თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2017, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1498,
კომენტარები: 10
მატა: "გოლების გატანა ჩვენც გვჭირდება"
ხუან მატა ზლატან იბრაჰიმოვიჩისთვის დახმარების სურვილს გამოთქვამს.
მატა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ხუან მატა აცხადებს, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გოლის გამტანი რამდენიმე ფეხბურთელის ყოლა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი თანაგუნდელებიც უნდა დაეხმარნონ.

"ლესტერ სიტისთან" 3-0 მოგებულ მატჩში შვედმა თავდამსხმელმა თავისი გოლების რაოდენობა 20-ს გაუტოლა, ხოლო შეხვედრის დანარჩენი ორი გოლი მატამ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა, ჰენრიხ მხითარიანმა გაიტანეს.

"დღეს შანსები გამოვიყენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამას უნდა ვახერხებდეთ. წინა თამაშში კონკურენტებთან ჩამორჩენის შემცირება შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დღეს კი პირიქით."

ჟოზე მოურინიოს გუნდს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს პრემიერ ლიგაში. "ლესტერთან" ბოლო მატჩი კი გუნდმა ჰენრიხ მხითარიანის მიერ გატანილი გოლითა საგოლე გადაცემის დახმარებით მოიგო.

"ძალიან კარგი, დიდებული ფეხბურთელია და ადვილია მისი თამაშის სტილის გაგება, რადგან მეტ-ნაკლებად ისე თამაშობს, როგორც მე.

ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი გუნდის დამსახურებაა და ბედნიერი ვარ, რომ ასე კარგად ვითამაშეთ.

ჩემთვის და მიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გოლის გატანა, რადგან ზლატანს ისედაც ბევრი გააქვს და ჩვენი მხრივ ჩვენც გვჭირდება გოლები.

გოლები გაგვაქვს, შანსებს ვქმნით და დღეს მოედანზე სიამოვნება მივიღეთ, რასაც შექმნილმა სივრცეებმა შეუწყო ხელი."

მატა, რომელმაც ჩემპიონატში გატანილი თავისი გოლები ხუთამდე აიყვანა, მოხარულია, რომ მისმა გუნდმა მომენტების გამოყენება შეძლო.

"ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია მომენტების შექმნა და მათი გამოყენება. როგორც კი 3-0 იგებ, კომფორტულად გრძნობ თავს. ვიცი, რომ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველ გოლამდე ძალიან გვიჭირდა. ვფიქრობ, კარგად ვთამაშობდით, ბურთს მშვიდად ვაკონტროლებდით და თავსაც კარგად ვიცავდით.

კარის სიახლოვეს ეფექტურობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. რამდენიმე შანსი მაინც გავუშვით ხელიდან, მაგრამ 3-0 საკმარისზე მეტია. საქმე მხოლოდ თამაშის მოგებაში კი არა, თავდაჯერებულობის შეძენაშიც იყო და ვფიქრობ, ამაზე დაფუძნება შეგვიძლია."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: გრიზმან 7
7 თებერვალი 2017 09:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ამის პოზიცია ათიანზეა ფლანგზე ნაკლებად ეფეკტურია მატა, იქ უნდა იფუსფუსოს საჯარიმოსთან კარგი ხედვა, პასი და დარტყმა აქ. რაც შეეხება მხითოს ეს ყველაფერი აქ პლიუს სწრაფი ძალიან და ეგრევე მცველებზე მიდის სულ ამწვავებს თავის ტექნიკას და სისწრაფეს იდეალურად იყენებს, ზოგს არუნდოდა სომეხაო და რაღაცეებს აკომენტარებდნენ მაგრამ მე სულ მომწონდა ლიდერი იყო დორტმუნდის, ახლა მხითომ ყველა დაადუმა და თავი შეაყვარა
1
№2
ავტორი: p.s18
7 თებერვალი 2017 09:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ვფიქრობ მთელი გუნდი უგებს ერთმანეთს და ცოთახანში კიდევ უფრო დაიხვეწებიან 2 კაციც დაიმატოს მოუმ ზაფხულში და იდეალური გუნდი იქნება....... პ.ს პერეირას გოლი ნახეეთ?? იმედია ეგ ბიჭი არ ჩაქრება...
0
№3
ავტორი: გრიზმან 7
7 თებერვალი 2017 09:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
პ.ს მარსიალი მატა მხითო სმივე ფორმაში წინ იბრაა უკან პოლი და ერერა, ესენი უფრო ხშირად უნდა ათამაშოს მოუმ უფრო შეთამაშდებიან ნებისმიერი დაცვისთვის ესენი დიდი ტვინის ჭცენზურატაა

ციტატა: p.s18
ვფიქრობ მთელი გუნდი უგებს ერთმანეთს და ცოთახანში კიდევ უფრო დაიხვეწებიან 2 კაციც დაიმატოს მოუმ ზაფხულში და იდეალური გუნდი იქნება....... პ.ს პერეირას გოლი ნახეეთ?? იმედია ეგ ბიჭი არ ჩაქრება...

