თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1590,
კომენტარები: 9
დარმიანი: "იტალიელთა შორის პირლოს ავირჩევდი"
იტალიელ მცველს მიაჩნია, რომ ანდრეა პირლო "იუნაიტედში" წარმატებით იასპარეზებდა.
დარმიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველ მატეო დარმიანს მიაჩნია, რომ ანდრეა პირლო "ოლდ ტრაფორდზე" წარმატებული იქნებოდა, პრემიერ ლიგის 20-გზის ჩემპიონებს იგი რომ შეეძინათ.

პირლომ თავისი კარიერის უმთავრესი ნაწილი სერია A-ში "ბრეშიას", "ინტერის", "რეჯინას", "მილანისა" და "იუვენტუსის" რიგებში თამაშისას გაატარა, სანამ 2015 წელს "ნიუ-იორკ სიტიში" გადავიდოდა.

პრემიერ ლიგაში გადასვლა თავისი კარიერის ამ ეტაპზე არარეალურად მოსჩანს, მაგრამ დარმიანს ეჭვიც არ ეპარება, რომ მისი თანამემამულე ინგლისის ჩემპიონატშიც წარმატებით იასპარეზებდა.

"იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის ინტერვიუს მიცემისას დარმიანს სთხოვეს, დაესახელებინა ერთი იტალიელი ფეხბურთელი, რომლის ხილვასაც "იუნაიტედში" ისურვებდა: "იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ბევრი კარგი მოთამაშე იყო, ამიტომ გამიჭირდება ერთის შერჩევა, მაგრამ მაინც თუ უნდა ავირჩიო, პირლოს დავასახელებ.

მას ძალიან ვიცნობ, ეროვნულ ნაკრებში ერთად ვითამაშეთ და მის უნარებსაც ვიცნობ. ძალიან კარგი ფეხბურთელია და "იუნაიტედში" წარმატებით იასპარეზებდა."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ROONEY-RUNI
8 თებერვალი 2017 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
პირლოს დიდ პატივს ვცემ და მაგრა მევასება მაგის თამაშიდა ჭკვა მაგრამ ეგ მანიუში ვეღარ გაქაჩავს
0
№2
ავტორი: shotkin
8 თებერვალი 2017 18:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
კათარზისი ხოარაა კი დიდი ფეხბურთელია მარა შვაინა გვყავს უკვე ასაკიანი მეორე აღარ გვინდა)))
0
№3
ავტორი: stepno
8 თებერვალი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
პირლოო რო ერთერთი საუკეთესოა მაგას რა ლაპარაკი უნდა მაგრამ ეხლა რაღა დროსია:))) პირლო კაი მაგრამ დარმიანი მანჩესტერის დონის მართლა არ არის რაა და კაი იქნება ესეთ ტრანსფერებს თუ არარ გააკეთებენ
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
8 თებერვალი 2017 18:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ანდრეა ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი იყო თავის თაობის
0
№5
ავტორი: Phil Jones
8 თებერვალი 2017 18:46
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აქ იგულისხმება საერთოდ რომელ იტალიელს ისურვებდა იუნაიტედში საუკეთესო ფორმაში და ასაკში თორე პირლოს ფეხბურთი დამთავრდა 1-2 წელია
0
№6
ავტორი: ikeoni
8 თებერვალი 2017 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Tavis droze magari iqneboda magram exla..
0
№7
ავტორი: heath ledger
8 თებერვალი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
პირლო ნამდვილი ლეგენდაა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
8 თებერვალი 2017 20:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირლო და სქოულზი ერთად winked
0
№9
ავტორი: გრიზმან 7
8 თებერვალი 2017 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
პირლო კარგი იქნებოდა ახალგაზრდა მაგრა მომწონდა უჭკვიანესი იყო. აი დარმიან შენ მომავალ წელს ვერგნახავთ და მგონი შოუსაც ტიტენჰემს უნდაო შოუ და როუზი ჩვენთან გადმოვაა მგონი არიქნება ცუდი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top