ზლატანის მორიგი მიღწევა.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრემიერ ლიგაში ახალი რეკორდი დაამყარა, რამეთუ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში 15 გოლი გაიტანა.
შვედეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა "იუნაიტედს" ზაფხულში მიაშურა და ჟოზე მოურინიოს გუნდში ჩატარებულ 24 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
კვირას მან "ლესტერ სიტის" კარი აიღო, რაც მე-15 გოლი აღმოჩნდა მიმდინარე ეზონში. ეს კი იბრაჰიმოვიჩმა 35 წლისა და 125 დღის ასაკში მოახერხა.
შვედის სახელს ეკუთვნის ასევე პრემიერ ლიგაში გატანილი 25000-ე გოლიც, რომელიც "სუონსისთან" გატანილი ბურთი გამოდგა.
ბოლო ექვსი სეზონის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონატში მინიმუმ 15 გოლს იტანს. 2006 წლის შემდეგ კი მან ამის გაკეთება ერთადერთ სეზონში ვერ შეძლო.
ყველა ტურნირის ჩათვლით კი ფორვარდს 20 გოლი აქვს გატანილი, რაც ზედიზედ 10 სეზონია ხდება. 2006/07 წლების სეზონი იყო უკანასკნელი შემთხვევა, როცა ზლატანმა ერთ სეზონში ყველა ტურნირზე 20 გოლის გატანა ვერ მოახერხა.
გარდა ამისა, იბრაჰიმოვიჩს "იუნაიტედის" ისტორიაში მესამე ყველაზე ცოტა (23) მატჩი დასჭირდა 15 გოლის გასატანად, უკეთესი შედეგი კი დუაით იორკსა (20) და რუდ ვან ნისტელროის (19) აქვთ.
წყარო:
goal.com