თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2017, 18:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3125,
კომენტარები: 12
"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა
"ქინგ პაუერ სტედიუმზე" მოპოვებული სამი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
"ლესტერს" პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში ვერ გააქვს გოლი, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი განსაკუთრებული პრობლემების გარეშე იღებს სამ ქულას გასვლაზე.

შემადგენლობები

"ლესტერი" ბრწყინვალე ნ'გოლო კანტეს შემცვლელის ძიებას აგრძელებს. ვილფრედ ნდიდი - მორიგი კანდიდატია, რომელიც ინგლისის ჩემპიონების რიგებში დაკარგული ბალანსის აღსადგენად იქნა მოხმობილი. ტრავმირებულმა ისლამ სლიმანიმ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო და მოედანზე ცსკა-ს ყოფილი ფეხბურთელი მუსა გამოვიდა, რომელსაც ინგლისში კარიერას არც ისე კარგად აეწყო.

ტრავმებმა კორექტივი შეიტანა "იუნაიტედის" შემადგენლობაშიც. მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ უეინ რუნი ავად გახდა და გუნდს ლესტერში არ გაჰყოლია. ფილ ჯონსი კი შეცვალა ერიკ ბაიიმ, რომელმაც რეზერვების რიგებში მოასწრო თამაში და მცირე დაზიანება მოიშუშა. საინტერესო გადაწყვეტილება გახდა მარცხენა მცველად მარკოს როხოს გამოყენება - არგენტინელისთვის ეს პოზიცია უცხო არ არის, მაგრამ დეილი ბლინდისა და ლუკ შოუს ყოფნისას მისი გამოჩენა სასტარტო შემადგენლობაში საგულისხმო მოვლენაა.

რაც შეეხება განლაგებას, მაიკლ კერიკის არყოფნისას მოურინიომ ექსპერიმენტები განაგრძო და პოლ პოგბა თავისი გუნდის კარის სიახლოვეს გამოიყენა - სასტარტო სასტვენის გასმენისთანავე გუნდი 4-4-2 სქემით თამაშობდა და საყრდენ ზონაში ერერა-პოგბას წყვილი გამოვიდა, ფლანგის თავდამსხმელებს კი მხითარიანი და მატა წარმოადგენდნენ იბრაჰიმოვიჩისა და რეშფორდის ცენტფორვარდობის ფონზე.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მატჩის შემდეგ ჰენრიხმა აღნიშნა, რომ გუნდი მზად იყო განლაგების შეცვლისთვის, თუკი თავდასხმაში საქმე კარგად არ წავიდოდა.

მწვრთნელს მოთმინება ზუსტად 20 წუთი ეყო, სანამ ფეხბურთელებმა პოზიცია იცვალეს და 4-2-3-1 სქემაზე გადავიდნენ (სამწუხაროდ, კამერებმა ცვლილების მომენტი და შტაბის მოქმედება ვერ შენიშნეს, რადგან ამ მომენტში მოვლენები "იუნაიტედის" კართან ვითარდებოდა).

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


შესვენებაზე პოზიციური ცვლილება განხორციელდა: მარკოს როხო დეილი ბლინდმა შეცვალა.

77-ე წუთზე მატას ნაცვლად მოედანზე ფელაინის გამოსვლის შედეგად ჰენრიხმა მესამეჯერ შეიცვალა პოზიცია მატჩის განამვლობაში - მარჯვენა ფლანგზე. პოგბამ "ათიანის" პოზიციაზე დაიწყო თამაში. ეშლი იანგმა კი მოგვიანებით რეშფორდი ჩაანაცვლა და მარცხენა ფლანგი დაიკავა.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


შეტევა

ორი ფორვარდის გამოყენებით თავდაპირველმა ჩანაფიქრმა დივიდენტი არ მოიტანა - მე-20 წუთამდე, რომლის შემდეგაც ცვლილება მოხდა, გუნდმა მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა მარკოს როხოს არასახიფათო დარტყმის სახით.

"ათიანის" პოზიციაზე მხითარიანის გადასვლის შემდეგ ჰენრიხს მატასთან ურთიერთმოქმედების საშუალება მიეცა, რისგანა სახიფათო მომენტი შეიქმნა რეშფორდის დარტყმის სახით. ანგარიშის გასხნის შანსი ჰქონდა კრის სმოლინგსაც, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ დაარტყა (საინტერესოა, რომ ამ მატჩში "იუნაიტედმა" სამი კუთხური მოაწოდა და მიზანს თითოეულმა მათგანმა მიაღწია).

