თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2017, 15:12
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1481,
კომენტარები: 7
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უოტფორდი" 2-0
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის 25-ე ტურის შეხვედრას "ოლდ ტრაფორდმა" უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა "მანჩესტერ იუნაიტედი" "უოტფორდს" დაუპირისპირდა. მასპნძლები შეხვედრას 15-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდნენ.

შეხვედრა "წითელი ეშმაკების" უპირატესობით დაიწყო, რასაც რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა, თუმცა სტუმართა მეკარე, აურელიო გომესი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. ბრაზილიელმა 2-ჯერ პოლ პოგბას, ხოლო ერთხელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს აჯობა. ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა, მარსიალის გადაცემით ხუან მატამ ისარგებლა და პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი მიითვალა.

მე-60 წუთზე იბრაჰიმოვიჩის გადაცემით თავი მარსიალმა გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა. ამ გამარჯვებით "იუნაიტედი" პირველი გუნდი გახდა პრემიერ ლიგაში, რომელმაც 2000 ქულის მოგროვება შეძლო.

შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, სმოლინგი, ვალენსია, ბლინდი, ერერა, პოგბა, მხითარიანი (ლინგარდი 89'), მატა (ფელაინი 72'), მარსიალი (რეშფორდი 81'), იბრაჰიმოვიჩი.

უოტფორდი: გომესი, ქაბული, პროდლი, ბრიტოსი (ჯანმაატი 46'), კეტკარტი (საკსესი 83'), ქლევერლი, ნიანგი, კაპუ, ჰოლებასი, ზარატე (ოკაკა 74'), დინი.

მიმოხილვა



პირველი ტაიმი


მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
12 თებერვალი 2017 15:13
  • სიახლეები: 1581
  • კომენტარები: 12134
ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე კარგი თამაში იყო. ბაიი ძაან დამევასა, თითქმის ყველა კარგი იყო. მშრალ სერიას ვაგრძელეთ და დე ხეაც მიუახლოვდა კურტუას winked
0
№2
ავტორი: vincent
12 თებერვალი 2017 15:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ერერა რა კარგად ართმევდა ბურთს.საერთოდ ამ თამაშში ბევრი ართმევა იყო ჩვენი გუნდიდად.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2017 15:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8038
პირველი ტაიმი განსაკუთრებით კარგი იყო
0
№4
ავტორი: shotkin
12 თებერვალი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2799
ყველამ კარგად ითამაშა განსაკუთრებით ის მომეწონა რო პრესინგი კარგად ვითამაშეთ და არავის გამოვყოფდი იმიტორო ყველა ძაან კაი იყო + პოგბამ ძაან მაგრად დაჩაგრა ფიზიკურად ყველა თან ისე რო დიდი ძალისხმევა არ დაჭირდა კარგადაც შლიდა იმათ სეტევებს და ბაი იყო კიდე სასწაული რამაგარი მცველი გვყავს რა პროსტა
0
№5
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2017 16:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7946
Idealuri pirveli taimi iyo chemi azrit da zogadad mtliani tamashii sagol bichebs da jozes ❤️
0
№6
ავტორი: stepno
12 თებერვალი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4318
ციტატა: vincent
ერერა რა კარგად ართმევდა ბურთს.საერთოდ ამ თამაშში ბევრი ართმევა იყო ჩვენი გუნდიდად.

პრესინგი იყო შესანიშნავი და იმიტოომ სულ ვამბოობ რო ესე უნდა ვითამაშოთ პრესინგით და უნდა შევაწუხოთ რასაც ქვია მეტოქე ნორმალურად ბურთის გაგორების საშუალება არ მივცეთ. მაგრადაც გამოგვივიდაა მთავარია გრანდებთან როგორ გამოგვივა
0
№7
ავტორი: vincent
12 თებერვალი 2017 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ციტატა: stepno
ციტატა: vincent
ერერა რა კარგად ართმევდა ბურთს.საერთოდ ამ თამაშში ბევრი ართმევა იყო ჩვენი გუნდიდად.

პრესინგი იყო შესანიშნავი და იმიტოომ სულ ვამბოობ რო ესე უნდა ვითამაშოთ პრესინგით და უნდა შევაწუხოთ რასაც ქვია მეტოქე ნორმალურად ბურთის გაგორების საშუალება არ მივცეთ. მაგრადაც გამოგვივიდაა მთავარია გრანდებთან როგორ გამოგვივა

პრესინგი კარგია რათქმაუნდა,მაგრამ სულ პრესინგს ვერ ითამაშებ,წარმოუდგენელია უბრალოდ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 იანვარი 2020, 00:15
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
29 იანვარი 2020, 23:45
სიტი
იუნაიტედი
ინგლისის ლიგის თასი
1 თებერვალი 2020, 19:00
იუნაიტედი
ვულვზი
პრემიერ ლიგა
ბარნლი23 იანვარი
სიტი29 იანვარი
ვულვზი1 თებერვალი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

19 იანვარი 2020, 20:30
ლივერპული2
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
15 იანვარი 2020, 23:45
იუნაიტედი1
ვულვზი0
ინგლისის თასი
11 იანვარი 2020, 19:00
იუნაიტედი4
ნორვიჩი0
პრემიერ ლიგა
ლივერპული19 იანვარი
ვულვზი15 იანვარი
ნორვიჩი11 იანვარი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top