მხითარიანი მოხარულია, რომ მისმა გუნდმა ინგლისის თასის მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.
ჰენრიხ მხითარიანი ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში მიღწეული წარმატებით მოხარულია და იმედოვნებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედელ" თანაგუნდელებთან კარგ პარტნიორობას ჩამოაყალიბებს, რათა უფრო მეტი გოლი გაიტანოს.
"წითლებს" პირველ ტაიმში მეტოქის კარის აღება უჭირდათ და სტუმართა დაცვას ვერ არღვევდნენ, მაგრამ საბოლოოდ კომფორტული გამარჯვება მოიპოვეს, ანგარიშით 4-0.
"პირველი ტაიმი არ იყო კარგი, მაგრამ ასეთი თამაშებიც არსებობს. გოლის გატანამ დიდი სამსახური გაგვიწია, რადგან "უიგანს" უფრო მეტად შეტევა მოუხდა და სივრცეები გაგვიჩნდა. მეორე ტაიმში ეს სივრცეები გამოვიყენეთ და მეტი გოლი გავიტანეთ", - განაცხადა სომეხმა ნახევარმცველმა.
მხითარიანმა "იუნაიტედის" მაისურით თავისი მე-4 გოლი გაიტანა, როცა ენტონი მარსიალის საგოლე გადაცემით ისარგებლა და მისი გუნდი 3-0 დააწინაურა.
"კარგი კონტრშეტევა იყო. ერთმანეთს კარგად ვუგებთ. კარგი გადაცემა მომცა და მეც დავასრულე. ვიმედოვნებ, სეზონის ბოლომდე უფრო მეტ გოლს შევქმნით და გავიტანთ ამ გზით.""ჰალ სიტისთან" მატჩთან შედარებით ჟოზე მოურინიომ სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ცვლილება განახორციელა და მხითარიანი მოხარულია, რომ გუნდს როტაციის ასეთი შესაძლებლობა აქვს.
"ყველას სურდა მწვრთნელზე შთაბეჭდილების მოხდენა. ძალიან რთულია დიდი შემადგენლობის ყოლა, როცა თამაში არ გიწევს, მაგრამ როცა თამაშობ, ისე უნდა ითამაშო, რომ შანსი გამოიყენო".ამავე შეხვედრაში შედგა ჟოელ კასტრო პერეირასა და აქსელ ტუანზებეს დებიუტი.
"კარგია, რომ პირველი მატჩი ჩაატარეს. როგორც ფეხბურთელმა, უნდა იცოდე, რომ ახალგაზრდა დებიუტანტს უნდა დაემარო და რჩევა მისცე. ჩემი აზრით, მათ კარგად გაართვეს თავი, რაც კარგი გამოცდილებაა.""იუნაიტედი" ინგლისში ერთადერთი გუნდია, რომელიც 4 სხვადასხვა ტურნირზე ასპარეზობს და მხითარიანი აცხადებს, რომ მის გუნდს ყველგან წარმატების მიღწევა სურს.
"ყველა ტურნირს სერიოზულად ვუდგებით. "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ყველა თასი მნიშვნელოვანია. ტიტული ტიტულია, მნიშვნელობა არ აქვს, ლიგის თასი იქნება, ინგლისის თასი თუ ევროპა ლიგა. თითოეული მათგანის მოგება გვინდა."წყარო:
manutd.com