"ლიონის" ვინგერმა, მემფის დეპაიმ თავის ყოფილ თანაგუნდელს, ჟოელ პერეირას მისალოცი შეტყობინება გაუგზავნა სადებიუტო მატჩის ჩატარების შემდეგ.
პორტუგალიელი მეკარე ინგლისის თასზე "უიგანის" წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში გამოჩნდა მოედანზე, რაც პერეირასთვის პირველი მატჩი იყო პირველი გუნდის რიგებში, სადაც სერხიო რომერო შეცვალა, რომელიც თავის მხრივ დავიდ დე ხეას ჩრდილქვეშ იმყოფება.
მემფისი იანვარში ლიგა 1-ის გუნდში გადავიდა, თუმცა თავისი ყოფილი თანაგუნდელების პროგრესს უყურადღებოდ არ ტოვებს.