ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ ეშლი იანგი "მანჩესტერ იუნაიტედში" რჩება და ხვალ "ჰალ სიტისთან" მატჩის განაცხადში იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს არ სურდა იანგის გასხვისება, პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ გამოცდილ ფეხბურთელს ხელს არ შეუშლის სხვა გუნდში გადასვლაში, რადგანაც "ოლდ ტრაფორდზე" მას საკმარისი სათამაშო დრო არ აქვს.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ იანგი მინიმუმ სეზონის ბოლომდე "იუნაიტედის" წევრი იქნება.
"იანგი ნამდვილად რჩება. ხვალ განაცხადშიც მოხვდება. სეზონის ბოლომდე ჩემთან ერთად იქნება."