თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 14:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1574,
კომენტარები: 10
ფინალს მარინერი განსჯის
ანდრე მარინერი ლიგის თასის ფინალურ მატჩში იმსაჯებს.
ფინალს მარინერი განსჯის
ანდრე მარინერი განსჯის ლიგის თასის ფინალურ მატჩს, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "საუთჰემპტონი" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

26 თებერვალს "უემბლიზე" ასისტენტობას 46 წლის მსაჯს რიჩარდ უესტი და სტიუარტ ბარტი გაუწევენ, ხოლო მეოთხე არბიტრად კევინ ფრიენდი დაინიშნება.

ბირმინგემში დაბადებული მსაჯი პრემიერ ლიგაში 2004 წლიდან მოღვაწეობს და 2013 წელს ინგლისის თასის ფინალიც იმსაჯა "მანჩესტერ სიტისა" და "უიგან ატლეტიკს" შორის.

მიმდინარე სეზონში კი მან "იუნაიტედის" სამი მატჩი განსაჯა, რომელთაგან 2 "წითლების" გამარჯვებით დასრულდა, ერთი კი ფრედ - 3-1 "ბორნმუთთან", 1-1 "არსენალთან" და 4-0 "რედინგთან".

მარინერს მიმდინარე სეზონში "საუთჰემპტონის" მონაწილეობით არცერთი მატჩი არ განუსჯია, მაგრამ "წმინდანების" რამდენიმე დიდი გამარჯვების თვითმხილველი გახდა, როცა "სენტ მერის" მკვიდრებმა "სიტის" მოუგეს 4-2 და "სანდერლენდს" 8-0.

ანდრე მიმდინარე სეზონში ლიგის თასის მეორე მატჩს განსჯის 26 თებერვალს. პირველი მათგანი "ლივერპულსა" და "ლიდს" შორის შედგა და მერსისაიდელებმა 2-0 იმარჯვეს.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2017 14:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფინალი ფინალს ემსგავსება მაინც და დაძაბული მატჩი იქნება, ამიტომ მსაჯზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მთავარია, რამე "ლივერპულური" არ გააკეთოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: shotkin
7 თებერვალი 2017 15:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მემგონი საუთჰემპტონმა საკმარისი ქნა იმისთვის რო ხელწამოსაკრავ გუნდად არ ჩავთვალოთ არსენალი ლივერპული გააგდეს და ამდროს დაამტკიცეს თან რო შეუზლიატ ბევრი არგაუშვან თან ლივერპულს ეთამაშნენ რომელსაც ყველაზე მეტი ბურთი ქონდა გატანილი კაი გუნდია რედმონდი კარგი ყავთ კონტ ატაკაზეც კარგები არიან ტაქტიკური თამასიც წავა რაღაცპონტში და კაი ფინალი იქნება ასე მგონია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2017 15:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ფინალში თანაბარი იქნება შანსები და მსაჯზეც ბევრი იქნება დამოკიდებული
0
№4
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2017 15:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაი ფინალი გველის. ლივერპულთან განნსაკუთრებული მატჩი იქნებოდა თუმცა საუთჰემპტონი ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად. ეს პრემიერ ლიგა არაა
0
№5
ავტორი: DARMIAN
7 თებერვალი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
Mtavaria kargad imsajos da vinc ginda iyos.
0
№6
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2017 16:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
ჩემი აზრით ძალიან მარტივად მოვუგებთ მაგათი აქა იქ გამონათება არაფერს ნიშნავს am
0
№7
ავტორი: gaga1987
7 თებერვალი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არაა ცუდი გუნდი.მაგრად იბრძოლეს ფინალში გასასვლელად და ფინალშიც არაფერს დათმობენ.მობილიზებულად და გუნდურად უნდა ვითამაშოთ და იმედია გავიმარჯვებთ.მე დიდი იმედი მაქვს.წინ მანიუ
0
№8
7 თებერვალი 2017 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მსაჯობა ბევრს გადაწყვეტს. what
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№9
ავტორი: heath ledger
7 თებერვალი 2017 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
აბა დავამხეთ საუტჰემპტონი, მიდით ბიჭებო
0
№10
ავტორი: Phil Jones
8 თებერვალი 2017 11:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
კლატენბურგი რომ არაა და ოლივერი უკვე მოსალოცია, თუმცა ესეც არ ჯობია ბევრად.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top