"იუნაიტედის" ვალი 87 მლნ. ფუნტით გაიზარდა
"წითელი ეშმაკების" დავალიანება გაიზარდა.
მიმდინარე ფინანსური წლის მეორე კვარტალში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვალი 87 მლნ. ფუნტით გაიზარდა, რის მიზეზადაც Brexit-ის შემდეგ ფუნტის კურსის ვარდნას მოიაზრებენ.
მთავარი ფაქტები:- კლუბის ვალი 409.3 მლნ. ფუნტამდე გაიზარდა, რადგანაც დოლარის კურსი ფუნტთან შედარებით გამყარდა.
- ათვლით პერიოდში კლუბმა რეკორდული შემოსავალი მიიღო 157 მლნ. ფუნტის ოდენობით.
- 2017 წლის მეორე კვარტალის შემოსავალმა 37.6 მლნ. გუნტი შეადგინა.
- ბასტიან შვაინშტაიგერი ათვლაში დააბრუნეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" რეკორდული შემოსავლის მიღების გზაზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე არ მონაწილეობს, ხოლო ვალი 27.1%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემდეგ დოლართან მიმართებაში ფუნტის კურსის ვარდნის გამო.
გასულ თვეში "იუნაიტედი" 2005 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ყოველწლიური რეიტინგის სათავეში, ახლა კი წარადგინეს რეკორდული შემოსავალი კვარტალის განმავლობაში. მეორე კვარტალის საერთო შემოსავალმა (2016 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე) 157.9 მლნ. ფუნტი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია, ვიდრე გასულ წელს ამავე პერიოდში ნაჩვენები შედეგი, როცა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობდა.
თუმცა კლუბის ვალი დაუყოვნებლივ გაიზარდა 409,3 ფუნტამდე, რაც ნიშნავს, რომ ვალი 87.2 მლნ. ფუნტით გაიზარდა.
აღრიცხვაში ასევე შეიტანეს ბასტიან შვაინშტაიგერის დაბრუნება პირველ გუნდში. შეგახსენებთ, რომ ადრე ფეხბურთელი კლუბის აქტივიდან ჩამოწერეს და მოსალოდნელი იყო, რომ გერმანელი "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებდა. აღრიცხვიდან: "4.8 მლნ. ფუნტის ოდენობის დამატებითი აქტივი აისახა ფეხბურთელის ჩამოწერიდან, რომელიც ამჟამად კვლავ ითვლება პირველი გუნდის წევრად."
მატჩების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე აღრიცხულ კვარტალში სწრებადობა 40.8%-ით გაიზარდა, რაც 52.5 მლნ. ფუნტით ზრდას ნიშნავს, ხოლო სათამაშო დღის შემოსავალი 27%-ით გაიზარდა, ანუ 38.6 მლნ. ფუნტით. ეს ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის ივლისამდე პერიოდში წელიწადში რეკორდული შემოსავლის მიღებისკენ ისწრაფვის, რაც დაახლოებით 530-540 მლნ. ფუნტს შეადგენს.
აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი: "მოხარულები ვართ, რომ ახალ სეზონში პირველი ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, როცა "უემბლიზე" ლიგის თასის ფინალს ვითამაშებთ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ.
ჩვენი ბიზნეს-მოდელის სიმტკიცე ასახულია ჩვენს კვარტალურ ფინანსურს ანგარიშში და კვლავ წლიური სარეკორდო შემოსავლის მიღებას ვესწრაფვით".
კვარტალის განმავლობაში ამორტიზაცია 12.6 მლნ. ფუნტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 34.2 მლნ. ფუნტი შეადგინა. ეს ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების გამო მოხდა.
წყარო:
theguardian