კვირას ლონდონში გაიმართა ორი პრემიერ ლიგური დაპირისპირება.ჯერ იყო და ლონდონური დერბი შედგა,სადაც ერთმანეთს ჩელსი და არსენალი დაუპირისპირდნენ,ხოლო მეორე შეხვედრა კი ტოტენჰემ ჰოთსპურსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის გაიმართა.მიუხედავად იმისა,რომ ლონდონში თოვდა,მატჩის მსვლელობამ და ხარისხმა ნამდვილად გაამართლა და მორიგი შესანიშნავი შეხვედრა ვიხილეთ პრემიერ ლიგაში.
მატჩის 25-ე წუთზე ქლევერლის ჩაწოდებულ ბურთს კარგად დაუხვდა რობინ ვან პერსი და სტუმრები წინ გაიყვანა,ამის შემდეგ თითქოსდა მანჩესტერი მატჩის სადავეებს ხელში იგდება,პირველი ტაიმი სწორედ ამ ანგარიშითაც დამთავრდა.მეორე ტაიმში ორმხრივი შეტევები მიმდინარეობა,მაგრამ გოლი არ გადიოდა არც ერთი გუნდის კარში.ყველაფერი კი იქითკენ მიდიოდა,რომ მანჩესტერი მორიგ 3 ქულას ჩაიწერდა თავის აქტივში,მაგრამ ძირითად დროს დამატებულ მესამე წუთის ბოლო წამებზე ტოტენჰემის ფეხბურთელმა დემპსიმ ანგარიში გაათანაბრა და ამის შემდეგ მეტი რაღა უნდა მომხდარიყო და შეხვედრაც ფრედ 1-1 დასრულდა.
1. ტოტენჰემი ჯერ კიდევ არ არის მზად მოიგოს პრემიერ ლიგა...ამ შეხვედრაში ტოტენჰემი ძალიან კარგად გამოიყურებოდა.მთელი შეხვედრის განმავლობაში მათ შეცდომა არ დაუშვიათ.ძნელად თუ გავიხსენებთ ბოლოს,როდის ეთამაშნენ ლონდონელები ასე უშეცდომოდ სერ ალექსის კლუბს.მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობა ამ მატჩშიც გადახალისებული იყო.განაცხადში არ იყო პოს სქოულზი და ლუის ნანი,ხოლო ანტონიო ვალენსია და უეინ რუნი კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.შესაძლოა ეს იმით იყოს განპირობებული,რომ მალე წითელ ეშმაკებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა აქვთ გასამართი მადრიდის რეალის წინააღმდეგ.ბურთის ფლობაც,რომელიც 61% იყო ტოტენჰემის სასარგებლოდ არ მეტყველებდა იმაზე,რომ მანჩესტერ იუნაიტედისთვის ეს საუკეთესო შეხვედრა იყო და ამ სეზონში თითქმის არავის ჰქონია წითელ ეშმაკებთან ასეთი უპირატესობა.ლონდონელებს,რომ ჰყოლოდათ კარგი შემსრულებელი ამ შეხვედრაში შესაძლოა სამი ქულაც კი მოეპოვებინათ. მაგალითად ტოტენჰემს დეფოს ნაცვლად,რომელიც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე,რომ ჰყოლოდათ თუნდაც ადებაიორი,რომელიც აფრიკის თასზეა და ვერ ეხმარება ლონდონელებს,შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო ამ შეხვედრაში,რადგანაც ჰოთსპურს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა,რის შემდეგადაც შეეძლოთ გოლის გატანა,მაგრამ ამავდროულად ნუ დავუკარგავთ შრომას მანჩესტერის დაცვასა და მეკარეს.
2. ფილ ჯონსი მომავალი ჯონ ოში?!ვესტ ჰემის წინააღმდეგ ფილ ჯონს მოუწია ეთამაშა თავის პოზიციაზე და მან ეს ყველაფერი ისე გააკეთა,როგორც საჭირო იყო.ის ერთ-ერთი გმირი იყო იმ წარმატებისა,რასაც მანჩესტერმა ვესტ ჰემთან მიაღწია.მაგრამ ტოტენჰემთან შეხვედრაში ფილ ჯონსი სერ ალექს ფერგიუსონმა ნახევარდაცვაში დააყენა.ამ შემთხვევაშიც ფილ ჯონსი საუკეთესო იყო ამ პოზიციაზეც კი.ასევე ფილ ჯონს მარჯვენა მცველადაც კი უთამაშია მანჩესტერში,მეტყველებს თუ არა ეს ყველაფერი იმაზე,რომ ფერგიუსონმა მომავალი ოში იყიდა? მოგეხსენებათ ოში,მანჩესტერ იუნაიტედში უნივერსალი გახლდათ,რომელსაც მეკარედაც კი აქვს ნათამაშები,სწორედ ტოტენჰემის წინააღმდეგ.
ჯონსი ჯერ მხოლოდ 20 წლის გახლავთ.შესაძლოა ფერგიუსონმა არავინ იყიდოს ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე და შანსი ფილ ჯონს მისცეს და თუ ამ პოზიციაზე ინგლისელი ფეხბურთელი გაამართლებს მაშინ მისი პოზიციაც შეიცვლება.
