თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 16:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3442,
კომენტარები: 13
"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა
"ოლდ ტრაფორდზე" მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" რევანში აუღო უდრეკ "უოტფორდს", რომელმაც მოურინიოს გუნდი პირველ წრეში დაამარცხა.

შემადგენლობები

ჟოზე მოურინიომ არ დაამსხვრია ამოქმედებული განლაგება, რომელმაც "ლესტერის" დამარცხებაში დიდი როლი ითამაშა. შემადგენლობაში ორი ცვლილება მოხდა - ორივე მარცხენა ფლანგზე: მარკოს როხო ნაცვლად დეილი ბლინდი, მარკუს რეშფორდის ნაცვლად კი ენტონი მარსიალი გამოვიდა.

"უოტფორდი" "ოლდ ტრაფორდზე" გახსნილი ფეხბურთის სათამაშოდ ჩავიდა და შეტევაში ერთბაშად 5 ფეხბურთელი გაამწესა, მოედნის ცენტრში თავდაცვაზე კი ჩვენი ძველი ნაცნობი ტომ ქლევერლი აგებდა პასუხს.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


ასეთმა სქემამ სტუმრებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. როგორც ვალტერ მაცარიმ აღნიშნა მატჩის შემდეგ, მისმა გუნდმა მოედნის ცენტრი წააგო და ბევრჯერ ცდებოდა.

თუკი შეტევა მეტ-ნაკლებად ამართლებდა, თავდაცვაში გარკვეული უთანხმოება შეინიშნებოდა.

მნიშვნელოვანი მომენტები

მე-17 წუთი

შეტევის სიფართის ხარჯზე "უოტფორდმა" პირველი სახიფათო მომენტი შექმნა: ანტონიო ვალენსიამ ნიანგზე აიწია, რომელიც სიღრმიდან მოქმედებდა, მაგრამ შემტევმა ნახევარმცველმა "იუნაიტედის" მცველი გააცურა და ჰოლებასს ბურთი გაუტარა, რომელსაც თავისუფალი ზონა შეექმნა.



ერიკ ბაიიმ დაზღვევაზე მიასწრო, მაგრამ დარტყმა მაინც შედგა.

მე-18 წუთი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პოგბას დარტყმით უპასუხა.



ეს მომენტი ძალზედ საგულისხმოა. მიუხედავად ცენტრალურ ზონაში გადაჭარბებულობისა, დაცვით ფუნქციებზე ქლევერლი აგებდა პასუხს და პარტნიორები მის დახმარებას და გაჩენილი სიცარიელის ამოვსებას არ ჩქარობდნენ. სქრინშოტზე ჩანს პრობლემა, რომელიც ფლანგზე ქლევერლის გადასვლამ გამოიწვია. ცენტრში გაჩენილი ზონა პოლ პოგბამ გამოიყენა, ამასთან, ნიანგი და კაპუ უბრალოდ თვალს ადევნებდნენ მოედანზე მომხდარს.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


მატჩის განმავლობაში ტომი დაკარგული და პასიური ჩანდა, ხან იბრაჰიმოვიჩს დასდევდა, ხან "იუნაიტედის" შემტევი ფეხბურთელების გადაადგილებას ადევნებდა თვალს. ნამდვილად არ იმყოფებოდა თავის პოზიციაზე.

26-ე წუთი

25-ე წუთისთვის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბურთი ჩაიგდო და გუნდმა სეზონის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთის 5 წუთი აჩვენა.

ჯერ პოგბამ იპოვა დიდებული პასით იბრაჰიმოვიჩი მეტოქის საჯარიმოში.



მაგრამ შვედმა ძლიერად და არაზუსტად დაარტყა.

27-ე წუთი

მომდევნო მომენტში უკვე პოგბამ დაარტყა ანტონიო ვალენსიას კარგი გარღვევის შემდეგ, რომელიც დაბალი ჩაწოდებით დასრულდა.



