დღეს 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "უაით ჰარტ ლეინზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ 4-0 მოგებულ მატჩში ჯონ ო'შიმ "ტოტენჰემის" მეტოქე გუნდის მეკარის როლი მოირგო.
აწ უკვე "სანდერლენდის" ფეხბურთელი ცნობილი იყო თავისი უნივერსალურობით, მაგრამ ეს ცნობა სულ სხვა დონეზე აიყვანა, როცა ცხვირგატეხილი ედვინ ვან დერ სარის ადგილი დაიკავა.
"ძალიან ვამაყობ. გასახდელ ოთახში რომ შევედით, ედვინს ვკითხე, "მშრალი" მატჩი თუ ჩაეწერებოდა აქტივში, რადგან მისი ნახევარი მე მეკუთვნოდა. განსაკუთრებული მომენტია, რომელსაც მომავალში გავიხსენებ", - განაცხადა ო'შიმ მატჩის შემდეგ.
კარში ფეხბურთელთა ჩადგომა იშვიათი მოვლენა როდია "იუნაიტედის" შემთხვევაში: 1957 წლის ინგლისის თასის ფინალში ჯეკი ბლენჩფლაუერი იძულებული გახდა, თავისი ხელთათმანები რეი ვუდისთვის გადაეცა, უახლეს ისტორიაში კი ასეთი შემთხვევა 2008 წელს მოხდა, როცა რიო ფერდინანდმა ინგლისის თასზე "პორტსმუთთან" წაგებულ მატჩში მეკარის ადგილი დაიკავა.
ვიდეოები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.