"მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ბომბარდირმა თავისი გოლების რიცხვი მიმდინარე სეზონში 20-ს გაუთანაბრა, როცა "ლესტერ სიტის" კარი აიღო.
35 წლის ფეხბურთელმა ანტონიო ვალენსიას დაბალი ჩაწოდებულით ისარგებლა და კასპერ შმეიხელს შეხვედრაში მეორე გოლი გაუტანა.
2012/13 წლების შემდეგ იბრა პირველი ფეხბურთელია რობინ ვან პერსის შემდეგ, რომელმაც "იუნაიტედის" მაისურით 20 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერ ლიგაში 15 გოლის გატანა მოახერხა.
"ვფიქრობ, გასაკვირი არ არის, რადგან ეს ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ასეთი თამაშის მოლოდინი ისედაც უნდა გქონოდათ.
დარწმუნებული ვარ, ოცზე მეტსაც გაიტანს; ამ სეზონში ალბათ, 30 ან 35 გოლს გაიტანს, მეტს თუ არა, რადგან ყველამ იცის, რომ დიდი, დიდი ვარსკვლავია. მე მხოლოდ აღელვებული და მოხარული ვარ, რომ ბევრი გოლი გააქვს", - განაცხადა მხითარიანმა.
ხუან მატამ, რომელმაც შეხვედრის მესამე გოლი გაიტანა მეორე ტაიმში, განაცხადა: "სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ ბევრი მატჩი აქვს ჩასატარებელი და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს გაიტანს.
მაგრამ ცხადია, რომ ინგლისში პირველი სეზონი აქვს, "იუნაიტედშიც" პირველად არის და პრემიერ ლიგაშიც, მან კი თებერვალში გაიტანა 20 გოლი. მშვენიერი შედეგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი სურს."