პეტერ შმეიხელს მიაჩნია, რომ ჟოზე მოურინიოს ღვალ "მანჩესტერ იუნაიტედში" ფანტასტიკურად უნდა შეფასდეს, რადგანაც "ოლდ ტრაფორდზე" მან ოპტიმიზმის შეგრძნება აღადგინა.
"წითელმა ეშმაკებმა" ხანმოკლე უტიტულო პერიოდი გასულ სეზონში ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობისას ინგლისის თასის მოგებით დაასრულეს.
მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელ მწვრთნელს კრიტიკოსები მრავლად ჰყავდა, რისი უმთავრესი მიზეზიც გუნდის სათამაშო სტილი იყო.
მოურინიომ კი მოახერხა და გუნდის სტილი სრულყოფილად გარდაქმნა, რასაც არა მარტო კრიტიკოსები, არამედ გულშემატკივრებიც კი სკეპტიკურად უდგებოდნენ, რის დასტურადაც პორტუგალიელის სათამაშო სტილს იშველიებდნენ.
თუმცა, აზრი ბევრმა შეიცვალა და პეტერ შმეიხელი, რომელმაც სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქაში "იუნაიტედის" დნმ კარგად შეიცნო, მათ შორისაა. "მორიგ ცუდ წელს ველოდი, მაგრამ ფანტასტიკური გამოდის. ჟოზემ რამდენიმე ფეხბურთელისგან შემდგარი გუნდი მიიღო და თითოეული მათგანი უნდა შეეფასებინა.
ის კი უფრო სწრაფად ახერხებს, ვიდრე ველოდი. პლუს, ზაფხულში მოსული ახალწვეულებიც კარგად გამოიყურებიან.
"მანჩესტერ იუნაიტედი" თავის სათამაშო სტილს იბრუნებს, რასაც არ ველოდი, ასე რომ, მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებ", - განაცხადა შმეიხელმა.