვარს "იუნაიტედი" დაუპირისპირდება "ფულემს" ინგლისის თასზე ოლდ ტრაფორდზე. წყარო:eurosport.com