28-ე წუთი

28-ე წუთზე შეტევა ასევე ერიკის გადაცემით დაიწყო, ამჯერად დეილი ბლინდზე, რომელიც სარატეს გაექცა და მეორე ტემპზე ერერას გაუკეთა პასი. დარტყმა ცუდი გამოვიდა.



29-ე წუთი

შემდეგი კომბინაცია ერერა - მატა - მხითარიანმა გაითამაშეს. კვლავ საყრდენ ზონაში გაჩენილი სივრცე გამოიყენეს.



ქვემოთ ნაჩვენებია ქლევერლი-მხითარიანის წყვილი მატას პასის დროს და მოგვიანებით, მხითარიანზე გაკეთებული გადაცემისას. როგორც ვხედავთ, ტომი ძალზედ პასიურად მოქმედებდა, რის ხარჯზეც საგოლე მომენტი შეიქმნა.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


30-ე წუთი

შესაძლოა, მარცხენა ფლანგზე მატას გადაწევა "უოტფორდის" დაცვისთვის სიუპრიზი იყო, 2 წუთში შექმნილი მეორე მომენტი ხომ სწორედ ხუანის მიერ მარცხნიდან გაკეთებული პასით შეიქმნა: ამჯერად ესპანელი ბლინდის გადაცემაზე გაიხსნა და ბურთი იბრაჰიმოვიჩს გადასცა. ორი მეტრიდან დარტყმული გომესმა მოიგერია.



32-ე წუთი, მატას გოლი

როცა უკვე ჩანდა, რომ გომესი ყველა დარტყმას მოიგერიებდა და ჩვენი თავდამსხმელები კარგი პოზიციიდან ააცილებდნენ, მატამ დიდებული კომბინაციის შემდეგ ანგარიში გახსნა, რაც ჯადოსნობის ხუთი წუთის ბრილიანტად იქცა.



ამ შეტევაში ყველაფერი მშვენიერია: მხითარიანის პირველი პასიდან მატას შესრულებამდე. აღვნიშნოთ ზლატანის მოქმედება, რომელმაც, როგორც ჩანს, შეგნებულად გაატარა პასი.

და გვერდს ვერ ავუვლით ერერას მცდელობით თამაშს - მისი მუდმივი პრესინგი მოწინააღმდეგეს შეცდომის დაშვებას აიძულებს - ამ ეპიზოდში ნიანგი მაშინ კარგავს ბურთს, როცა ანდერი უტევს.

***


ასეთი შემადგენლობის ფონზე "მანჩესტერ იუნაიტედი" შეტევაში ორ ძალიან სერიოზულ კავშირს ფლობს. თუ პოგბა-იბრაჰიმოვიჩის წყვილი თავისი ურთიერთქმედებით დიდი ხანია გვახარებს, მატა-მხითარიანის კავშირმა შედეგები ბოლო ორ მატჩში აჩვენა. თავდამცველ მხარეს ძალიან უჭირს მთელ ამ მრავალმხირობასთან გამკლავება.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


***


შესვენებაზე მაცარიმ რამდენიმე ცვლილება განახორციელა: ბრიტოსის მაგივრად იანმატი გამოვიდა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან შეტევა ჩაიბარა, ჰოლებასი კი ამავე დროს დაცვაში გადავიდა, ხოლო სარატემ და ნიანგმა ადგილები იცვალეს.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


53-ე წუთი

"უოტფორმა" პირველი წუთებიდან აქტიურად შეუტია ახალშესული იანმატის ხარჯზე, მაგრამ დე ხეას კართან ამას დიდი ხიფათი არ შეუქმნია. მეორე ტაიმის პირველი ნახევრის ყველაზე სახიფათო მომენტი საჯარიმო დარტყმიდან შეიქმნა.



მიუხედავად იმისა, რომ კომენტატორმა თავისი საფირმო შეძახილით "დე ხეააა" შეაქო ესპანელი, ჩანდა, რომ დარტყმა დავიდისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა - კარგ პოზიციას იკავებდა და ნახტომის გაკეთებისთვის საკმარისი დრო ჰქონდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ბურთმა ცოცხალი კედლიდან ამოყვინთა და დარტყმა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, პრობლემებიც მოსალოდნელი იქნებოდა.

