თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 20:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2183,
კომენტარები: 11
მოურინიო: "ცუდად არავის გავუკვირვებივარ"
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ფეხბურთელებს მისთვის იმედი არ გაუცრუებიათ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიოს თქმით "მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ გაუცრუებია მისთვის იმედი, თუმცა მოთამაშეები ჯერ ბოლომდე არ გაუცვნია.

მიუხედავად იმისა, რომ ენტონი მარსიალი ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას "იუნაიტედის" ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო, პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდში მას წამყვანი როლი არ აქვს და ხშირად გუნდის განაცხადს მიღმა რჩება.

იგივე ეხება ბასტიან შვაინშტაიგერს, რომელსაც შარშანდელი სეზონისგან განსხვავებით პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალება არ ეძლევა და გუნდს მხოლოდ იშვიათად ეხმარება სათასო მატჩებში, თუმცა მოურინიომ გერმანელი ევროპა ლიგის განაცხადში დააბრუნა.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კი "ოლდ ტრაფორდის" ორმა ფეხბურთელმა, მემფის დეპაიმ და მორგან შნეიდერლინმა დატოვა, მაგრამ მოურინიო აცხადებს, რომ თითოეული ეს გადაწყვეტილება გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იქნა მიღებული და არა ფეხბურთელებით უკმაყოფილების გამო.

"ფეხბურთელებთან მუშაობ და მათ უკეთ იცნობ. მათი გაცნობა კი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მათთან ერთად მუშაობ.

ხანდახან იმედგაცრუებული ხარ, რადგან უფრო მეტს ელი, ხანდახან კი სასიამოვნოდ გაკვირვებული ხარ, რადგან გეგონა, რომ ფეხბურთელი ამდენად კარგი არ იყო და ასეთ შემთხვევაშიც კი ყველაფერი დაბალანსებულია.

უარყოფითად არავის გავუკვირვებივარ, არც საოცარი შთაბეჭდილება დამრჩენია მოთამაშისგან, რომელზეც მეგონა, რომ საკმარისად კარგი არ იყო, ასე რომ, ყველაფერი დაბალანსებულია და ვფიქრობ, ჩვენი ზაფხული მშვიდი გამოვა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2017 20:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნელ-ნელა იძენს გუნდი ბალანსს და წესით 1 სატრანსფერო ფანჯარა უნდა ეყოს სტაბილურად ძლიერი გუნდის ჩამოსაყალიბებლად.
0
№2
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2017 20:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
აუ მაგარი კაცია იმენა უგვარებს ყველას wink love
0
№3
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2017 20:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კიი ნადვილად ნელნელა დაბალანსდა გუნდი და თამაში რო იწყება უკვე იმედით უყურებ თამაშს ვნახოთ აბა ზაფხულში 1 ან 2 კარგი მოთამაშე არ გვაწყენდა ერთერთი გრიზუ და მე2 ვინც უნდათ რავიცი
0
№4
ავტორი: Phil Jones
10 თებერვალი 2017 20:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთი მარსიალზე მწყდება გული, მაგრამ ეტყობა იცის ამან რატომაც აკეთებს ეგრე.
0
№5
ავტორი: giorgisamnidze99
10 თებერვალი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ ველი ჟოზე რო დადებ სამ ქულას 100 %
0
№6
ავტორი: levionok
10 თებერვალი 2017 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
მე პირადად ამ კაცის დიდი ქომგი ვარ და მევასებოდა იქამდეც ანამ აქ მოვიდოდა და რაც გავიგე რომ მოდიოდა ერთი სული მქონდა როდი მოვიდოდა,იმ მწერლების კი არ მესმოდა ვინც ამტკიცებდა რომ ავტობული გვეყოლებოდა და არა გუნდი,მე ამ კაცმა ტელევიზორთან დამაბრუნა და წუთების თვლა როდის დაიწყება თამაში და მომავალი წელი ხომ საერთოდ მაგარი გამოვა,წელს ამ პატარ-პატარა თასებს მოიგებს რომ მომავალ წელს მიხედოს ლიგას და პრემიერლიგას
0
№7
ავტორი: kobinio
10 თებერვალი 2017 21:30
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
არც ვანგაალი იყო მანამდე ცუდი და არც მაუა ნაკლები თუ მეტი არა მარა მთავარი შედეგია რომელსაც ამდენი წელია ველით.იმედია ევროპალიგის მოგებით დაიწყებს და ლიგით დაგვირგვინდება.
0
№8
ავტორი: LASHQARA
10 თებერვალი 2017 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
სტაბულირად კარგი თამაში იგრძნობა, უბრალოდ უკვე მერამდენე ტურია გამოუყენებელი მომენტები აქვთ თავდამსხმელებს და მეტი უნდა ავარჯიშოს ამ კუთხით მოუმ, დანარჩენი დაცვაც ასე თუ ისე კარგად დგას, მეკარეზე რა უნდა თქვა მგელია კარში და ცენტრიც კარგად გამოიყურება, ეს თავდასხმის გამოუყენებელი მომენტები აფუჭებს ყველაფერს winked am
0
№9
ავტორი: dzia_David
10 თებერვალი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
წელს 2 თასი და ჩემპიონთა ლიგის საგზური ჩვენია. შემდეგი სეზონიდან კიდე უკვე დიდი მიზნებისთვის იბრძოლებს მოუუ manunited
0
№10
ავტორი: ROI
10 თებერვალი 2017 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
გრიზმანი ან ლუკაკუ მაგარი იქნება და ვინმე ცენტრსჰი კროოსის მსგავსი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top