გასულ კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ხელმძღვანელმა ნიკი ბატმა და გუნდის ყოფილმა კაპიტანმა ნემანია ვიდიჩმა საფეხბურთო ასოციაციის ეროვნულ საფეხბურთო ცენტრში სამდღიანი სწავლება დაასრულეს და UEFA-ს პროფესიონალი მწვრთნელის "პირველი მოდულის" კატეგორიის ლიცენზია მიიღეს.
მწვრთნელებმა, რომელთა შორის ბატისა და ვიდიჩის გარდა ისეთი ყოფილი ფეხბურთელებიც იყვნენ, როგორებიც დევიდ ჯეიმსი, სტივენ რიდი და ჯეიმს ბიტი არიან, ასევე მომზადება გაიარეს ახალგაზრდებთან მუშაობისთვის აუცილებელი ლიცენზიის მისაღებად.
UEFA-ს პროფესიონალური ლიცენზიის მიმღებთა კანდიდატებს ისეთი ცნობილი მწვრთნელებიც შეუერთდნენ, რომელთაც აუცილებლად სჭირდებოდათ ლიცენზიის კონკრეტული ხარისხი, რათა პრემიერ ლიგაში მუშაობის უფლება მიეღოთ. კერძოდ, სწავლება გაიარა "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა უორენ ჯოისმაც, რომელიც ამჟამად "უიგანს" წვრთნის.