თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 11:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1785,
კომენტარები: 6
პრემიერ ლიგა 2: "დერბი" - "იუნაიტედი
"იუნაიტედის" რეზერვების მორიგი წარუმატებლობა.
პრემიერ ლიგა 2:
პრემიერ ლიგა 2/ "სენტ ჯორჯის პარკი"/ "დერბი 5 - 3 "იუნაიტედი"/ გოლის ავოტრები: გრიბინი 6, რედმონდი 77, კეჰინდე 88,\ ბაბოსი 27, ელსნიკი 40, 67, გორდონი 69, იაკობსენი 72

"მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდმა "სენტ ჯორჯის პარკზე" სანახაობრივ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც "დერბი ქაუნთის" გამარჯვებით 5-3 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფება, "დერბიმ" სეზონის მესამე გამარჯვება ლამაზ სტილში შეძლო. შეხვედრაში ანგარიში კალუმ გრიბინმა გახსნა და მისი გუნდიდან დევონტ რედმონდთან ერთად ტოშინ კეჰინდემაც გაიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო მარცხის თავიდან ასარიდებლად.

მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად შემდგარი წუთიერი დუმილის შემდეგ მასპინძლებმა თამაში უკეთ დაიწყეს, მაგრამ ნიკი ბატის გუნდი წვიამიან ამინდში დემი მიტჩელის წაქცევის გამო დანიშნული საჯარიმო დარტყმის შედეგად დაწინაურდა.

"იუნაიტედს" ამის შემდეგ კიდევ ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეორე გოლის გატანა ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, თავისი მომენტები გამოიყენა "დერბიმ" და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი დაწინაურდა.

"იუნაიტედის" დაცვის სუსტი თამაში არც შეხვედრის მომდევნო ეპიზოდებში გამოსწორებულა და "დერბიმ" უკვე ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, რასაც "წითლებმა" მხოლოდ ორი გოლით უპასუხეს.



"იუნაიტედის" შემადგენლობა: ო'ჰარა; ოლოსუნდე, ტუანზებე, სკოტი (უორენი 64), მიტჩელი; მაკტომინეი, უილოკი; გრიბინი, ჰაროპი (ბუფონჟი 72), კეჰინდე; რედმონდი.

გამოუყენები ცვლილებები: მ. ჯონსტონი, ჰამილტონი, ფელანი
ვიდეოები
6 კომენტარი
№1
ავტორი: stepno
7 თებერვალი 2017 11:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა ჭირთ ამათ :))
0
№2
ავტორი: RojoDiablo
7 თებერვალი 2017 11:58
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: stepno
რა ჭირთ ამათ :))

წაართვეს მთლად ფეხბურთელები, მწვრთნელიც კი. არაა გასაკვირი, რომ ვერ თამაშობენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2017 12:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ძაან ცუდ ფორმაში არიან, მართლა ბევრიც გაუშვეს, მწვრთნელიც წავიდა და შედეგიც შესაბამისია
0
№4
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzalian cudii tumca araa gasakviri(((
0
№5
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2017 15:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვან გაალის გუნდი გახდა ეს უკვე. ეს რედმონდი კიდე აქაა ისე? wink
0
№6
7 თებერვალი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ესენი ყოველთვის აგებენ რა ჭირთ ამათ. 3d_9
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top