თბილისი:
მანჩესტერი:
10-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1924,
კომენტარები: 9
ვიდეო: დე ხეა საყვარელი ბენდის კონცერტს დაესწრო
დავიდ დე ხეა Avenged Sevenfold-ის კონცერტს დაესწრო.
ვიდეო: დე ხეა საყვარელი ბენდის კონცერტს დაესწრო
ის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და უდრეკია თამაშში, მაგრამ როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე თავის საყვარელ ბენდ "ევენჯიდ სევენფოლდს" შეხვდა, აღელვებისა და ნერვიულობის ნაზავს განიცდიდა.

ამერიკული მძიმე-მეტალის ჯგუფმა წინა თვეში "მანჩესტერ არენაზე" თავიანთი ახალი ალბომის - The Stage - პრეზენტაცია გამართა და გაიგეს რა დე ხეას დამოკიდებულება მათ მიმართ, ესპანელი შოუზე მიიწვიეს.

დე ხეამ, რომელსაც თან ახლდა თავისი მეგობარი გოგონა, ედურნე გარსია და მეგობრები, "იუნაიტედის" სპეციალური მაისური მიუტანა ბენდს, რომელმაც სიმღერა Hail to the King კონცერტის დროს სწორედ მეკარეს მიუძღვნა.

შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ "იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში დავიდმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით დაესწრებოდა ბენდის ყველა კონცერტს.

როცა ჯგუფთან მისი შეხვედრის შესახებ ჰკითხეს, დე ხეამ უპასუხა: "საოცარი იყო. სიტყვებით რთულია ამის გადმოცემა, მაგრამ ბავშობიდანვე მომწონს ისინი და ეს დაუჯერებელი გამოცდილება იყო. ყველა კონცერტზე წასვლა მინდა, მიყვარს!

როცა იმას ხვდები, ვინც დიდი ხანია მოგწონს, რა თქმა უნდა, ნერვიულობ და აღელვებული ხარ. "იუნაიტედის" ფანები არიან და სასიამოვნო იყო იქ მოხვედრა, კონცერტი კი დაუჯერებელი იყო."


წამყვანი სოლისტი მ. შედოუსი აცხადებს: "იუნაიტედისა" და დავიდის დიდი გულშემატკივრები ვართ. გავიგეთ, რომ ჩვენი დიდი გულშემტკივარიც იყო და დიდებული იყო მასთან შეხვედრა, როცა მანჩესტერში ვიყავით. იმედი მაქვს, დავიდს საქმეში ვიხილავთ შემდეგში, როცა "ოლდ ტრაფორდზე" მოვხვდებით."



წყარო: manutd.com
ვიდეოები
9 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
10 თებერვალი 2017 11:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა ასმენინებს ამას :D
0
№2
ავტორი: Lady in red
10 თებერვალი 2017 11:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ყველასგნა გამორჩეულია ჩვენი დათუნა love
0
№3
ავტორი: Phil Jones
10 თებერვალი 2017 11:24
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: SANDROGRIGA
რა ასმენინებს ამას :D

ბაზარი არაა :))
0
№4
ავტორი: RojoDiablo
10 თებერვალი 2017 11:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: SANDROGRIGA
რა ასმენინებს ამას :D

ციტატა: Phil Jones
ციტატა: SANDROGRIGA
რა ასმენინებს ამას :D

ბაზარი არაა :))

ძალიან მაგარი ჯგუფია. სხვადასხვა გემოვნების მუსიკა აქვთ, მაგრამ თუ მძიმე როკი არ გიზიდავთ, ამას მაინც მოუსმინეთ, მოგეწონებათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Lady in red
10 თებერვალი 2017 11:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: SANDROGRIGA
რა ასმენინებს ამას :D

თავიდან მეც მასე მეგონა, მაგრამ ახლა თავისუფლად ვუსმენ, თან მომწონს :-D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
10 თებერვალი 2017 13:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სგ დავით good2
0
№7
ავტორი: ikeoni
10 თებერვალი 2017 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Ise ki idzaxian sashineli gemovneba aqvso)))
0
№8
10 თებერვალი 2017 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ძან დებილობაა მაგრამ თუ დე ხეას მოსწონს... winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№9
ავტორი: RED_manchester
12 თებერვალი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ჩემი საყვარელი ჯგუფია რამდენი ხანია love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top