ყველა მომენტი:



განლაგების შეცვლის შედეგად თამაშის გაუმჯობესების კიდევ ერთ დასტურად გამოდგება 31-ე წუთზე ნაჩვენები ტიტრი, რომელიც ბურთის ფლობის სტატისტიკას ასახავს: მე-20 წუთიდან 30-ე წუთამდე "იუნაიტედის" ბურთის ფლობამ 76%-ს მიაღწია:

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი გამოსდიოდათ. გუნდს ჩაწოდებებით თამაშისკენ მიდრეკილება და გადაწყვეტილების შეყოვნება ახასიათებ. მომდევნო შეტევაში მარკუს რეშფორდმა ორჯერ დააგდო პერსპექტიული შეტევის ტემპი და საბოლოოდ ბურთი დაიკარგა.



შეტევის დასაწყისში მარკუსს მატასთვის ბურთის დაბრუნება შეეძლო, რომელიც შესანიშნავად იხსნებოდა ცენტრალური ზონაში, მაგრამ ამის ნაცვლად პოგბასთან გაითამაშა და ბოლოს მცველს მოარტყა ბურთი ჩაწოდებისას.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მეორე ტემპში მარკოს როხო ჩაერთო, მაგრამ რეშფორდმა კვლავ არ ისურვა შეტევის გამამწვავებელი პასის გაკეთება და ბურთი მატას მისცა, რომელიც კარისკენ ზურგით იდგა.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


***


ტაიმის მიწურულს "იუნაიტედმა" ორჯერ ისარგებლა მეტოქის შეცდომით, ჯერ ჰენრიხი გაიქცა ცენნტრში თითქმის ერთი-ერთზე და შესანიშნავად გამოიყენა მომენტი.



ერთი წუთის შემდეგ ანტონიო ვალენსიას დაბალმა ჩაწოდებამ ზლატანი იპოვა, რომელმაც დაუნდობლად გადაგზავნა ბურთი ბადეში.



მეორე ტაიმის დასაწყისში კი მხითარიანისა და მატას წყვილმა მატჩში გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გადაწყვიტა და კიდევ ერთხელ გამოვლინა შესანიშნავი ურთიერთგაგება.



"იუნაიტედს" სავსებით შეეძლო მეოთხე და მეხუთე გოლის გატანაც, მაგრამ რეშფორდმა და მატამ, მატჩის მიწურულს კი მხითარიანმაც, მომენტები ვერ გამოიყენეს:



სტატისტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 15-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, მათგან 9 კარში წავიდა. ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყვნენ გოლის ავტორები: ხუან მატა (1 გოლი/2 კარში დარტყმა/სულ 4 დარტყმა), მხითარიანი (1 გოლი/2 კარში დარტყმა/სულ 3 დარტყმა), იბრაჰიმოვიჩი (1 გოლი/1 კარში დარტყმა/სულ 1 დარტყმა).

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი ლიდერია გადამწყვეტი პასების კეთებაშიც. აღვნიშნოთ ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომელმაც არა მარტო გაიტანა გოლი, არამედ გათამაშებაშიც სასარგებლო იყო.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


დაცვა

"კესტერმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვას გადაუჭრელი პრობლემა ვერ შეუქმნა, მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში კლაუდიო რანიერის გუნდმა რამდენიმე ნახევარმომენტი შექმნა, რომელსაც როხო და ბაიი ადვილად გაუმკლავდნენ.



ინგლისის ჩემპიონების შეტევის ხარისხზე ცალსახად მეტყველებს ისიც, რომ პირველი და ერთადერთი დარტყმა კარში შეხვედრის 45-ე წუთზე შედგა, როცა ანგარიში 2-0 იყო.

