"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უეინ რუნი ახადებს, რომ "ევერტონიდან " "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლისას უმთავრესი როლი სერ ალექს ფერგიუსონმა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობამ ითამაშა.
აწ უკვე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას გააცნო საკუთარ თავი ინგლისურ ფეხბურთს, რაც "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელს შეუმჩნევე არ დარჩენია და რუნი ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერი ფეხბურთელის სტატუსით შეიძინა.
უეინმა "წითლებთან" ერთად ხუთჯერ მოახერხა პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება, ჩემპიონთა ლიგის თასს კი ერთხელ დაეუფლა, თუმცა სამჯერ ითამაშა ფინალში.
რუნის თქმით, "წითლების" არჩევის უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს იყო: "ამ კლუბში რომ გადმოვედი, მაშინაც ვთქვი, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მინდოდა და სერ ალექსიც იყო გადმოსვლის მიზეზი.
ტიტულების მოგება მსურდა და ამას ვახერხებდი კიდეც.
როცა პირველად მოვედი "ოლდ ტრაფორდზე", გარი ნევილსა და სქოულზის ოთხჯერ ჰქონდათ პრემიერ ლიგა მოგებული, ვიჯექი და ვფიქრობდი: "პრემიერ ლიგის ოთხი ტიტული მოიგეს, ეს სიგიჟეა."
ამის შემდეგ კი მეც მოვიგე ხუთჯერ. დარწმუნებული ვარ, რეშფორდის მსგავსი ფეხბურთელები გასახდელ ოთახში შემოდიან და ჩემზე და მაიკლ კერიკზე ფიქრობენ: "პრემეირ ლიგა ხუთჯერ მოიგეს".
ეს არის მიზანი, რასაც ისახავ. მასაც მიეცემა თავისი დრო და დარწმუნებული ვარ, თუ ისევე იშრომებს, როგორც ახლა, შრომობს დიდებული ფეხბურთელი დადგება და იმედი მაქვს, 10 ან რამდენიმე წელიწადში რეკორდს მიუახლოვდება".