55-ე წუთი

კიდევ ერთი მომენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ქლევერლიმ თავისი საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარა: ტომმა შეტევის დასაწყისში მცირე პრესინგის დროს არაზუსტი გადაცემა გააკეთა. დეილი ბლინდი მოწოდების სიმაღლეზე და ერთი მოძრაობით მარსიალს შეტევაში გზავნის.



მე-60 წუთი, მარსიალის გოლი

მეორე გოლი პირველის მსგავსად ანდერ ერერას მიერ ბურთის ართმევით დაიწყო. მიზანდასახულმა კონტრშეტევამ კარის პირისპირ გაიყვანა მარსიალი, რომელიც ცივსისხლიანად გაერკვა ეპიზოდში, როცა ყველა მოატყუა და გადაცემის გაკეთების ნაცვლად გოლი გაიტანა.



70-ე წუთი

თამაშში დაბრუნების ბოლო შანსი "უოტფორდს" შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მიეცა. მარჯვენა ფლანგზე ნიანგის გადასვლამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო: ბლინდს გაექცა და იანმატს გაუკეთა პასი.



ბლინდის ცუდი მოქმედებების გარდა უნდა აღინიშნოს პოგბას პასიურობაც, რომელმაც იანმატს დასარტყმელ პოზიციაზე გასვლის საშუალება მისცა.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


***


72-ე წუთზე ფელაინიმ მატა შეცვალა, რამაც "იუნაიტედს" მოედნის ცენტრში სიძლიერე შესძინა. გარდა ამისა, ჰენრიხმა მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, რითაც "უოტფორდის" დაცვა ნამდვილად არ გაუხარებია: ჰენრიხს შეეძლო თავადაც გაეტანა და იბრაჰიმოვიჩზე საგოლე გადაცემაც გაეკეთებინა. მაგრამ რეალიზაცია კვლავ საუკეთესოს სურვილს ტოვებს.

სტატისტიკა

შეტევა

მნიშვნელოვანი მაჩვენებლებით საუკეთესოები იგივე პირები იყვნენ, ვინც "ლესტერთან" მატჩში + მარსიალი.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კარისკენ 23-ჯერ დაარტყა, 11 მათგანი კარში წავიდა, 8 ასცდა და 4 დაიბლოკა.

ზლატანმა არა მარტო ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა კარისკენ:

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


არამედ ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც დარტყმა შედგა:

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


შეტევაში გაკეთებული პასებით ლიდერი გახდა მხითარიანი, რომელმაც 29 პასი გააკეთა და მათგან 23 მიაღწია მიზანს.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


მეორე და მესამე ადგილზე ამ მაჩვენებლით ერერა და იბრაჰიმოვიჩი გავიდნენ, რომლებმაც 27 გადაცემა გააკეთეს, რომელთაგან 21 და 15 იყო ზუსტი, შესაბამისად.

დაცვა

დაცვითი მოქმედებების მეფედ კვლავ ანდერ ერერა მოგვევლინა, რომელმაც 7-ჯერ წაართვა ბურთი: მათგან ორი, რომლის შემდეგაც გოლი გავიდა.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


ორ გუნდს შორის ბურთის ჩაჭრით საუკეთესო იუნეს ქაბული გახდა, რომელმაც 6-ჯერ ჩაჭრა. "იუნაიტედის" რიგებში კი ბლინდი და მატა გახდნენ საუკეთესო - 3 ჩაჭრა.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი


ოფიციალურ თვითერზე გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ენტონი მარსიალი დაასახელეს, რომელმაც გოლს+პასი მიითვალა. ენტონის გარდა ნომინირებული იყვნენ მატა და მხითარიანი.

