თბილისი:
მანჩესტერი:
1-02-2017, 21:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2605,
კომენტარები: 17
ფერდინანდი პოგბასა და ლინგარდის ვიდეოს გამოეხმაურა
"იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა დუეტის საფირმო ცეკვაზე კომენტარი გააკეთა.
ფერდინანდი პოგბასა და ლინგარდის ვიდეოს გამოეხმაურა
რიო ფერდინანდმა პოლ პოგბა და ჯესი ლინგარდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო გააკრიტიკა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ცეკვავს დუეტი გუნდის გასახდელში.

ადრე "არსენალის" ფეხბურთელებსაც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მატჩებში გამარჯვების შემდეგ გასახდელში ზეიმის აღმნიშვნელ ფოტოსურათებს აქვეყნებდნენ.

"მხიარულებას ორივე ხელი შევეგებები. ეს ვიდეო ნაწილობრივ პოლ პოგბას თავისუფლების მხიარულ სულს აჩვენებს და არ მინდა, რომ მის ხასიათში ეს გაქრეს. მაგრამ "არსენალის" ფეხბურთელებს ვაკრიტიკებდი მსგავსი საქციელისთვის და უსამართლო იქნებოდა, იგივე რომ არ მეთქვა "იუნაიტედის" ფეხბურთელებზე.

საქმე იმაშია, რომ მსგავსი ვიდეო შესაფერის დროს და ადგილას უნდა გადაიღო. სათასო ფინალის, ჩემპიონობის მოპოვების ან რამე მსგავსის შემდეგ თუ იღებ - რა თქმა უნდა, შესაფერისი დროა. მისმინეთ, მე ვიქნებოდი პირველი, ვინც მსგავს რამეს გამოაქვეყნებდა დიდი გამარჯვების შემდეგ.

მაგრამ ახლა მეექვსე ადგილზე ვიმყოფებით, სასოწარკვეთით ვიბრძვით ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის და სანამ რამეს არ მოვიგებთ, პირადად მე ცოტა ჩრდილში გადავიწევდი, სანამ რაიმე ღირებული არ გახდებოდა ჩვენი საკუთრება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. ასეთი უდროო ხუმრობებით კი არასაჭირო კრიტიკას იპყრობთ",
- განაცხადა ინგლისელმა.

წყარო: espn
ვიდეოები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2017 21:53
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი რა, ხალხო, რა, მართლა კარგი უკვე. ადამიანებს ყველაფერი როგორ უნდა აუკრძალო და აკრიტიკო. მოუნდებათ იცეკვებენ, მოუნდებათ იხტუნებენ და მოუნდებათ, ტუალეტში შესვლის დროსაც გადაიღებენ ვიდეოს. რა არის ამაში გასაკრიტიკებელი, ვინმეს დასცინეს, შეურაცხყვეს თუ ნეტავ რა?

ან სამგლოვიარო გვაქვს რამე, მხიარულება რომ აურძალო ადამიანს თუ რა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
1 თებერვალი 2017 22:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მემგონი აქ ისეთი არაფერია რო კრიტიკა დაემსახურებინათ
0
№3
ავტორი: reddevil12
1 თებერვალი 2017 22:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
აუ ლინგარდი რა საზიზღრობაა :D
1
№4
ავტორი: giorgisamnidze99
1 თებერვალი 2017 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სწორია რაღაც კუთხით

რაღაცას რო მოიგებ თასებიდან მერე გამოხატე ეგ შენი ემოციეები თორე თუ არ გაქ მოგებული არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებ რავი ჩემი აზრით
1
№5
ავტორი: Phil Jones
1 თებერვალი 2017 22:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
კარგი რა, ხალხო, რა, მართლა კარგი უკვე. ადამიანებს ყველაფერი როგორ უნდა აუკრძალო და აკრიტიკო. მოუნდებათ იცეკვებენ, მოუნდებათ იხტუნებენ და მოუნდებათ, ტუალეტში შესვლის დროსაც გადაიღებენ ვიდეოს. რა არის ამაში გასაკრიტიკებელი, ვინმეს დასცინეს, შეურაცხყვეს თუ ნეტავ რა?

ან სამგლოვიარო გვაქვს რამე, მხიარულება რომ აურძალო ადამიანს თუ რა?

არა მე ვეთანხმები და ავხსნი რატომაც. ამათ რომ უყურებ ტიპებს იმხელა ხელფასებს უხდიან იმხელას რო არცერთ სხვა საქმეში მგონი არავის "ხელფასი" არ აქვს ამდენი, ხოდა ესენი არიან გუნდის საკუთრებები მთლად ეგრეც არაა რაც უნდათ და როგორც უნდათ რომ ქნან. ამ ვიდეოში ისეთი არაფერია მე უბრალოდ ზოგადად ვიძახი.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2017 22:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones

