თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2017, 22:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2986,
კომენტარები: 19
მოურინიო: "შვაინშტაიგერი პრემიერ ლიგაშიც დაგვჭირდება"
მოურინიო გერმანელ ნახევარმცველს კვლავ მისცემს თამაშის საშუალებას.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიომ ბასტიან შვაინშტაიგერს პირობა მისცა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში პრემიერ ლიგის მატჩებშიც დაუბრუნდება.

"უიგანთან" მატჩის წინ პორტუგალიელ სპეციალისტს BBC Sport-მა ინტერვიუ ჩამოართვა, რომელშიც ლუკ შოუსა და შვაინშტაიგერის შესახებ ჰკითხა. მას შემდეგ, რაც მოურინიომ განაცხადა, რომ "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ევროპა ლიგის განაცხადშიც შევა, ჟოზე დასძინა, რომ მას პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალებაც მიეცემა.

"ლუკი კარგადაა - ტრავმირებული იყო და ვარჯიშებს დაუბრუნდა, ასე რომ ჩვეულებრივი მოვლენაა მისთვის შანსის მიცემა.

ბასტიანი ზოგიერთებისთვის სიურპირიზიც შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში შემადგენლობაში არ შეგვყავდა. გუნდში დაბრუნების მომენტიდან კი თავისი შანსისთვის იბრძვის, რაც ამდენი მატჩის ფონზე მიეცემა. "სიტისთან" ლიგის თასის ფინალის გამო გადატანილი მატჩი გვაქვს, ევროპა ლიგაზეც ვასპარეზობთ და მორგან შნეიდერლინისა და მემფის დეპაის წასვლაც ფაქტია.

გუნდის შემადგენლობა შემცირდა და შვაინშტაიგერი გვჭირდება. დღეს შანსი მიეცა, რომ აჩვენოს მზად არის - პრემიერ ლიგისთვისაც კი",
- განაცხადა მოურინიომ "უიგანთან" მატჩის წინ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: giorgiginturi
29 იანვარი 2017 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ხო დაინახე ეხლა რომ, მზად არის ჟოზე ნუ გაატრაკე ერთხელ მაინც ენდე ჰალ სიტისთან მაინც, პრემიერ ლიგაში თამაში სწყურია კაცს..
და უზომოდ შეყვარებული როა იუნაიტედზე ეგ ხომ აშკარად ეტყობა ტიპს..
კარგად მახსოვს ამის კომენტარი ბაიერნს დავტოვებ მხოლოდ იუნაიტედის გამოვო..თან მაშინდელ მანჩესტერს რა დედაც ქონდა ნატირები კი გახსოვს ჟოზე....
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2017 22:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
უნდა მიეცეს შანსი აუცილებლად
0
№3
ავტორი: Manstark_United
29 იანვარი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
პოგბას იდეალური მეწყვილე იქნებოდა love
0
№4
ავტორი: kashmara
29 იანვარი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
საგოლ კარგად უთაამაშია ესეიგი ამდენი გამოტოვებული თამაშის მიუხედავად... მიმოხილვა გადზრეთ დზმურად არ მიყურებია თამასჰსთვის
2
№5
ავტორი: giorgi_mg
29 იანვარი 2017 22:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ბასტის მეტი სათამაშო დრო რომ ქონდეს ბევრად მაგრად ითამაშებდა, დღეს მომენტებში შეეტყო პრაქტიკის უქონლობა, მაგრამ მაინც კლასნია რა, გოლის გამო არ ვიძახი, ზოგადად საფეხბურთო აზროვნება და ინტელექტი აქვს ამ კაცს უდიდესი
0
№6
ავტორი: giorgi kandelakisvili
29 იანვარი 2017 23:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
თვალები რომელ ცენზურას დირკაში გქონდა მოუ
0
№7
ავტორი: Malboro463
29 იანვარი 2017 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
ჩემი კაცი კაი კაცი ♥♥ გამისწორდა მაგრად რომ ათამაშა ბასტიანი. ცენტრში ეგ და ერერა კაი იქნება
0
№8
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 23:08
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: kashmara
საგოლ კარგად უთაამაშია ესეიგი ამდენი გამოტოვებული თამაშის მიუხედავად... მიმოხილვა გადზრეთ დზმურად არ მიყურებია თამასჰსთვის

მატჩის განხილვა რომ არის, მანდ ნახავ

ციტატა: kashmara
საგოლ კარგად უთაამაშია ესეიგი ამდენი გამოტოვებული თამაშის მიუხედავად... მიმოხილვა გადზრეთ დზმურად არ მიყურებია თამასჰსთვის

ამას დააჭირე და პანელზე მიმოხილვა მოძებნე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: shotkin
29 იანვარი 2017 23:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ეგრე რა ძაან მაგარი ნიუსია კლასი კაცი ისევ მოედანს უბრუნდება და დარწმუნებული ვარ ძაან გამოგვადგებაა <3
0
№10
ავტორი: RED_manchester
29 იანვარი 2017 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
ბასტიკ love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top