თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2017, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1630,
კომენტარები: 10
პერეირა: "ბედნიერი ვარ"
ჟოელ პერეირა დებიუტის შესახებ.
პერეირა:
ჟოელ პერეირა მოხარულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი დებიუტი შედგა, როცა "უიგანთან" მატჩში სერხიო რომერო მეორე ტაიმში ჩაანაცვლა.

4-0 მოგებულ შეხვედრაში პორტუგალიელი კიპერი მე-80 წუთზე ჩაერთო და "იუნაიტედის" კარს იცავდა.

20 წლის მეკარემ სეზონის პირველი ნაწილი იჯარით "ბელენენსეში" გაატარა, ახლა კი იმედოვნებს, რომ "იუნაიტედში" დებიუტი მისი სამომავლო წარმატების დასაწყისი იქნება.

"მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ. სახლში ტელევიზორით მადევნებდნენ თვალს. ტელეფონით უკვე ვესაუბრე. მომილოცეს და ძალიან ბედნიერება ჩანდნენ.

მინდა, მწვრთნელს მადლობა გადავუხადო, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის შანსი მომცა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია ჩემი კარიერისა. ამ კლუბის რიგებში უფრო მეტი მატჩის ჩატარება მინდა. მაგრამ მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ შეიძლება ამის მიღწევა, მე კი ყურადღება არ უნდა მოვადუნო და დაველოდო, როდის მომეცემა ამის შესაძლებლობა",
- განაცხადა ახალგაზრდა მეკარემ.

ჟოზე მოურინიომ "უიგანთან" მატჩის წინ დაადასტურა, რომ პერეირა სათადარიგოთა სკამზე იქნებოდა, მაგრამ იშვიათია შემთხვევა, როცა მატჩის მიმდინარეობისას მეკარეები იცვლებიან, თუკი ამის აუცილებლობა არ არის.

"მესამე გოლი რომ გავიტანეთ, მითხრა "წადი და გახურდი". მეც წავედი და მოვემზადე. როცა სკამზე ხარ, ყოველთვის გაქვს იმედი, რომ თამაშის შანსი მოგეცემა, ამიტომაც გამიხარდა, რომ შესაძლებლობა მივიღე."

3-0 ანგარიშზე მოედანზე გასულ პერეირას გაცილებით მეტის გაკეთება სურდა, ვიდრე უადვილესი ბურთის აღებაა.

"დიახ, ცოტა უფრო მეტი შთაბეჭდილების მოხდენა მინდოდა, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" თამაში თავისთავად არის საოცარი მოვლენა, ამიტომ ვერ ვიქნები უკმაყოფილო".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
30 იანვარი 2017 18:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ასე გააგრძელე ფერე request
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
30 იანვარი 2017 18:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგია მაგრამ დეხეა როდის მოგცემს შანსს არვიცი
0
№3
ავტორი: LASHQARA
30 იანვარი 2017 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აქ რომ შენი შანსები შევაფასოთ ფაქტიურად ნულის ტოლია winked am
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2017 18:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რეზერვებში კარგად თამაშობს ხოლმე, ცოტა კი გაუჭირდება დე ხეას ფონზე პირველ გუნდში დამკვიდრება მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი
0
№5
ავტორი: shotkin
30 იანვარი 2017 18:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მეორე პერეირას თუ დააბრუნებენ ზაფხულში და შეაჩვევენს ასტავს ურიგოა რიქნება ძაან ნიჭიერია და ამ ნიჭის დემონსტრირებას უკვე ახდენს ყოველშემთხვევაში რადარზე მოუს უნდა ყავდეს და დიდი ყურადღებით მოეკიდოს მაგ ბიჭს და თვალი ადევნოს მის განვითარებას და მოვლენებს დაგვჭირდება აქ ადრე თუგვიან და მგონია რო ერთ ერთი ცნობილი და წარმატებული ფეხბურთელი გაიზრდება
0
№6
ავტორი: ikeoni
30 იანვარი 2017 18:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Cota rtul sitvaciashi ki xar ise
0
№7
ავტორი: giorgi kandelakisvili
30 იანვარი 2017 19:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: LASHQARA
აქ რომ შენი შანსები შევაფასოთ ფაქტიურად ნულის ტოლია winked am

მგონი დეხეააც მაგ დგეში იყო სარის დროს არა
0
№8
ავტორი: PaLoMo
30 იანვარი 2017 19:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4133
ციტატა: giorgi kandelakisvili
ციტატა: LASHQARA
აქ რომ შენი შანსები შევაფასოთ ფაქტიურად ნულის ტოლია winked am

მგონი დეხეააც მაგ დგეში იყო სარის დროს არა

საარი მაშინ მგონი 35-36 წლის იყო თუ მეტის არა და დეგა 25ის არის მე2 მეკარედ შეილება რო გაიჩითოს და ასეთ მატჩებში მიიგოს მონაწილეობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: giorgi_mg
30 იანვარი 2017 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჯერ ვანდერ საარი იყო და არავის შანს არ აძლევდა ეხლა დე ხეაა და იასნა რო არცერთ მეკარეს შანსი არ აქვს, მაგრამ საჭიროა სათასო თამაშებში მათი გამოყენება და დე ხეას დასვენება...
წარმატებები პერეირას კარგი ბიჭია
0
№10
ავტორი: makaveli
31 იანვარი 2017 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: O Neil
ციტატა: giorgi kandelakisvili
ციტატა: LASHQARA
აქ რომ შენი შანსები შევაფასოთ ფაქტიურად ნულის ტოლია winked am

მგონი დეხეააც მაგ დგეში იყო სარის დროს არა

საარი მაშინ მგონი 35-36 წლის იყო თუ მეტის არა და დეგა 25ის არის მე2 მეკარედ შეილება რო გაიჩითოს და ასეთ მატჩებში მიიგოს მონაწილეობა.

vandera 34 clis asakshi gadmovida da 40 clisam daamtavra kariera 2011 shi da mashin ikida manchemac de gea.. ase rom vanderas dros degea ar gvyolia bichebo
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top