ფეხბურთელები სასტუმროში შეიკრიბნენ.
უეინ რუნი "ლესტერ სიტისთან" მატჩის გამოტოვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" "უოტფორდთან" დაპირისპირებაში დაუბრუნდება.
M.E.N.-ის ფოტოგრაფებმა "იუნაიტედის" კაპიტანი სასტუმრო "ლოურიში" მისვლისას შეამჩნიეს და მასთან ერთად საღამოს 7 საათზე რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც მივიდა. მოსალოდნელია, რომ რუნი გუნდის განაცხადში "უოტფორდის" ყოფილი ვინგერის, ეშლი იანგის ადგილს დაიკავებს.
ენტონი მარსიალიც შეიმჩნეოდა მანჩესტერის ცენტრალურ სასტუმროში, ისევე, როგორც მატეო დარმიანი, ხოლო ფილ ჯონსი ტრავმირებულია, ამიტომა ის გუნდთან ერთად არ არის.
შესაძლოა, ჯონსი შეუერთდეს მარკოს როხოს, რომელიც ერთადერთი ფეხბურთელია პირველი გუნდისა, რომელსაც შუა კვირაში გამართულ ვარჯიშზე ვერ შეამჩნევდით.
თუმცა მწყობრშია ერიკ ბაიი, რომელიც დაცვის ცენტრში დაიკავებს ადგილს.
"იუნაიტედის" არასრული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, ჰენდერსონი, ვალენსია, დარმიანი, ბაიი, სმოლინგი, პოგბა, ერერა, კერიკი, მატა, ლინგარდი, მარსიალი, რუნი, იბრაჰიმოვიჩი
წყარო:
M.E.N.