"მანჩესტერ იუნაიტედი" 1958 წელს მიუნხენის ტრაგედიაში დაღუპულ ადამიანთათვის პატივის მიგებას აგრძელებს.
6 თებერვალს 59 წელი შესრულდება ტრაგედიიდან, რომელმაც ბელგრადიდან მანჩესტერში მომავალი 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გულშმატკივრები ადგილობრივი დროით 14:45 საათზე "ოლდ ტრაფორდის" მახლობლად მდებარე მიუნხენის ტრაგედიასთან შეიკრიბებიან და სიტყვით გამოსვლა შედგება, სანამ 15:04 საათზე წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს დაღუპულთა სულებს.
გარდა ამ აქციისა, 11 თებერვალს "ოლდ ტრაფორდზე" ცერემონიაც გაიმართება, სანამ "იუნაიტედი" "უოტფორდს" დაუპირისპირდება. ფეხბურთელები ამავე მატჩში შავ სამკლავურებს მოირგებენ, ხოლო ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს კლუბი სპეციალურად მოწვეული სტუმრების რანგში უმასპინძლებს.
ის გულშემატკივრები კი, რომლებიც ცერემონიასა და აქციაზე დასწრებას ვერ მოახერხებენ, პატივის მიგებას სოციალურ ქსელში ჰეშთეგ #BusbyBabes და #FlowersOfManchester გამოყენებით შეძლებენ.