"მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ დინ ჰენდერსონის დაბრუნება პირველი გუნდის მეკარის მძიმე ტრავმასთან არის დაკავშირებული.
"წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ ტრავმა არა დავიდ დე ხეას ან სერხიო რომეროს, არამედ ჟოელ კასტრო პერეირას აქვს.
ახალგაზრდა ჰენდერსონი ახლა კლუბის მესამე მეკარეა და საჭიროების შემთხვევაში იგი კვირიდანვე შეუდგება საქმეს.
ჰენდერსონი "იუნაიტედმა" "გრიმსბიში" აგვისტოში გაანათხოვრა, მაგრამ იანვარში დაიბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ დინს შვიდ მატჩში უკვე მიეღო მონაწილეობა.
"საფეხბურთო კლუბი "გრიმსბი თაუნი" ადასტურებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" იჯარის წესით განათხოვრებული მეკარე დინ ჰენდერსონი დაუყოვნებლივ უბრუნდება თავის მშობლიურ კლუბს, რომლის ერთ-ერთი მეკარეც მძიმედ დაშავდა. ჩვენს რიგებში ასპარეზოვისას ჰენდერსონმა შვიდი მატჩი ჩაატარა და სამ მათგანში კარი "მშრალად" შეინახა."
თავის მხრივ კი "მანჩესტერ იუნაიტედი" ადასტურებს, რომ ტრავმირებული მეკარე ჟოელ კასტრო პერეირაა და არა არგენტინელი ან ესპანელი კიპერი.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.