ანტუან გრიზმანს "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისკენ მოუწოდეს.
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელის მრჩეველი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ფრანგის გადასვლა სარფიანი ტრანსფერი იქნება.
ფრანგი თავდამსხმელი "წითელი ეშმაკების" უმთავრეს სატრანსფერო სამიზნედ ითვლება ზაფხულისთვის, რამეთუ "იუნაიტედი" გუნდის შემტევი პოტენციალის გაზრდას აპირებს.
25 წლის ფეხბურთელის შესაძენად "იუნაიტედს" დიდძალი თანხის დახარჯვა მოუწევს, მაგრამ ჟოზე მოურინიო ამ თანხის გადასახდელად მზად არის.
ჭორებს თავად გრიზმანმაც შეუწყო ხელი, განაცხადა რა, რომ კარიერის გარკვეულ ეტაპზე პოლ პოგბასთან ერთად თამაში სურს.
სებასტიან ბელენკონტრეს კი მიაჩნია, რომ 2017 წელს ამ ტრანსფერის განხორციელება კომერციული და სპორტული თვალსაზრისით სარფიანი იქნება.
მისი აზრით, "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა და შვიდნომრიანი მაისურის მორგება, რომელიც წარსულში ერიკ კანტონას, ჯორჯ ბესტის, დევიდ ბექჰემისა და კრიშტიანუ რონალდუს მსგავს ფეხბურთელებს ეცვათ, გრიზმანს ფართო აუდიტორიის წინაშე კიდევ უფრო მოთხოვნადს გახდის.
"როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჰიპოთეტიკური ტრანსფერის შესახებ ვკითხულობ სტატიებს, ვფიქრობ, რომ იდეალური კომერციული სცენარი იქნება.
ითამაშებს ბექჰემის ყოფილ კლუბში, დევიდი კი მისი კერპია და იმავე ლეგენდარულ ნომერს მოირგებს." - განაცხადა ფრანგის მრჩეველმა.
წყარო:
goal.com