თბილისი:
მანჩესტერი:
9-02-2017, 14:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2395,
კომენტარები: 18
ერერა: "ოთხეულში მოხვედრა უფრო გვსურს, ვიდრე ევროპა ლიგის მოგება"
"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა ჩემპიონატიდან აპირებს.
ერერა:
ანდერ ერერას თქმით, პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის ამ გზით მოპოვება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევროპა ლიგის მოგება.

ჟოზე მოურინიოს გუნდი მომდევნო კვირაში ევროპა ლიგის 1/16 ფინალში "სენტ-ეტიენს" დაუპირისპირდება.

გასულ სეზონში "იუნაიტედს" ოთხეულში მოხვედრაში ხელი "მანჩესტერ სიტიმ" შეუშალა, წელს კი ერერა იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ოთხეულში მოხვდება და შარშანდელ უიღბლობას არ გაიმეორებს.

"კარგ ფორმაში ვიმყოფებით, მაგრამ ოთხეულში რაც შეიძლება მალე მოხვედრა გვსურს. რა თქმა უნდა, ოთხეულში უნდა შევიდეთ, მაგრამ ამის გარდა კიდევ სამი ტურნირი გვაქვს.

100 პროცენტით ბედნიერები არ ვიქნებით, მეოთხეზე თუ გავალთ, რადგან მაქსიმალურად მაღალი ადგილის დაკავება გვსურს, მაგრამ მინიმუმ ოთხეულში მაინც უნდა შევიდეთ და მერე სხვა ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

ევროპა ლიგა კიდევ ერთი გზაა ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, მაგრამ ჩვენ ჩემპიონატიდან გასვლა გვსურს. თუმცა, ცხადია, ესეც საშუალებაა".


goal.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2017 14:44
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"სიტის" ან "ლივერპულის" ოთხეულს მიღმა დატოვების მუღამი აქვს ეტყობა, თორემ მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგ, ინგლისს ხუთი გუნდი თუ ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Phil Jones
9 თებერვალი 2017 14:50
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
"სიტის" ან "ლივერპულის" ოთხეულს მიღმა დატოვების მუღამი აქვს ეტყობა, თორემ მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგ, ინგლისს ხუთი გუნდი თუ ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე

თეორიულად 6იც შეიძლება ვითომ? სიტიმ თუ ლიგა მოიგო, მანჩესტერმა ევროპა და ლივერპული მე4ზე ))
0
№3
ავტორი: Manstark_United
9 თებერვალი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: Phil Jones
ციტატა: RojoDiablo
"სიტის" ან "ლივერპულის" ოთხეულს მიღმა დატოვების მუღამი აქვს ეტყობა, თორემ მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგ, ინგლისს ხუთი გუნდი თუ ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე

თეორიულად 6იც შეიძლება ვითომ? სიტიმ თუ ლიგა მოიგო, მანჩესტერმა ევროპა და ლივერპული მე4ზე ))

და ეს სიტი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?! wink
0
№4
ავტორი: shotkin
9 თებერვალი 2017 15:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ერერამ იგულისხმა ის რომ პრემიერლიგაში 4 ეულში მოხვედრა თავისთავად უფრო უსაფრთხოა მიზნის მისაღწევად ვიდრე ევროპის ლიგის მოგებით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. რაცარუნდა იყოს ევროპის ლიგა არსი 2 მატჩიანი დაპირისპირება რომელიც ფინალით მთავრდება და იმ ერთ მატჩში ყველაფერი სეიძლება მოხდეს თუნდაც შარშანდელი ლივერპულის მაგალითი ავიღოთ))) ამიტომ მართალია ჯერ ჯობია ტოპ 4 გაინაღდონ და მერე მიაწვნენლ ევროპას
1
№5
ავტორი: Phil Jones
9 თებერვალი 2017 15:08
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: Manstark_United
ციტატა: Phil Jones
ციტატა: RojoDiablo
"სიტის" ან "ლივერპულის" ოთხეულს მიღმა დატოვების მუღამი აქვს ეტყობა, თორემ მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგ, ინგლისს ხუთი გუნდი თუ ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე

თეორიულად 6იც შეიძლება ვითომ? სიტიმ თუ ლიგა მოიგო, მანჩესტერმა ევროპა და ლივერპული მე4ზე ))

და ეს სიტი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?! wink

არა რათქმაუნდა )) უბრალოდ თეორიულად, ზუსტად ისე როგორც შეიძლება რომ ლესტერმა მოიგოს ))
0
№6
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2017 15:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
ციტატა: RojoDiablo
"სიტის" ან "ლივერპულის" ოთხეულს მიღმა დატოვების მუღამი აქვს ეტყობა, თორემ მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგ, ინგლისს ხუთი გუნდი თუ ეყოლება ჩემპიონთა ლიგაზე

თეორიულად 6იც შეიძლება ვითომ? სიტიმ თუ ლიგა მოიგო, მანჩესტერმა ევროპა და ლივერპული მე4ზე ))

ექვსი არ შეიძლება. "სიტიმ" რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ოთხეულში ვერ შევიდეს, მაშინ პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილზე გასული გუნდი ამოვარდება და "სიტი" მის მაგივრად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში. ერთი ქვეყნიდან მაქსიმუმ 5 გუნდს შეუძლია თამაში ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: fergia124
9 თებერვალი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
კაი იქნება ოთხეულში შესვლაც და პახოდუ ევროპა ლიგის მოგებაც და ზემოდან კიდე EFL თასის მოგებაც.. რეალურად შეგვიძლია ამ ყველაფრის გაკეთება და იმედია გამოგვივა..
0
№8
ავტორი: gaga1987
9 თებერვალი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ყველაფერი კარგად იქნება fellow
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
9 თებერვალი 2017 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ისე არ ქნათ ვერცერთი რო ვერ შეძლოთ
0
№10
ავტორი: joker
9 თებერვალი 2017 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
არამგონია ისედაც ევროპა ლიგა მოვიგოთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top