თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2017, 12:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1751,
კომენტარები: 8
ჯონსი თავისი ტრავმის შესახებ
ფილ ჯონსს სერიოზული ტრავმა არ აქვს.
ჯონსი თავისი ტრავმის შესახებ
ფილ ჯონსი "ჰალ სიტისთან" მიღებული ტრავმის შემდეგ აცხადებს, რომ რამდენიმე დღეში კვლავ კარგად გახდება და თამაშს შეძლებს.

ცენტრალურმა მცველმა "ოლდ ტრაფორდზე" დამსწრე გულშემატკივართა აპლოდისმენტები დაიმსახურა, როცა გვირაბისკენ თავისი მარჯვენა ბუცით ხელში მიიწევდა, მოედანზე ადგილი კი კრის სმოლიგს დაუთმო. მაგრამ გულშემატკივართა შიში იმის თაობაზე, ფილს მორიგი გრძელვადიანი ტრავმა ხომ არ ექნება, ამჯერად უსაფუძვლოა.

"ტერფი დაშავებულია, მაგრამ კარგად ვიქნები. ავბედითი, სერიოზული არაფერია, ასე რომ, იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში კარგად ვიქნები."


ჯონსის ვერდიქტი მატჩის შესახებ ნეგატიური გამოდგა, რამეთუ "იუნაიტედის" გასახდელში იმედგაცრუება იგრძნობოდა.

"დღეს გამარჯვება გვჭირდებოდა, მითუმეტეს, რომ გუშინ ჩვენთვის სასარგებლო შედეგები დაფიქსირდა.

მატჩის წინ ვთქვით, რომ შანსი გვქონდა, ჩვენ წინ მყოფ გუნდებზე ზეწოლა მოგვეხდინა. ვიცოდით, რომ კონკურენტებს ფეხი დაუცდებოდათ და ასეც მოხდა, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ. ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. ბიჭები უხასიათოდ არიან, როგორც მოსალოდნელი იყო."


როგორც ფეხბურთელმა, რომლის საქმეც მეტოქის შეტევის შეჩერებაა, ჯონსმა სათანადოდ შეაფასა "ჰალის" მეკარე ელდი იაკუპოვიჩის ღვაწლი, რომელმაც რამდენიმე სიევით კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა.

"ვფიქრობ, პირველ 20 წუთში რომ გაგვეტანა, 1-0 ანგარიშზე "ჰალი" ასე აღარ ითამაშებდა. მაგრამ გოლს უბრალოდ ვერ ვიტანდით.

მათმა მეკარემ აბსოლუტურად გმირული სეივი განახორციელა ხუანის ეპიზოდში. ვერაფერს გააწყობ. ამ სეზონში უკვე მერამდენედ ვამბობთ, რომ აქ ჩამოსული მეკარე მსოფლიოს კლასის თამაშს აჩვენებს. მაგრამ მისმინეთ, ეს საბოდიშო მიზეზი არ არის. მატჩი უნდა მოგვეგო. მაგრამ ვერ მოვიგეთ.

ახლა მხოლოდ იმის გაკეთება შეიძლება, რომ კვირას "ლესტერთან" მატჩს დაველოდოთ. მადლობა ღმერთს, ძალიან მალე იქნება, რადგან მდგომარეობის გამოსწორებას ვეცდებით."


როცა ჰკითხეს, ჯერ კიდე შეიძლება თუ არა ოთხეულში მოხვედრა, ჯონსმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, მაგრამ მატჩის შემდეგვე ამას არ უნდა უყურო. მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე მატჩი მხოლოდ იმედს გიცრუებს.

არ ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ბურთს კარგად ვამოძრავებდით, მაგრამ გოლი უბრალოდ არ გადიოდა. "ოლდ ტრაფორდზე" ასეთი რამ რამდენიმეჯერ მოხდა."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
2 თებერვალი 2017 12:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ეს იძულებითი ცვლილება იყო და გასაგებია, მაგრამ ძალიან შეგვიშალა ხელი. არცერთი ფლანგი არ ვარგოდა გუშინ, რეშფორდმა თავისი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა, ბევრს კარგავდა ბურთს, პასს ვერ აკეთებდა ზუსტს, ვერ ამწვავებდა და ვერ აწოდებდა, მიკი კი საერთოდ დაიკარგა. ჯონსს ტრავმა რომ არ მიეღო, მარცხენა ფლანგსაც შეცვლიდა მოურინიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
2 თებერვალი 2017 12:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კიდე კაი სერიოზული ტრამვა არაა თორე დარჩებოდა ლაზარეთში მთელი დარჩენილი სეზონი
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
2 თებერვალი 2017 12:38
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
კერიკის და ჯონსის ცვლილება იძულებითი იყო თორე დარწმუნებული ვარ მარსიალი ითამაშებდა დარჩენილი პერიოდი რეშფორდის მაგივრად, ერერა ძალიან არ მომეწონა, ბლინდი კიდე პირველ ტაიმში გაუგებრობა იყო. სამწუხაროდ ან შოუმ უნდ ამოუმატოს ან ახალ მარცხენა მცველზე ვიფიქროთ. მატა კიდე ბოლო პერიოდში ცუდად მაკვირვებს )))
0
№4
ავტორი: ikeoni
2 თებერვალი 2017 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Kide kargi seriozuli araferia
0
№5
ავტორი: giorgi_mg
2 თებერვალი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი ამ კაცმა ითამაშა ყველაზე მაგრად! იმედია მალე დაბრუნდება...
ეს და ბაილი მინდა ცენტრში
0
№6
ავტორი: gaga1987
2 თებერვალი 2017 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია სერიოზული არაააადა შეძლებს თამაშს.
0
№7
ავტორი: gela-manutd
2 თებერვალი 2017 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ეხლა არ გვინდა არავის დამთვრევა რა
0
№8
ავტორი: irakli87
2 თებერვალი 2017 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ხო უხასიათოდ ხართ არააა? ერთი დგე გაუძელით როგორმე, ხვალიდან ისევ გადახვალთ ლაზღანდარობაზე თვენი ............. როი კინის ან გარისა და რიოს გვერდით თუ გაბედავდით ეხლა რასაც ბედავთ... გეტყობათ ყველას მოედანზე!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top