თბილისი:
მანჩესტერი:
11-02-2017, 22:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2544,
კომენტარები: 9
მოურინიოს ვერდიქტი "უოტფორდთან" გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას "უოტფორდთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ესაუბრა.

პირველი ტაიმის ბლიტცით შოკის მოგვრა

"მშვენიერი იყო. პირველ გოლამდე პერიოდი საოცარი იყო. გულშემატკივარი ძალიან ბედნიერი და ენთუზიაზმით სავსე იყო, რისი მიზეზიც ხარისხი, შანსები, სიმშვენიერე, ფეხბურთი, მოძრაობა, სეივები იყო. აბსოლუტურად საოცარი იყო. საფეხბურთო დანაშაული იქნებოდა, ამ პერიოდში გოლი რომ ვერ გაგვეტანა. გავიტანეთ და ეს მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თავდაჯერებულობისთვის. შესვენებაზე გამარჯვებული გასვლით რწმენის შეგრძნება გვქონდა."

თამაშის მოკვლა

"თამაშის მოკვლა უფრო მეტი გოლის გატანითაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, ამიტომაც ვიფიქრე, რომ თუ მესამე გოლს ვერ გავიტანდით და ამით ვერ მოვკლავდით თამაშს, მარუან ფელაინი უნდა შემეყვანა ნახევარდაცვაში სტაბილურობის შესაძენად; ეს კი საჭირო იყო, რათა ტროი დინისა და სტეფანო ოკაკას გავმკლავებოდით. ძალიან კარგად მოვახერხეთ ეს და გამარჯვება დავიმსახურეთ."

სწრაფი სტარტი

"რამაც ყველაზე მეტად გამახარა, თამაშის დასაწყისი იყო. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ აუცილებელი არ იყო პირველივე წუთზე გატანა - პირველ წუთზე გოლის გატანა რთულია და ჩვენს კონტროლს არ ექვემდებარება. მაგრამ კარგი ფეხბურთის თამაში საწყისი წუთებიდანვე შესაძლებელია. ამის გაკეთება ჩვენი პასუხისმგებლობაა და გავაკეთეთ. დასაწყისიდანვე კარგად ვითამაშეთ დამცველი გუნდის წინააღმდეგ, რომელშიც ცენტრალური მცველი მარცხენა მცველად თამაშობდა, მცველები კი მაღლები და ძლიერები არიან. რთული იყო, მაგრამ კარგად გავართვით თავი, როცა 1-0 ვიგებდით, უფრო მეტი სივრცე მოგვეცა, ხოლო მეორე გოლმა გამარჯვება გაგვინაღდა."

ზედიზედ 4 "მშრალი" მატჩი

"ბედნიერი ვარ - გუნდი კარგად იცავს თავს. ხანდახან სხვა მიზეზი გვაქვს მცველების შესაცვლელად, მაგრამ გუნდურად თავს კარგად ვიცავთ. შემდეგ, როცა მეკარე მნიშვნელოვან სეივს ახორციელებს, როგორც ეს დავიდ დე ხეამ გააკეთა მაურო სარატეს ჯარიმის დროს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება თვით ეს სეივი. მაგრამ, როგორც გუნდი, თავს კარგად ვიცავთ."

ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Mixito
11 თებერვალი 2017 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მოუ ჩემი ლიიომი ხარ
0
№2
ავტორი: tedore
11 თებერვალი 2017 22:57
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
კარგი იყო ყველაფერი თავიდან ბოლომდე ბოლო ორი თამაშია ზლატანმა სიღრმიდან დაიწყო თამაში კარგ პასებს აკეთებს და უფრო პროდუქტიული და სანახაობრივი გახდა მისი თამაში ვიდრე გამუდმებით ჩაწოდებები კარგი კომბინაციური ფეხბურთი ვითამაშეთ გომესმაც ისეთი ბურთები აიღო მეგონა მორიგი ფრე იქნებოდა მეკარის დამსახურების გამო მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდა მე მჯერა მოურინიოს
0
№3
ავტორი: vanovano
11 თებერვალი 2017 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
დღეს მართლაც ლამაზი თამაში ვაჩვენეთ კომბინაციებით დატვირთული, ვერავის გამოვარჩევდი დღეს ვინც ცუდად ითამაშა, კარგი გუნდური თამაში გამოგვივიდა მაგრამ ორ გოლზე მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ რაც მთავარია მოვიგეთ, ესეთი თამაშით ოთხეულში აუცილებლად შევალთ, ლივერი გაგიჟდა ეხლა სამწუხაროდ მაგრამ წინ რამდენიმე რთული მატჩი აქვს და უნდა გამოვიყენოთ არსენალი ან სიტი გაგვიკეთებს რომელიმე საჩუქარს, მე არსენალის იმედი უფრო მაქვს.
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 თებერვალი 2017 23:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
წინ ვერც ამ ტურში ვერ ავიწიეთ :/
0
№5
ავტორი: ikeoni
11 თებერვალი 2017 23:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Yvelaferi kargad midis es haltan saxlshi fre ver movinele ra tore exla ukve otxeulshi viqnebodit ((sagol joze sheni imedi gvaq ❤️
0
№6
11 თებერვალი 2017 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მოუ გენიოსი მწვრთნელი ხარ. hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№7
ავტორი: levionok
11 თებერვალი 2017 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
megobrebo jer gilocavt am gamagkvebas da rac mtavaria lamaz gamarjvebas,gisurvebt sul gaxarebas,luzerehis mogeba kargi iyo mexuteze ki gadavdiodit magram mexute araperia otxeulia mtavari sadac ukve erti tamashit sheidzleba shevidet totenhemi arastabilutia da grandebtan magrad uchirs arsenali nolia luzerebi xo luzerebi arian vpiqrob luzerebi arsenali da liverpuli gaitamasheben meotxe adgils ertmanetshi chven sameulit davamtavrebt minda sitize win davamtavrot
0
№8
ავტორი: stepno
12 თებერვალი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წარმოუდგენლად გახარებული ვარ winked
1
№9
ავტორი: krekera
12 თებერვალი 2017 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
საღოლ ბიჭებო უკვე აშკარად კარგი და მრისხანე გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ რაც ძველ მანჩესტერს მახსენებს.. მოუ დონეაა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top