თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1578,
კომენტარები: 6
"იუნაიტედი" MUTV-ს აპლიკაციას გაუშვებს
კლუბის ოფიციალური ტელევიზიის ყურება მალე ინგლისს მიღმაც შესაძლებელი იქნება.
"მანჩესტერ იუნაიტედი" გაუშვებს აპლიკაციას, რომელიც ინგლისის გარეთ მყოფ გულშემატკივრებს კლუბის ოფიციალური ტელევიზიისთვის 24-საათიან რეჟიმში თვალის დევნების საშუალებას მისცემს. ყოველთვიური გადასახადი 1.49 ფუნტიდან 4.49 ფუნტამდე თანხას შეადგენს.

ინვესტორების წინაშე გამოსვლისას "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა განაცხადა: "MUTV-ს აპლიკაციის გაშვებას იმ ტერიტორიაზე ვგეგმავთ, სადაც ეს ნებადართულია. ფასიანი მომსახურება იქნება და თვეში 1.49 ფუნტიდან 4.49 ფუნტამდე ეღირება.

მოცემული აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩვენი სადღეღამისო ტელეარხის პირდაპირი ტრანსლირება და ასევე წვდომა ყველა განახლებაზე, პროგრამის ბაზაზე, დოკუმენტურ ფილმებზე, სხვადასხვა შოუებზე, უახლოესი წარსულის მატჩებზე, მიმოხილვასა და კლასიკურ მატჩებზე.

აპლიკაცია ხელმისაწვდომი არ იქნება დიდ ბრიტანეთში, რისი მიზეზიც პრემიერ ლიგის მოქმედი ლიცენზიით გამოწვეული შეზღუდვებია. ასევე მიუწვდომელი იქნება იმ რიგ ქვეყნებში, სადაც ჩვენს პარტნიორებთან გარკვეული შეთანხმება გვაქვს. მაგრამ 160-ზე მეტ ქვეყანაში კი იმუშავებს. გვჯერა, რომ ასეთი ტიპის საქმიანობის მობილური კონტენტი უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება".


შეგახსენებთ, რომ საკლუბო ტელევიზია არ აჩვენებს პირველი გუნდის თამაშებს პირდაპირ ეთერში. MUTV-ზე მხოლოდ 23-წლამდელთა და 18-წლამდელთა გუნდის მატჩების ყურებაა შესაძლებელი და ასევე პირველი გუნდის წინასასეზონო ტურნეს მატჩები.
ახალი ამბები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 თებერვალი 2017 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეგ კი კაია, მაგრამ პირველი გუნდის თამაშებს რატო არ აჩვენებს??? belay
0
№2
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2017 13:38
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: ვახო ( G G M U)
ეგ კი კაია, მაგრამ პირველი გუნდის თამაშებს რატო არ აჩვენებს??? belay

ინგლისური ტელევიზიების კონტრაქტის ბრალია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2017 13:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერეირას და უილსონის გამო ახალგაზრდების თამაშებს თითქმის არ ვტოვებდი ხოლმე, მარა მაგრად ჭირდა ინტერნეტში ამის პოვნა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2017 14:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცუდია პირველი გუნდის თამაშებს რო არ აჩვენებს
0
№5
ავტორი: stepno
10 თებერვალი 2017 14:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
არ ვიცოდი თუ არ აჩვენებდა პირველი გუნდის თამაშებს
0
№6
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2017 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Ratomgac megona ro achvenebda pirveli gundis tamashs
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top