კიი წუხელ დავწერე კომენტარებში მაგარი შეაგდო 3გოლი აქ უკვე გრანადას მიათრევს ცოტა დახვეწა ჭირდება კიდე ბურთს კარგავს ისე მაგარი ტექნიკურია
0
№4
ავტორი: stepno
7 თებერვალი 2017 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: გრიზმან 7
ამის პოზიცია ათიანზეა ფლანგზე ნაკლებად ეფეკტურია მატა, იქ უნდა იფუსფუსოს საჯარიმოსთან კარგი ხედვა, პასი და დარტყმა აქ. რაც შეეხება მხითოს ეს ყველაფერი აქ პლიუს სწრაფი ძალიან და ეგრევე მცველებზე მიდის სულ ამწვავებს თავის ტექნიკას და სისწრაფეს იდეალურად იყენებს, ზოგს არუნდოდა სომეხაო და რაღაცეებს აკომენტარებდნენ მაგრამ მე სულ მომწონდა ლიდერი იყო დორტმუნდის, ახლა მხითომ ყველა დაადუმა და თავი შეაყვარა

ერთი სული მქონდა როდის გაოფიციალურდებოდა მხითოს ტრანსფერიი love მატა მაგრა მახარებს ძალიან კარგიაა. იბრაზე კიდე როგორ უნდა თქვა რო მკვდარია ან წავიესო ჩემამდე არ დადის და ვთლი რო ეგეთ ადამიან ნაკლებად გაეგება ფეხბურთი და იმ ელემენტარულს ვერ ხვდება რასაც იბრა მოედანზე აკეთებს და რა მნიშვნელოვანია მანუში smile
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
7 თებერვალი 2017 10:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ხუანი და მიკი კარგად უგებენ ერთმანეთს, თითქმის ერთი სტილის შემტევები არიან, ორივემ კარგად ითამაშა ლესტერთან მარა მიკი საუკეთესო იყო მოედანზე
1
№6
ავტორი: JuanMata
7 თებერვალი 2017 11:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: გრიზმან 7
ამის პოზიცია ათიანზეა ფლანგზე ნაკლებად ეფეკტურია მატა, იქ უნდა იფუსფუსოს საჯარიმოსთან კარგი ხედვა, პასი და დარტყმა აქ. რაც შეეხება მხითოს ეს ყველაფერი აქ პლიუს სწრაფი ძალიან და ეგრევე მცველებზე მიდის სულ ამწვავებს თავის ტექნიკას და სისწრაფეს იდეალურად იყენებს, ზოგს არუნდოდა სომეხაო და რაღაცეებს აკომენტარებდნენ მაგრამ მე სულ მომწონდა ლიდერი იყო დორტმუნდის, ახლა მხითომ ყველა დაადუმა და თავი შეაყვარა

შეიძლება ითქვას რომ ორივე 10-იანზე თამაშობს, ერთი ფიქსირებული პოზიცია არ აქვთ, ბევრს მოძრაობენ და ძალიან კარგია, მაგრამ მატა როცა ფლანგზეა, მაინც უფრო ცენტრისკენაა შეწეული და ფლანგზე ვალენსია დარბის.

მატა და მხითო შეტევაში ერთად კარგად კომბინირებენ, წესით ასეთი თამაშით შორს წავალთ.

ერთი პრობლემა ისიცაა, რომ ძლიერ გუნდებთან არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება ერერა-პოგბას დუეტი ცენტრში, ამათ თუ ააწყვეს თამაში, მაშინ მართლა ძაან შემტევი და ძლიერი გუნდი გვეყოლება.
0
№7
ავტორი: გრიზმან 7
7 თებერვალი 2017 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ციტატა: JuanMata

ხოო თითქმის ორივე ერთი სტილისაა მატას პასის და ხედვის კულტურააქ ძაან მაღალი, ესპანელია რაა. მხითოც ძაან მშრომელი ბიჭია ორივე მოედანზე უნდა იყოს და ამათ მარსიალიც რო შეუერთდება მარცხნიდან ფორმაში მყოფიი მერე დედა არღავს დაცვას ამ სამივეს ზუსტად იბრასნაირი ცხოველი(კარგი გაგებით) ჭირდება წინ იბრას წასვლის მერე ეს ლუკაკუ უნდა გახდეს მაგარი ბიჭიაა
0
№8
ავტორი: ikeoni
7 თებერვალი 2017 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Midi xuanito ese unda gavagzelot ❤️
0
№9
ავტორი: GeorgeBest
7 თებერვალი 2017 15:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როგორ გამისწორდა ამის გოლი. სჭირდებოდა ეგ
0
№10
7 თებერვალი 2017 19:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
მიდი ხუან დაამტკიცე რომ საუკეთესო ნახევარმცველი ხარ. wink gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top