"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" დღეს დილით მომხდარი ინციდენტის გამო სახანძრო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, "ოცნების თეატრზე" სახანძრო ბრიგადის გამოძახება უცნობი მიზეზით გახდა საჭირო, მაგრამ კლუბმა მალევე მოახდინა რეაგირება და ვითარებას ნათელი მოჰფინა.
"დღეს დილით 7 საათზე სერ ბობი ჩარლტონის ტრიბუნაზე პატარა ელექტრო ხანძარი მალევე იქნა აღმოჩენილი. სახანძრო ბრიგადამ სწრაფად და ეფექტურად მოახდინა რეაგირება და საფრთხე აღკვეთა. უმცირესი ზიანი მივიღეთ, მაგრამ დაშავებულები არ არიან", - დაიწერა კლუბის ოფიციალურ თვითერზე.
დიდი მანჩესტერის სახანძრო და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა Manchester Evening News-ს განუცხადა: "სერ მეტ ბასბის ქუჩაზე დილით 6:58 საათზე გამოგვიძახეს. მანჩესერიდან, სოლფორდიდან და და სტრეტფორდიდან სამი სახანძრო მანქანა ჩამოვიდა.
ელექტოენერგიის იზოლირება მოვახდინეთ და ხანძარი სასუნთქი აპარატისა და CO2-ის დახმარებით ჩავაქრეთ".
მედიის ცნობით, ხანძარი ტრიბუნის ძრავის ოთახში გაჩნდა.