სამწუხაროდ, ასეთ შეხვედრებში ყურადღებას არ აქცევენ ფარულ გმირებს, რომლებიც შავ სამუშაოს ასრულებენ. ამიტომაც მინდა გამოვყო ანდერ ერერა, რომელიც გაუვალ კედლად იქცა მოედნის ცენტრში და გუნდის შეტევების დასაწყისის გარანტი იყო.

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა


დასკვნა

ვალტერ მაცარიმ საკუთარი თავი დაამარცხა. "არსენალთან" მიღწეულ წარმატებაზე დაფუძნებით იმედი ჰქონდა, რომ "იუნაიტედს" შეტევიდან მოქმედებით ბრძოლას გამოუცხადებდა, თან დაავიწყდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლისას საკმარისი არ არის ქლევერლის დაყენება საყრდენ ზონაში, რათა კარის უსაფრთხოება უზრუნველყო.

შესაძლოა, სწრაფი გოლის პირობებში სტუმრებს რაღაც შანსი გაუჩნებოდათ, მაგრამ საკმარისი რაოდენობის მომენტი ვერ შექმნეს. ნიანგი გაცილებით სასარგებლო იყო მარჯვენა ფლანგზე, ხოლო სარატე ცენტრში, ამიტომაც საწყისი განლაგება შეცდომა იყო.

რაც შეეხება "იუნაიტედს", მოურინიო მეორე თამაშს ატარებს წარმატებით მაიკლ კერიკის გარეშე, მაგრამ ამის შესახებ წინა განხილვაში უკვე ვისაუბრეთ - მეტოქის დონე იძლევა საშუალებას. მინუსებიდან: რეალიზაცია კვლავ მოიკოჭლებს.

მიუხედავად იმისა, რომ კალენდარში 12 რიცხვია, თვის ბოლომდე "იუნაიტედი" პრემეირ ლიგაში ვერ ითამაშებს და გულშემატკივარს მცირე ხნით მოუწევს ნანატრ ოთხეულში მოხვედრის გადადება, რადგანაც მეტოქეები ზედმეტ ტურს ჩაატარებენ, როცა "იუნაიტედი" ლიგის თასის ფინალში "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება. თუმცა სივიწროვე და სიახლოვე მეტოქეებთან, საშუალებას იძლევა, რომ მეორე ადგილზეც ვიფიქროთ.

ბონუსი

"მანჩესტერ იუნაიტედი" და მეხუთე ადგილი ცხრილში:

"ჯადოსნობის 5 წუთი". "უოტფორდთან" მატჩის განხილვა
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2017 17:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რაც შეეხება "იუნაიტედს", მოურინიო მეორე თამაშს ატარებს წარმატებით მაიკლ კერიკის გარეშე, მაგრამ ამის შესახებ წინა განხილვაში უკვე ვისაუბრეთ - მეტოქის დონე იძლევა საშუალებას.

კერიკის (მისნაირი ფეხბურთელის) გარეშე თამაში უნდა ვისწავლოთ, მარა ერერა უფრო და უფრო უმატებს დაცვითი ფუნქციების წარმატებით შესრულებას, თუმცა დიდ გუნდებთან მაინც მგონია რომ ამით ფონს ვერ გავალთ, ნუ ჯერ მაინც

