თბილისი:
მანჩესტერი:
30-01-2017, 12:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1683,
კომენტარები: 10
ტუანზებე დებიუტის შესახებ
ახალგაზრდა ფეხბურთელის ოცნება ახდა.
ტუანზებე დებიუტის შესახებ
აქსელ ტუანზებე "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დებიუტს ოცნების ახდენას უწოდებს და ცენტრალურ მცველს იმედი აქვს, რომ პირველ გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს.

ახალგაზრდა მცველმა - რომელიც ჟოზე მოურინიომ ახლახანს გამოიძახა რეზერვების რიგებში წარმატებული ასპარეზობის გამო - "უიგანთან" ინგლისის თასის მატჩში მოახერხა პირველ გუნდში თავისი პირველი მატჩის ჩატარება, როცა მატჩის დასრულებამდე 23 წუთით ადრე ტიმოთი ფოსუ-მენსა შეცვალა.

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას ტუანზებემ აღნიშნა, რომ თამაშში ჩართვა დაუვიწყარი გამოცდილებაა და თავის შესაძლებლობას მჭიდროდ ჩაეჭიდება.

"სიგიჟე იყო. პატარაობიდანვე ამაზე ვფიქრობ და ახლა ამიხდა, არ მჯერა, რომ ეს მოხდა. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ვამაყობთ, მაგრამ ახლა სავარჯიშო მოედანს უნდა დავუბრუნდე და ყველაფერი თავიდან დავიწყო. 23-წლამდელთა გუნდთან ერთად თუ მომიწევს თამაში, დაე, მომიწიოს, მაგრამ თავმდაბლობას არ დავკარგავ და თამაშის მორიგ შესაძლებლობას დაველოდები.

უკან არ უნდა იხედებოდე. ჩვენი მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ ყველაზე რთული ნაწილი გუნდში ადგილის შენარჩუნებაა, სავარჯიშო მოედანს უნდა დავუბრუნდე და ყოველდღე ვიშრომო",
- განაცხადა აქსელმა.

მოედნის კიდეზე გულისამაჩუყებელი მომენტი იყო, როცა მოედანზე გასვლამდე ტუანზებე მოურინიოს გადაეხვია და ხელი ჩამოართვა უორენ ჯოისს, ადამიანს, რომელმაც მის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა.

"კიდეზე ვიყავი და მესმოდა, რომ ზლატანი მეუბნებოდა "მარტივად მიუდექი, მარტივად მიუდექი", მე კი მის რჩევას მივყევი. ჩემს მომენტს ველოდი და ის დადგა. კარგი იყო, რომ უორენიც იქვე იდგა. მე მის ხელში გავიზარდე და მისთვისაც საამაყოა ჩემი თამაშის ხილვა.

როგორც კი თამაშს იწყებ, მხოლოდ შენს პირად თამაშზე ხარ კონცენტრირებული. მატჩს შეიგრძნობ, ბურთს რამდენიმეჯერ ეხები. უფროსი ბიჭები მხარში მედგნენ, ანდერი ჩემთან მოვიდა და რჩევებს მაძლევდა. კარგია, რომ პირველი გუნდის გამოცდილი ფეხბურთელებისგან ასეთ მხარდაჭერას გრძნობ, როგორც ახალგაზრდას, მუხტი გეძლევა და ამაზე უკეთესი შეგრძნება არ არსებობს",
- დაასრულა ახალგაზდა მცველმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 იანვარი 2017 12:35
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პერეირასაც თუ ათამაშებდა, ნამდვილად არ მეგონა, მაგარი რამე მოიფიქრა მოუმ.

ისე, რომერო რა ტიპია, 16 მატჩი, 11 მშრალად შენახული კარი.

აქსელის შესაძლებლობები დიდად არ გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა. ისე, ტუანზებე ძალიან გიჟია, ფიზიკური მონაცემები ხელს უწყობს, ცოტა საფეხბურთო აზროვნების მომატებაც და ეგაა, მაგრამ მარჯვენა მცველობა არაა მაგის საქმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
30 იანვარი 2017 12:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი იყო აქსელი თუმცა გუშინ გამოჩნდა რო არც ტიმოთი და არც აქსელი მარჯვენა მცველები არ არიან. აქსელი ცენტრალური მცველია და იქ გაცილებით კარგად თამაშობს, ფოსუ-მენსა კი ჩემი აზრით მშვენიერი ჩამშლელი იქნება თუ პროგრესი განაგრძო. მოკლედ ორივე კარგი ახალგაზრდაა
0
№3
ავტორი: tyeshela1
30 იანვარი 2017 13:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
თუ სულ ესე გააგრძელებს შრომას და ვარჯიშს აუცილებლად გახდება დიდი ფეხბურთელი
0
№4
ავტორი: gela-manutd
30 იანვარი 2017 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ასე გააგრძელე ვარჯიში იშრომე გახდი უკეტესე და მაუ ისე არ დაგტოვებს
0
№5
ავტორი: levionok
30 იანვარი 2017 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გუნდის კარგ თამაზე ბევრია დამოკიდებული რომ ახალგაზრდებმაც მიიღონ გამოცდილება,კარგათ მოთამაშე გუნდისთVის მარტივია დიმატოს ორი ამი გამოუცდელი მითუმეტეს ედეგს დადებ ისეთს რომ შანსი მიეცეთ მომავალ თაობას 0:0 ზე ან 1:0 ზე არცერთი ეს ახალგაზრდა არ გამოჩნდებოდა გუშინ ასე რომ წარმატება ვუსურვოთ გუნდს და იმ ხალხს მინდა თავი შევახსენო ვინც იძახდა რომ მაუ მოკლავს ახალგაზრდებს და შანსი არავის მიეცემა...შეიქმნა თუ არა შესაფერისი მომენტი და მან ეს შანსი მისცა ყველას
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
30 იანვარი 2017 14:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ძაან გახარებულია ეტყობაა ასეთ მათჩებში უნდა მიეცეს შანსი 20წუთი
0
№7
ავტორი: rene harrison_
30 იანვარი 2017 14:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ფიზიკურ ორთაბრძოლებში ძაან უჭირდა. ამას უნდა მიხედოს. ისე კი ნორმალური ბიჭია. წარმატები
0
№8
ავტორი: ikeoni
30 იანვარი 2017 15:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
Jer adrea mainc
0
№9
ავტორი: giorgi kandelakisvili
30 იანვარი 2017 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ტამაშს რომ ვუყურებდი ფოსუმ ბურთი ვერცერტხელ ვერ აწია და ვამბობ რომ ცენტრში იტამასჰოს ჯობია manutd
0
№10
ავტორი: stepno
30 იანვარი 2017 20:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Magrad nerviulobda da araferi ar gamouvida :-)))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top