"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ერიკ ბაიი 2017 წელს საკლუბო დონეზე პირველ მატჩს დღეს "ევერტონის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგა 2-ში ჩაატარებს.
ბაიი "იუნაიტედს" რამდენიმე მატჩის განმავლობაში ვერ ეხმარებოდა, რადგან აფრიკის თასზე კოტ დ'ივუარის ნაკრებს ეხმარებოდა, საიდანაც მოქმედი ჩემპიონები უკვე გამოვარდნენ.
ბაიი მატჩის რიტმის დაბრუნებას საჭიროებს, რაც არის კიდეც მისი პრემიერ ლიგა 2-ის ლიდერებთან თამაშის მიზეზი. მოურინიოს იმედი აქვს, რომ აფრიკელი თავის ფიზიკურ მზადყოფნას დაადასტურებს, რადგანაც გუნდს გადატვირთული გრაფიკის ფონზე თითოეული ფეხბურთელი სჭირდება.