ინგლისის თასზე "უიგან ატლეტიკის" კარში გატანილი ჰენრიხ მხითარიანმა იანვრის თვის საუკეთესო გოლის ავტორის სტატუსი მიიღო - ზედიზედ მეორე თვის განმავლობაში.
მხითარიანის მიერ დაწყებული კონტრშეტევა მისივე გოლით დასრულდა, როცა სომეხმა ენტონი მარსიალის საგოლე გადაცემით ისარგებლა და თავის გუნდს 4-0 მოგებულ მატჩში მესამე გოლი გაატანინა.
ამ გოლმა გამოკითხულთა ხმების 52% მიიღო და აჯობა უეინ რუნის საჯარიმო დარტყმასა - რომელმაც ხმების 43% - და ბასტიან შვაინშტაიგერის გოლს (რომელმაც 3 პროცენტი მიიღო).
მხითარიანმა აღნიშნული ჯილდო დეკემბრის თვეშიც მოიგო, რაშიც "სანდერლენდის" კარში "სკორპიონ-დარტყით" გატანილმა გოლმა შეუწყო ხელი.