პრემიერ ლიგის 24-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ქინგ პაუერი", ლესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 24-ე ტური
თარიღი: კვირა, 5 თებერვალი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)
"ლესტერი"
ტრავმირებულები: ულოა, სლიმანი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Schmeichel, Zieler, Simpson, Morgan, Huth, Wasilewski, Wague, Chilwell, Fuchs, Mahrez, Drinkwater, Kapustka, King, Ndidi, Mendy, Amartey, Albrighton, Gray, Vardy, Okazaki, Musa.
არგენტინელ ფორვარდ ლეონარდო ულოას ჯერ არ შეუძლია თამაში. მსუბუქ ვარჯიშებს დაუბრუნდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ფეხბურთელმა რანიერის ღალატში დასდო ბრალი და ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა, "იუნაიტედთან" ვერ ითამაშებს. ტრავმა აქვს კიდევ ერთ თავდამსხმელ იმან სლიმანის, ხოლო "უდინეზედან" იჯარით აყვანილი მცველი მოლა ბაგე პარტნიორების დასახმარებლად მზად არის, ისევე, როგორც აფრიკის თასიდან დაბრუნებული დანიელ ამარტი.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ჯონსი, ჟ. პერეირა
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Henderson, Darmian, Fosu-Mensah, Valencia, Young, Rojo, Tuanzebe, Smalling, Bailly, Blind, Shaw, Carrick, Mata, Fellaini, Schweinsteiger, Herrera, Pogba, Lingard, Martial, Mkhitaryan, Rooney, Rashford, Ibrahimovic
მატჩს გამოტოვებს მცველი ფილ ჯონსი, რომელმაც წინა ტურის შეხვედრა ბოლომდე ვერ ჩაატარა. მისი შეცვლა შეუძლია ერიკ ბაიის, რომელიც აფრიკის თასიდან დაბრუნდა. გუნდთან ერთად ლესტერში გაემგზავრება ახალგაზრდა მეკარე დინ ჰენდერსონი, რომელიც "გრიმსბიდან" ნაადრევად დააბრუნეს ჟოელ პერეირას ტრავმის გამო.
"ლესტერი"
მე-16 ადგილი, 21 ქულა
უკანასკნელი 5 შეხვედრა: ფ-მ-წ-წ-წ
"მელიებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგეს.
კლაუდიო რანიერის გუნდი შესაძლოა, პირველი გახდეს, რომელმაც ჩემპიონის რანგში ინგლისის ჩემპიონატის ზედიზედ 4 შეხვედრა დათმო, რაც 1983 წელს "ლივერპულის" მიერ დაფიქსირებული მსგავსი შედეგის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება.
"ლესტერმა" პრემიერ ლიგის ბოლო სამი მატჩი წააგო. გუნდს ზედიზედ ოთხი მატჩი 2015 წლის თებერვლის შემდეგ არ წაუგია, როცა ნაიჯელ პირსონის ხელმძღანელობით ასეთი მატჩების რაოდენობა ხუთს გაუტოლდა.
23 ტურის შემდეგ "მელიებს" 21 ქულა აქვთ - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის მიერ ამ ეტაპზე დაგროვილ ქულათა მინიმუმია.
"ლესტერი" პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩში ვერ ახერხებს გოლის გატანას და ჩემპიონატის ერთადერთი გუნდია, რომელსაც 2017 წელს მეტოქის კარი არ აუღია. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ კალენდარული წლის დასაწყისიდან ჩატარებულ 5 მატჩში გუნდს გოლი ვერ გაეტანა.
"ლესტერს" პრემიერ ლიგაში უკვე 430 წუთია არ გაუტანია გოლი. "მელიებმა" უკანასკნელი გოლი 31 დეკემბერს "ვესტ ჰემის" კარში გაიტანეს.
თუ "ლესტერი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მატჩის პირველ 75 წუთში ვერ გაუტანს გოლს, თავის ანტირეკორდს დაამყარებს პრემიერ ლიგაში - 504 წუთი უგოლოდ.
მომდევნო მატჩი "ლესტერისთვის" მე-2000 იქნება ინგლისის უმაღლეს დივიზიონში. ამჟამად გუნდს 1999 მატჩი აქვს ჩატარებული: +642=526-831 (32.1% მოგება).