სტატისტიკა

ანდერ ერერამ კვლავ გამოავლინა თავისი კლასი ბურთის წართმევაში, ისევე, როგორც ერიკ ბაიიმ, რომელიც სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

ბურთის წართმევა: წარმატებული / სულ
ერერა 6/8
ბაიი 4/4
მხითარიანი 2/5


დაცვაში სხვა მაჩვენებლის - ბურთის ჩაჭრა - მიხედვით ლიდერები კრის სმოლინგი და პოლ პოგბა გახდნენ.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა

ბურთის ჩაჭრა:
სმოლინგი, პოგბა - 2
ვალენსია, ერერა, ფელაინი 1


თუმცა დაცვის ხარისხზე ლაპარაკისას უნდა გავიხსენოთ, რომ "ლესტერი" მიმდინარე წელს პრემიერ ლიგაში გოლის გატანას ვერ ახერხებს. რანიერის გუნდი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით სტატისტიკის გასაუმჯობესებლად არის შექმნილი.

მსაჯი

ენტონი ტეილორმა საკმაოდ კარგად ჩაატარა მატჩი და შედეგზე არავითარი გავლენა არ უქონია. "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები და ხუან მატა კი კმაყოფილები უნდა იყვნენ იმით, რომ ვარდიზე მისი ვარდნა გაძევებით არ დასრულდა (რაც სავსებით შესაძლებელი იყო, თუკი ინგლისელი მსაჯების არათანმიმდევრულობას გავითვალისწინებთ).



მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ჰენრიხ მხითარიანი მართლა წარმატების გასაღები იყო. მატჩის მიმდინარეობისას ჰენრიხმა სამ სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა, მაგრამ ყველაზე მწვავედ სასარგებლოდ "ათიანის" პოზიციაზე გამოიყურებოდა, სადაც მისი გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევი იყო.

ყველაზე სიტყვაზე უკეთ ჰენრიხის მოქმედებათა გონებამხვილურობასა და სარგებლიანობაზე Match of The Day 2-ს ვიდეო მეტყველებს:



დასკვნა

მოურინიო მაიკლ კერიკის გარეშე თამაშის ვარიანტს ეძებს - მწვრთნელს 4-3-3 სქემაზე უარის თქმა მოუხდა, რისი მიზეზიც ალბათ, ცუდი რეალიზაცია გახდა. 4-4-2 განლაგების მცდელობამ საბრძოლო პირობებში არც ისე წარმატებით ჩაიარა. ასეთ სიტუაციაში ძალიან პერსპექტიული მატა-მიკის წყვილი ფლანგებზეა გადასროლილი, რეშფორდი ნაკლებად სასარგებლოა მეორე ფორვარდად და ცენტრში მეტოქეს მეტი სივრცე ეძლევა. ისეთი სუსტი დაცვაც კი, როგორიც "ლესტერს" ჰყავს, "იუნაიტედის" შეტევას 20 წუთის განმავლობაში წარმატებით აკავებდა.

4-2-3-1 სქემაზე გადასვლა "იუნაიტედის" თავდასხმის გაძლიერებად იქცა, მომდევნო 20 წუთის განმავლობაში გუნდმა ბურთი ხელთ იგდო და ზეწოლა გაზარდა, რაც ტაიმის ბოლოს გატანილი 2 გოლით დასრულდა.

გავბედავ ვთქვა, რომ ასეთი სქემით, პოგბასა და ერერას წყვილით საყრდენ ზონაში, მხოლოდ ცხრილის დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებთან შევძლებთ თამაშს, მაგრამ უფრო მაღალი კლასის გუნდებთან მატჩში, სადაც დაცვაში დიდი საიმედოობაა საჭირო, მოურინიო 4-3-3 სქემას დააბრუნებს და შემადგენლობაში მაიკლ კერიკსაც შეიყვანს.

ბონუსი

მატჩის ყველაზე სასაცილო მომენტი



P.S.

"მხატვარიანი". "ლესტერ სიტისთან" მატჩის ტაქტიკური განხილვა


6 თებერვალი ყოველთვის იქნება შავი დღე იმ ადამიანებისთვის, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედთან" არის დაკავშირებული.

გვახსოვხართ.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 თებერვალი 2017 18:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გავბედავ ვთქვა, რომ ასეთი სქემით, პოგბასა და ერერას წყვილით საყრდენ ზონაში, მხოლოდ ცხრილის დაბალ საფეხურზე მყოფ გუნდებთან შევძლებთ თამაშს, მაგრამ უფრო მაღალი კლასის გუნდებთან მატჩში, სადაც დაცვაში დიდი საიმედოობაა საჭირო, მოურინიო 4-3-3 სქემას დააბრუნებს და შემადგენლობაში მაიკლ კერიკსაც შეიყვანს.