ბონუსმა დაგლიჯა. ამდენი ხანია არ მარცხდებიან მარა ვერა და ვერ წავიწიეთ წინ თუმცა სხვაობა საგრძნობლად შევამცირეთ ყველასთან, მთავარია ფეხის დაცდენით ისარგებლონ ხოლმე და ამათაც მხარი არ აუბან. თუ წინ წაიწევენ ერთი საფეხური არ იქნება
0
№2
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Sagol avtor yoveltvis Sainteresoa es ganxilva..meeqvseze ki vart magram ra axlosaa meore adgili))) am dawyevlil agils kide xo ver davaxwiet tavi
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2017 18:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლო სამწუხარო რეალობაა wink
0
№4
ავტორი: stepno
12 თებერვალი 2017 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყოჩაღ ავტორ და მადლობა ესე, რომ წვალობ winked .ეხლა რაც შეეხება ჩვენ სიტუაციას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ მე და საღადაოს იმაში რომ მე-6 ზე ვართ უკვე დიდი ხანია :)) ეს ფეხბურთის სემადგენელი ნაწილია, ჩვენ ნამდვილად დიდი სხვაობით ჩამოვრჩებოდით 4 ეულს და ეხლაა?? ეხლა 2 ქულა და მე-2 ადგილზე გადავსკუპდებით:)) როდესაც 2 ქულით გისწრებს მე 2 ადგილი და ჯერ კიდევ 13 ტურია სათამაშო რა მნიშვნელობააქ ცხრილში მე -6 ზე ხარ თუ მე-15 ზე მთავარია 2 ქულაა სხვაობაა და მალე ეგეც აღარ იქნება. საბოლოო ჯამში მანჩესტერი ამ თამაშით ძალიან ბევრს მიაღწევს და შემდეგ სეზონში ერთი ორი კარგი ტრანსფერი და უკვე შეგვიძლია ნებისმიერი ტიტული მოვიგოთ. winked fellow
1
№5
ავტორი: Phil Jones manchester
12 თებერვალი 2017 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 54
ახლა სენტ-ეტიენს ვეთამაშებით სახლში
0
№6
ავტორი: shotkin
12 თებერვალი 2017 21:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგ ფორრმასი ვართ იოლი თამაშები გვაქვს ერთი ეგაა რო დატვირთული კალენდარია შიგადაშიგ მაგრამ იმხელა გუნდი გვყავს როტაცია პრობლემა არიქნება
0
№7
ავტორი: Malboro463
12 თებერვალი 2017 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
სომეხს რაზვარი აქ . ფეხის თუ გაისწორებს კაი იქნება ისეთ სიტუაციაში კარის მიმართულებით ვერ გზავნის ბურთს ლადოც რომ არ იზავს
0
№8
12 თებერვალი 2017 22:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ბოლო მაგარი იყო wink მაგრამ თუ ასე გაავაგრძელეთ აუცილებლად შევალთ ოთხეულში. gun2 (მადლობა ადმინს fellow )
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
12 თებერვალი 2017 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ვალტერ მაცარიმ საკუთარი თავი დაამარცხა. "არსენალთან" მიღწეულ წარმატებაზე დაფუძნებით იმედი ჰქონდა, რომ "იუნაიტედს" შეტევიდან მოქმედებით ბრძოლას გამოუცხადებდა, თან დაავიწყდა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" ჩასვლისას საკმარისი არ არის ქლევერლის დაყენება საყრდენ ზონაში, რათა კარის უსაფრთხოება უზრუნველყო

ხოოო ამ გამო.ლევებულს მანიუ არსენალი ხოარ ეგონა ქლევერლის იმედზე რო თამაშობდა gun2
0
№10
ავტორი: dybbuk
13 თებერვალი 2017 00:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
იანმაატის მომენტზე მინდა ვთქვა, მანდ პოგბას პასიურობა კიარა უფრო მეტად ის ჩანს რო ვალენსია მცველი არ არის, პოგვა კიდე აპორნიკი! ბლინდს რო აჭამეს და სისწრაფეში დაჯაბნეს ეგ ყველამ ნახა, მაგრამ ბოლო ძელს მაგ კრაის მცველი უნდა აზღვევდეს და ვალენსია სად იყო მაგ დროს საინტერესოა, პოგბა კიდე არის შემტევი ნახევარმცველი, აქ კიდე ისედაც ღრმა ნახევარდაცვაშია და კიდე დაცვის დროს ზონების დაზღვევა რა პონტში უნდა მოთხოვო არ მესმის, უბრალოდ არ იცის ტიპმა. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა რო მარჯვენა მცველი უნდა იყიდონ ამ ზაფხულს, ვალენსია უკვე ასაკშია და საერთოდ ვინგერი იყო და რა ნამუსით უნდა მოთხოვო სრულყოფილად მარჯვენა მცველის ფუნქციების შესრულება?!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top