დეკემბერში "ლესტერმა" "მანჩესტერ სიტი" თავის მოედანზე 4-2 დამარცხა. 1975/76 წლების სეზონის შემდეგ "მელიებს" ერთ სეზონში ორივე მანჩესტერული გუნდი ("იუნაიტედი" და "სიტი") არასდროს დაუმარცხებიათ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-6 ადგილი, 42 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-ფ-ფ-ფ
"მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო 14 მატჩში არ მარცხდება - ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა, მაგრამ ამ მატჩების ნახევარი "წითლებმა" ფრედ ითამაშეს.
"იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 6 გასვლით მატჩში არ დამარცხებულა (4 მოგება, 2 ფრე). 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლამდე პერიოდში, როცა ასეთი მატჩების რაოდენობა 7-ს გაუტოლდა, ეს ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა.
მოურინიოს გუნდმა, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშოს და ეს ყველაზე ხანგრძლივი ფრეთა შედეგი იქნება 1992 წლის სექტემბერი-ოქტომბრის შემდეგ, როცა მსგავსი მატჩები 5-ს აღწევდა.
პრემიერ ლიგაში გატანილი ბოლო 8 გოლი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 30 წუთში გაიტანა, მათგან ექვსი კი 82-ე წუთზე ან მოგვიანებით გადიოდა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ლესტერი"
წამყვანი ბომბარდირი: ვარდი - 5 გოლი (5 ლიგაში)
"ქინგ პაუერ სტედიუმზე" ჩატარებულ 2 მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გატანილ 4 გოლში ჯეიმი ვარდიმ მიიღო მონაწილეობა (2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა).
თუ მოედანზე რობერტ რონ-ცილერი, დანი სიმპსონი და დენი დრინქუოტერი გავლენ, თავიანთი ყოფილი კლუბების წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 19 გოლი (14 ლიგაში) უეინ რუნი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირია გასვლაზე გატანილი გოლების რაოდენობით - 88 ბურთი.
რუნიმ "იუნაიტედის" რიგებში 180 გოლი გაიტანა ინგლისის ჩემპიონატის ეგიდით. საკლუბო ბომბარდირებს შორის უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯეკ როულის (182) და ბობი ჩარლტონს (199) აქვთ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 123-ჯერ შეხვდნენ. "ლესტერმა" 33-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 62-ჯერ, ხოლო 28 მატჩი ფრედ დასრულდა.
2014 წლის 21 სექტემბერს "ლესტერის" მიერ მოპოვებული 5-3 გამარჯვება ერთადერთია "იუნაიტედის" წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 17 მატჩში (+1=3-13).
პრემიერ ლიგაში "ლესტერის" წინააღმდეგ ჩატარებული 21 მატჩიდან "იუნაიტედმა" მხოლოდ 2 წააგო: 13 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება.
"ლესტერის" წინააღმდეგ ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 15 მატჩში "წითელმა ეშმაკებმა" 37 გოლი გაიტანეს.
სახლში და გასვლაზე
ლიგა: (პრემიერ ლიგის ჩათვლით): "ლესტერი" - 32 მოგება,
"იუნაიტედი" - 57 მოგება, ფრე - 28.
პრემიერ-ლიგა "ლესტერი" - 2 მოგება,
"იუნაიტედი" - 13 მოგება, ფრე - 6.
"ლესტერის" სტადიონი"
ლიგა: "ლესტერი" - 26
"იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე - 14.
პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 1 მოგება.
"იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 3
გასული წლის ანალოგირი შეხვედრა
"ლესტერი" 1 -
1 "მანჩესტერ იუნაიტედი"თარიღი: 28 ნოემბერი, 2015 წელი
სწრებადობა: 32,115
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გოლები "ლესტერის" რიგებში: ვარდი 24'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: შვაინშტაიგერი 45+1
მატჩში მონაწილე გუნდების შემადგენლობა
მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები

მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, ენტონი ტეილორმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩი განსაჯა, 95 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: სტივ ბენეტი, პიტერ კირკუპი
სათადარიგო არბიტრი: ნილ სუორბრიკი