ის რასაც მაშინ ვხსნიდი როცა ვამბობდი რომ ერერა-პოგბას დუეტი ვერ იქნება დდ გუნდებთან კარგი თქო. გვყავს შვაინშტაიგერიც მარა მაგას თამაში არ უწერია, ამიტომ მარტო კერიკის იმედად ვრჩებიით.
0
№2
ავტორი: ikeoni
6 თებერვალი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Sagol avtor yoveltvis sainteresoa msgavsi siaxleebi
0
№3
ავტორი: giorgi kandelakisvili
6 თებერვალი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
კაი მონახაზია და გაამართლა სწრაფმა ხოველთვის უნდა შეაწუხოს მოწინააღმდეგე ყველა მხრიდან
0
№4
ავტორი: stepno
6 თებერვალი 2017 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mxatvariani :-))) yochag avtor giwvalia :-))
2
№5
ავტორი: shotkin
6 თებერვალი 2017 19:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მოკლედ როხოდიაბლოსნაირი ადმინი არვიცი მე :დდ ეს რა ოქრო კაცია კაცო მშრომელი და დაუზარელი საღოლ ძმაო საღოლ არგიცნობ მარა მაგრად მეავსები უკვე :დდ
0
№6
ავტორი: RojoDiablo
6 თებერვალი 2017 19:57
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: shotkin
მოკლედ როხოდიაბლოსნაირი ადმინი არვიცი მე :დდ ეს რა ოქრო კაცია კაცო მშრომელი და დაუზარელი საღოლ ძმაო საღოლ არგიცნობ მარა მაგრად მეავსები უკვე :დდ

wink გაიხარე, მეგობარო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: giorgisamnidze99
6 თებერვალი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: stepno
Mxatvariani :-))) yochag avtor giwvalia :-))

:D :D :D :D ცუდაათ ვარ

მართლა მხატვარიანია ეგ კაცი ხატავს მოედანს :D
2
№8
ავტორი: SANDROGRIGA
6 თებერვალი 2017 20:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ავტორს მართლა დიდი მადლობა ასეთი სიახლისთვის.

რუსები ამ მხრივ მართლაც გამოირჩევიან, დეტალურადაა განხილული თითქმის
0
№9
ავტორი: Mixito
6 თებერვალი 2017 20:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: shotkin
მოკლედ როხოდიაბლოსნაირი ადმინი არვიცი მე :დდ ეს რა ოქრო კაცია კაცო მშრომელი და დაუზარელი საღოლ ძმაო საღოლ არგიცნობ მარა მაგრად მეავსები უკვე :დდ

მანუს ფანია ფა აბა როგორ გენაცვალე Rojodiablo
0
№10
ავტორი: Phil Jones
6 თებერვალი 2017 21:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რუნის გაციების გამო არ იყო თუ ყვითლების გამო? 5 დაუგროვდა წელს ჰალთან რომ მიიღო და 5ის დროსაა დისკვალიფიკაცია თუ 6ის დროს? მე მეგონა რომ 5ის დროს იყო და ვიცოდი მაგ ლოგიკით რომ არ იქნებოდა.

და კიდევ წინა თამაშის მერეც ავღნიშნე რომ პოგბა საყრდენად უფრო ძვირფასი ფეხბურთელია ვიდრე 10იანზე, მითუმეტეს მანდ ბევრს შეუძლია თამაში. უბრალოდ ისაა რომ საყრდენად როცაა არ ჩანს ერთი შეხედვით რამდენ რამეს აკეთებს და იმდენად დიდი ზეწოლაა მაგაზე რომ მგონი მაგიტო ათამაშებს წინ. აი რა მინუსი აქვს 105 მილიონს :(( თორე 34-40 მილიონად რო ეყიდათ აი იმენნა საუკეთესო პრესა ექნებოდა პოგბას!

და მადლობა ამი სტატიის და განხილვის ავტორს და კიდევ უფრო დიდი "როხოდიაბლოს". ხშირად არ მეთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მაგარ რამეს აკეთებ და ვაფასებ ამ ყველაფერს!!! იმენნა მანჩესტერელი ხარ!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top