"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები კიდევ ერთხელ მოირგებენ ბუცებს, რათა საქველმოქმედო მატჩში მიიღონ მონაწილეობა.
2017 წლის 25 მარტს "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები, რომელთა შორის პოლ სქოულზი, დუაით იორკი, დენის ირვინი და ტედი შერინგემი იქნებიან, ავსტრალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ლეგენდებს დაუპირისპირდებიან, რათა "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდისა" და "DT38 ფონდისთვის" ფული შეაგროვონ.
ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები დასავლეთ ავსტრალიას ეწვევიან, გუნდს კი "იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ბრაიან რობსონი გაწვრთნის. ასევე პირველი შემთხვევაა, რომ ავსტრალიის პროფესიონალმა ფეხბურთელებმა ლეგენდათა გუნდი შექმნა და მას ფრანკ ფარინა გაწვრთნის.