"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის შემტევი ფეხბურთელები გოლების ნაკლებობაში დაადანაშაულა, თუმცა მათ რიცხვს ზლატან იბრაჰიმოვიჩი არ მიათვალა.
"წითლებმა" პრემიერ ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩში ითამაშეს ფრე და ამჟამად მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.
23 ტურის შემდეგ გატანილი 33 გოლი ტოპ-შვიდეულის გუნდებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია და მოურინიოს სურს, რომ მისმა ფეხბურთელებმა ეს შედეგი გამოასწორონ, თუმცა განსხვავებით სხვა თავდამსხმელებისგან, ზლატან იბრაჰიმოვიჩს არ ადანაშაულებს.
"ვფიქრობ, ძალიან ბევრს ვუტევთ ძალიან ბევრი ფეხბურთელით. ჩვენს დინამიკაში ბევრ მოთამაშეს აქვს თავისუფლება იმისათვის, რომ დასარტყმელ პოზიციაზე გავიდეს. ბევრი ვერ გაგვაქვს, მაგრამ ჩვენმა შემტევმა ფეხბურთელებმა უნდა გაიტანონ და შეეძლოთ კიდეც, გაეტანათ.
გატანილი გოლების რაოდენობას რომ შეხედავ, ჩვენს შემტევ პროდუქტიულობასა და გოლების რიცხვს შორის არავითარი კავშირი არ არის.
ზლატანის შესახებ როცა ლაპარაკობთ, ისიც უნდა თქვათ, რომ 14 გოლი გაიტანა და ეს მხოლოდ ერთი პენალტის შესრულებით მოახერხა, რაც დამატებითი საგულისხმო ფაქტია", - განაცხადა მოურინიომ.