თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2017, 22:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3213,
კომენტარები: 17
მოურინიო: "უკვე ვიცი, ვის შევიძენ"
ჟოზე მოურინიომ ზაფხულის სატრანსფერო გეგმები უკვე შეადგინა.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ უკვე შეადგინა იმ ფეხბურთელთა სია, რომლის შეძენასაც ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ "ოლდ ტრაფორდი" მემფის დეპაიმ და მორგან შნეიდერლინმა დატოვეს, "იუნაიტედს" იანვარში ახალწვეული არ გადაუყვანია.

მოურინიო ამჯობინებს, რომ ზაფხულში აწარმოოს სატრანსფერო საქმიანობა და უკვე იცის, ვისი შეძენა სურს.

"მე ვიცი, რაც მინდა. ყოველ კვირაში უფრო კარგად ვეცნობი ჩემს ფეხბურთელებს, ჩემს გუნდს, ტურნირს - ამ ტურნირს მართლაც კარგად ვიცნობ, მაგრამ მუდმივ ევოლუციას განიცდის. დიახ, ვიცი, რაც მსურს.

სატრანსფერო ფანჯარა დღეს იხურება, ამიტომ აზრი არ აქვს მომავალს ფანჯარაზე ლაპარაკს. მითუმეტეს, რომ წინ ამდენი მატჩი, ამდენი ტურნირი და ამდენი ფეხბურთელია, რომლებთანაც ვმუშაობთ. ჩვენს შემთხვევაში ჩვენ ზაფხულის პერიოდზე ვართ კონცენტრირებულნი. მომწონს ჩემი მოთამაშეები, ასე რომ, არაფერს ვაპირებ.

მაგრამ, თუ შემეკითხებით, რა ვიცი თუ არა, რა მინდა მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე, დიახ, ვიცი. შესაძლებელია თუ არა ამის მიღება? ვეცდები, რეალური ვიყო.

მახსოვს, წლების წინ სათადარიგო მეკარე რომ მოვითხოვე, ჩემმა ტექნიკურმა დირექტორმა შესაძლო სათადარიგო მეკარეთა სია მომცა, რომლის სათავეშიც ჯანლუიჯი ბუფონი იყო.

მე ყოველთვის რეალისტი ვარ, მხოლოდ იმ არჩევანს ვაკეთებ, რომელიც შესაძლებელია. თუმცა, ზაფხულში გვექნება ამაზე ლაპარაკის დრო",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
31 იანვარი 2017 22:47
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
bufoni da mere loria:)) imedia grizmani naingolani-daieridan minimum 1s mainc viyidit
0
№2
ავტორი: LASHQARA
31 იანვარი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ჯანლუიჯი ბუფონი სათადარიგო მეკარეთ wink რატო ბიჭოო რატოოო? დირექტორი ეგრევე უნდა მოეხსნათ, ფეხბურთის საერთოდ არაფერი არ გესმის როცა ბუფონს სკამზე სვავ love am
0
№3
ავტორი: ROONEY-RUNI
31 იანვარი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
რომერო მშვენიერი შემცვლელია დე ხეასითვის და ასე ვთქვათ მსოფლიოში საუკეთესოა დავიდი და სათადარიგო რომერო ბრწინვალე
0
№4
ავტორი: ikeoni
31 იანვარი 2017 22:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Icis jozem tavis saqme
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
31 იანვარი 2017 22:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბუფონზე მაგარი იყო wink
0
№6
ავტორი: Phil Jones
31 იანვარი 2017 23:23
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ჰაჰა ეს პრესკონფერენცია ბუფონის პერსონალურ ფანებს უნდა მოვასენინო ))))
0
№7
ავტორი: dachi_mu
31 იანვარი 2017 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
იასნა იცის,იცის კი არა დარწმუნებული ვარ უკვე ნაბაზრიცააქვთ იმ სასტავთან
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
31 იანვარი 2017 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
პირველი გრიზუ იქნება მეორე მე დოლბერგი მინდა მაგრამ იბრა უნდა წავიდეს რა
1
№9
ავტორი: Phil Jones
31 იანვარი 2017 23:36
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: MEMPHIS 7
პირველი გრიზუ იქნება მეორე მე დოლბერგი მინდა მაგრამ იბრა უნდა წავიდეს რა

იბრა მართლა უნდა წავიდეს! მის გარეშე უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ ბევრად, როცა ეგაა მოედანზე მარტო მაგაზეა თამაში, მეც კი დაძაბული ვარ ხანდახან პასს რო არ აძლევენ მაგალითად მარსიალი, სუ მგონია რო მერე ატრაკებს და ა.შ.
პ.ს. ძაან კლასნი როა მაგაზე ლაპარაკი არ მაქვს, უბრალოდ 1 კაცზე როცაა თამაში მე არ მომწონს.
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
31 იანვარი 2017 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: Phil Jones
ციტატა: MEMPHIS 7
პირველი გრიზუ იქნება მეორე მე დოლბერგი მინდა მაგრამ იბრა უნდა წავიდეს რა

იბრა მართლა უნდა წავიდეს! მის გარეშე უკეთეს ფეხბურთს თამაშობენ ბევრად, როცა ეგაა მოედანზე მარტო მაგაზეა თამაში, მეც კი დაძაბული ვარ ხანდახან პასს რო არ აძლევენ მაგალითად მარსიალი, სუ მგონია რო მერე ატრაკებს და ა.შ.
პ.ს. ძაან კლასნი როა მაგაზე ლაპარაკი არ მაქვს, უბრალოდ 1 კაცზე როცაა თამაში მე არ მომწონს.

ხოო ეგრეა ბრატ გასაგებია რო ძაან მაგარი თავდამსხმელია მაგრამ ერთკაცზე თამაში საყურებლადაც ცუდია და შედეგიც ნაკლებად მოდი სულ ჩაწოდებები საშინელებაა უფრო მოძრავი და მობილური ფორვარდი გვინდა აგერ გვყავს რეშფორდი და დოლბერგიც მშვენიერი ბიჭია და კიდე ჩვენი თამაში კონტშეტევაზეა და ეს მხითომ და მარსიალმა მშვენივრად გააკეთეს პლიუს გრიზმანი და რეშფორდი წარმოიდგინე უფრო სიღრმიდან პოგბას პასებით მშვენიერი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top