დავიდ პეტრუჩი, რომელიც 9 იანვარს "პიტერბროში" არენდით გადავიდა, უკვე ორჯერ მოასწრო მატჩის ჩატარება სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ დარენ ფერგიუსონმა ის მაინც შეცვალა "ჰალ სიტისთან" მატჩში, მაგრამ მას სურს რომ 21 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს 9 თებერვლამდე.
"დავიდი კარგი ფეხბურთელია, ეს იმასაც ამტკიცებს, თუ რომელი კლუბიდან გადმოვიდა. – განაცხადა უმცროსმა ფერგიუსონმა Sky Sports–თან. – მას ჩვენთან მოსწონს. პირველად ჩვენ ერთ თვიან კონტრაქტზე შევთანხმდით, მაგრამ ახალა მე მსურს მისი გახანგრძლივება."
"ჩვენ ის აქ იმიტომ მოვიწვიეთ, რომ ეთამაშა. ის იყო გაბრაზებული და უკმაყოფილო პირველ ტაიმში, ამიტომაც გამოვცვალე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს სწორი არენდაა."