რას ნიშნავს, გუნდის საკუთრება არიან? ესენი არიან სამსახურში. მათი მუშაობა კი მწვრთნელის დავალების შესრულებას გულისხმობს. ფეხბურთიც ისეთივე სამუშაოა, როგორც ყველა სხვა საქმიანობა, რომლის სანაცვლოდაც ფულს გიხდიან, იმ განსხვავებით, რომ აქ მუშაობ თუ ისვენებ, ხელფასი მაინც გაქვს, თუმცა ეს კონტრაქტის საქმეა და ყველა სხვა სფეროში შეიძლება იგივეს გაკეთება. ადამიანი არავისი საკუთრება არ იქნება, არასდროს, თუკი მონობის აღდგენას არ აპირებენ

შესაბამისად, ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმას, რაც არ არღვევს ეთიკისა და ჰუმანურობის წესებს და ფეხები არ მოჭამოს ვინმემ.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: rene harrison_
1 თებერვალი 2017 22:27
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
რიოს ნაწილობრივ ვეთანხმები. ამხელა ფულს გიხდის გუნდი და კანიდან უნდა გამოვიდნენ რომ კაიიიიიი წლის ბოლოს მაინც იყვნენ ოთხეულში
1
№8
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2017 22:27
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თურმე, რადგან არაფერი მოუგიათ, საჯარო მხიარულება ეკრძალებათ. რომ მოიგონ და ერთმანეთთან სექსუალური ააქტი ჰქონდეთ, ამ დროს მოსულა, ალბათ, არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Phil Jones
1 თებერვალი 2017 22:40
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Phil Jones

არა მე ვეთანხმები და ავხსნი რატომაც. ამათ რომ უყურებ ტიპებს იმხელა ხელფასებს უხდიან იმხელას რო არცერთ სხვა საქმეში მგონი არავის "ხელფასი" არ აქვს ამდენი, ხოდა ესენი არიან გუნდის საკუთრებები მთლად ეგრეც არაა რაც უნდათ და როგორც უნდათ რომ ქნან. ამ ვიდეოში ისეთი არაფერია მე უბრალოდ ზოგადად ვიძახი.

რას ნიშნავს, გუნდის საკუთრება არიან? ესენი არიან სამსახურში. მათი მუშაობა კი მწვრთნელის დავალების შესრულებას გულისხმობს. ფეხბურთიც ისეთივე სამუშაოა, როგორც ყველა სხვა საქმიანობა, რომლის სანაცვლოდაც ფულს გიხდიან, იმ განსხვავებით, რომ აქ მუშაობ თუ ისვენებ, ხელფასი მაინც გაქვს, თუმცა ეს კონტრაქტის საქმეა და ყველა სხვა სფეროში შეიძლება იგივეს გაკეთება. ადამიანი არავისი საკუთრება არ იქნება, არასდროს, თუკი მონობის აღდგენას არ აპირებენ

შესაბამისად, ისინი გააკეთებენ ყველაფერს იმას, რაც არ არღვევს ეთიკისა და ჰუმანურობის წესებს და ფეხები არ მოჭამოს ვინმემ.

ოდესრაც მეც მჯეროდა მსგავსი რამეების, მაგრამ დამიჯერე მონობა არსად გამქრალა, უბრალოდ სახე შეიცვალა და დღეს მრავალფეროვანი გახდა. დიახაც მიმაჩნია რომ უსამართლოდ აქვთ ამათ (ზოგადად ყველა დიდი ფეხბურთელს და არა მანჩესტერელებს მარტო) უარმაზარი ხელფასი, მაშინ როდესაც სხვა უამრავი პროფესიის და მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროფესისს ადამიანები ლამის შიმშილით კვდებიან!!!! ხოდა ამის ფონზე სანამ გუნდში არაინ და ამხელა კონტრაკტი აქვთ რასაც კლუბი გადაწყვეტს ის უნდა გააკეთონ, თუ მოსთხოვეს რომ საჯაროდ ვიდეობი არ გადაიღოთო ასეც იზამენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უბრალოდ კრიტიკა იყო ეს რიოსგან და ისეთიც არაფერი მომხდარა. მე კი კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ყველაფერს ზოგადად ვამბობ და არა ლინგარდზე და პოგბაზე.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
1 თებერვალი 2017 22:55

მეგობარო, სამსახურში ძალიან რომ შეგზღუდონ და ალტერნატიული არჩევანი გქონდეს, არ წამოხვიდოდი? ვინმეს პრეტენზიებს მაშინაც შეასრულებდი, როცა მისი მოთხოვნები მარიონეტად გაგრძნობინებს თავს? ადგები და წახვალ, სხვა სამსახურს მოძებნი. პაიეს მაგალითი აიღე. არ უნდოდა კაცს თამაში და არ ასრულებდა ხელმძღვანელობის მოთხოვნებს. რა უქნეს? ვერც ვერაფერი. მოსთხვოვენ მსგავს რამეს პოგბას და ესეც ასევე მოიქცევა. მე შენ გეტყვი, სხვა კლუბები არ მიიღებენ თუ რა?

საკუთარი ინტერესების შეურაცხყოფა ან იმ ადამიანს შეუძლია, ვინც თავმოყვარე არ არის, ან იმას, ვისაც ინტერესის დაცვა უფრო დიდ ზიანს მიაყენებს, ვიდრე მისი შეურაცხყოფა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top