"ატლეტიკო მადრიდის" პრეზიდენტი ენრიკე სერესო აღნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის მიუხედავად ანტუან გრიზმანს კლუბიდან არ გაუშვებს.
25 წლის ფეხბურთელს აქტიურად უწინასწარმეტყველებენ ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას, რასაც პოლ პოგბასადმი მისი მეგობრული დამოკიდებულება უწყობს ხელს.
მაგრამ სერესო დარწმუნებულია, რომ ფრანგი კლუბს არ დატოვებს. "ყოველთვის, როცა გრიზმანს ვხვდები, ვეხვევი. ანტუანი ფანტასტიკური მოთამაშეა და "ატლეტიკოში" ყოფნა მოსწონს.
არ ვიცი, რა ინტერესი აქვს "მანჩესტერ იუნაიტედს", მაგრამ გრიზმანი "ატლეტიკოში" დიდხანს დარჩება", - განაცხადა მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა.