"მანჩესტერ იუნაიტედი" დღევანდელი გამარჯვების შემდეგ პირველი გუნდი გახდა პრემიერ ლიგაში, რომელმაც 2000 ქულის მოგროვება მოახერხა. ამისთვის "წითელ ეშმაკებს" 949 მატჩი დასჭირდათ. მანჩესტერელების ანგარიშზე 599 მოგება, 203 ფრე და 147 წაგებაა.
მეორე და მესამე ადგილს 2 ლონდონური კლუბი, "არსენალი" და "ჩელსი" ინაწილებენ. მეოთხე ადგილს ინგლისის 18-გზის ჩემპიონი "ლივერპული" იკავებს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის რეკორდსმენები უახლოეს მდევარს 203 ქულით ასწრებენ. "წითელი ეშმაკების" ანგარიშზე 1840 გოლია, რაც ასევე საუკეთესო შედეგია პრემიერ ლიგაში.