3. დავიდ დე ხეა მსოფლიო კლასის მეკარეა მაგრამ...იშვიათია ისეთი მეკარე,რომელიც მიუხედავად იმისა,რომ მოედანზე თოვს არ უფრთხის არავის და არაფერს და აკეთებს მსოფლიო კლასის სეივებს,მაგრამ აი რაც შეეხება დე ხეას,გუშინდელ შეხვედრაში,ის იყო საუკეთესო.ძლიერი თოვლის მიუხედავად მან რამდენჯერმე იხსნა თავისი გუნდი აშკარა გოლისაგან.პირველივე წუთებზე კლის დემპსის შორეული დარტყმა დე ხეამ მოიგერია,მოგერიებულ ბურთზე პირველი დეფო გაჩნდა,რომელმაც დაამატა,მაგრამ დე ხეამ ბურთი მის ხელებში დააფიქსირა.გარდა ამ ეპიზოდისა,ამ შეხვედრაში ესპანელმა მეკარემ 6 მსოფლიო კლასის სეივი გააკეთა. ერთი სიტყვით ის საუკეთესო იყო ამ მატჩში.იყო ეპიზოდი,როდესაც მან ფეხით მოიგერია ისევ და ისევ დემპსის დარტყმული,შემდეგ იყო გარეთ ბეილის დარტყმულის მოგერიება.ამ უკანასკნელს ძალიან ზუსტი და ძლიერი დარტყმა აქვს,მაგრამ დე ხეა არც ამას არ შეუშინდა.
4. ფერდინანდი და ვიდიჩი ჯერ კიდევ საუკეთესოები არიან.მიუხედავად იმისა,რომ ნემანია ვიდიჩმა ლივერპულთან გამართულ შეხვედრაში მუხლზე დაზიანება მიიღო,მან მაინც ითამაშა ამ შეხვედრაში და ნამდვილად საუკეთესო იყო თავის მეწყვილე რიო ფერდინანდთან ერთად,რომელმაც მატჩის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ითამაშა და ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა.ამ ორი მცველის ასეთი კარგი თამაშის შემდეგ,ალბათ სმოლინგსა და ჯონი ევანსს ისევ და ისევ სკამზე მოუწევთ ყოფნა.მაგრამ ამავდროულად არ დაგვავიწყდეს ის ფაქტი,რომ ისინი მანჩესტერის მომავალი ფეხბურთლები არიან და ყველაფერი წინ აქვს,მაგრამ ამ დროისათვის ვიდიჩისა და ფერდინანდის წყვილი საუკეთესოა კლუბში.როდესაც ეს ორი ფეხბურთელი მოედანზე იყო,მაშინ მთელი შემადგენლობა უსაფრთხოდ გრძნობდა თავს და განსაკუთრებით მეკარე.შესაძლოა დე ხეას ასეთი კარგი თამაში სწორედ იმით იყო განპირობებული,რომ მას ისეთი მცველები იცავდნენ,როგორებიც ვიდიჩი და ფერდინანდია.
5. მაიკლ კერიკს შეუძლია ითამაშოს ჩამშლელ ნახევარმცველად!Sky Sports-მა მაიკლ კერიკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და გარდა ამისა მარტინ ტაილერმა აღმიშნა,რომ კერიკმა ჩამშლელის პოზიციაზე მასტერკლასი ჩაუტარა ლონდონელებს.საერთოდ ამ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედის მარცხენა ფლანგი,სადაც ფრანგი პატრის ევრაა.აარონ ლენონმა აიკლო.უმეტესი ნაწილი შეტევებისა,სწორედ ამ ფლანგიდან ვითარდებოდა,მაგრამ ლენონის ჩაწოდებულსა თუ დაბალ პასს,რამდენჯერმე მაიკლ კერიკი დაუხვდა და გაანეიტრალა ის.გარდა ამისა,კერიკი ეხმარებოდა ვიდიჩსა და ფერდინანდს დაცვაში.ძალიან ბევრი პასი,რომელიც ტოტენჰემის ფეხბურთელებმა სიღმეში განახორციელეს წაკითხული იქნა კერიკისგან.ასევე ის ძალიან ანაწილება პასებს.წინა ტურშიც,რომელიც მანჩესტერ იუნაიტედმა ლივერპულის წინააღდმეგ გამართა,მაიკლ კერიკი მატჩის 68-ე წუთიდან ჩაერთო შეხვედრაში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც კი გახდა.მოკლედ ამ სეზონში ინგლისელი ნახევარმცველი შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი ჩაგდებული შეხვედრა ნაკლებად თუ გაგახსენდებათ.
6. აარონ ლენონი უფრო კარგი შემტევია ვიდრე ანტონიო ვალენსია?ვერ ვიტყვით,რომ ლენონი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა,მაგრამ ამ შეხვედრაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო ლონდონელებიდან.ინგლისელი ვერც მოპოვებული ჯილდოებით დაიკვეხნის,რადგან მას ბოლო სამი წლის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ინგლისის თასი აქვს მოგებული.მაგრამ ამ სეზონში ის ასე,რომ ვთქვათ გასაღებია ტოტენჰემისთვის,რომელსაც შეუძლია კლუბი გაიყვანოს ჩემპიონთა ლიგაზე. თუ ამ შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედმა შესძლო და თამაშიდან გამოთიშა გარეთ ბეილი,მაშინ მის საპირისპირო ფლანგზე,სადაც აარონ ლენონი თამაშობდა ვერაფერი მოუხერხეს.ფრანგმა პატრის ევრამ ვერაფერი მოუხერხა ლენონს და სწორედ ამიტომაც უმეტესი შეტევებისა,სწორედ ამ ფლანგიდან ხდებოდა ტოტენჰემის მხრიდან.ამ სეზონში ლენონი უფრო ნაყოფიერია თავისი კლუბისთვის,ვიდრე ანტონიო ვალენსია,რომელიც გასულ წლებთან შედარებით არ არის თავის ფორმაში.საბოლოოდ კი,ამ შეხვედრაში ლენონი საუკეთესო იყო.