თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 17:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2706,
კომენტარები: 9
სილვესტრი: "იმედია, მარსიალი პოგბასავით არ მოიქცევა"
"იუნაიტედის" ყოფილი მცველის მოწოდება ფრანგ თავდამსხმელს.
სილვესტრი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი მიკაელ სილვესტრი იმედოვნებს, რომ ენტონი მარსიალი პოლ პოგბასავით არ მოიქცევა და "ოლდ ტრაფორდს" არ დატოვებს.

მარსიალი "ოლდ ტრაფორდის" სცენაზე გასულ სეზონში გამოჩნდა და სადებიუტო სეზონი წარმატებითაც ჩაატარა, თუმცა 21 წლის ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოს გუნდში იმავე თამაშისა და შედეგის ჩვენება უჭირს.

გასულ სეზონში "იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მხოლოდ 9 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, ბოლო სამი შეხვედრა კი გამოტოვა.

სილსვეტრმა - პრემიერ ლიგის ხუთგზის გამარჯვებულმა და ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელმა "იუნაიტედის" რიგებში გატარებული 9 წლის განმავლობაში - თავის თანამემამულეს მოუწოდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" თავისი ადგილისთვის იბრძოლოს და პოლ პოგბას ნაბიჯებს არ გაჰყვეს.

"შარშან საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ წელს სხვა ფეხბურთელია. საფრანგეთის ნაკრებთან ერთად რთული ზაფხული ჰქონდა - ჩაატარა მატჩი, რომელშიც ცუდად ითამაშა და შემადგენლობიდან მოკვეთეს - და უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ მისი ნომერი იბრაჰიმოვიჩს გადასცეს. ამით ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა.

ყოველთვის ვამბობთ, რომ როცა კარგი პირველი სეზონი გაქვს, რთულია კარგად ასპარეზობის გაგრძელება და ამას უნდა დავუფუძნოთ ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და სწავლობს.

იმედი მაქვს, მოთმინებას გამოიჩენს და პოგბასავით არ მოიქცევა, რომელიც "იუვენტუსში" წავიდა.

თავი ხელში უნდა აიყვანოს და თავისი ხასიათი გამოავლინოს. ხასიათი კი გულისხმობს სიმამაცეს, ამისადმი მიდრეკილებას და ბევრ შრომას - როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

შეუძლია იბრაჰიმოვიჩისა და რუნისგან ისწავლოს, რადგან ეს ბიჭები მთელი კარიერის განმავლობაში ასე იქცეოდნენ და იციან, რასაც ნიშნავს ტიტულის მოგება.

"იუნაიტედი" საუკეთესო ადგილია ახალგაზრდა თავდამსხმელის განვითარებისათვის. იგივე ეხება მარკუს რეშფორდსაც",
- განაცხადა ფრანგმა ყოფილმა მცველმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
7 თებერვალი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მართალია ეს კაცი. good2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№2
ავტორი: gaga1987
7 თებერვალი 2017 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpthumb კაი რჩევა დარიგებებია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2017 18:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოსამატებელი აქვს აშკარად მარსიალს მარა მთლად ისეც არაა რო უშანსოდ დარჩეს, უნდა ათამაშოს მოუმ უეჭველი
0
№4
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2017 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Imena chamoayaliba cvetshi egrea
0
№5
ავტორი: gela-manutd
7 თებერვალი 2017 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
არც მინდა და არც მგონია რო წავა სადმე ყველა ფეხბურთელს აქ ჩავარდნა არ არსებობს იგროკი სულ ერთ დონეზე იყომაროს
0
№6
ავტორი: shotkin
7 თებერვალი 2017 19:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ელემენტარულია ის რო მარსიალს იმხელა კლასი აქვს და პოტენციალი + (ჩვენთან უკვე გამოავლინა) რო შანსი არაა არ დაუბრუნდეს თავის ძველ ფორმას წელს არვიცი მარა მომავალი წლიდან სხვა მარსიალი იქნება დიდი ალბატობით ისე მართლა არაა ადვილი ნომერიწ აგართვან პოზიცია წაგართვან და მერე ხასიათი შეინარჩუნო ეს მხოლოდ გამოცდილ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ დაზლიონ და არაა გასაკვირი 21 წლის ბიჭუნას რო გაუჭირდა მარა არაუშავს ეს რტული პერიოდი უნდა გადალახოს და მერე იოლიიქნება ყველაფერი და ეს მომენტიც გააძლიერებს
0
№7
ავტორი: heath ledger
7 თებერვალი 2017 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ამ ბიჭს უეჭველი ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
0
№8
ავტორი: stepno
8 თებერვალი 2017 05:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ravi dzmao amaze didi potenciali albat arcertaxalgazrda fexburtels ar aaqvs da tu ver gamoiyenebs mxolod tavisi brali ikneba arc mouriniosi ar petresi da arc pavlesi :-d
0
№9
ავტორი: tyeshela1
8 თებერვალი 2017 11:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ეს რო წავიდეს მერე ამაშიც 100 მილიონის გადახდა მოგვიწევს ზუსტად ვიცი. და იგივე კომენტარს გააკეთებს მარსიალი რო ყოვლეთვის ვიცოდი მანჩესტერში რო დავბრუნდებოდიო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top