თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2017, 10:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1984,
კომენტარები: 9
ლინგარდი: "რუნი სამაგალითო ფეხბურთელია"
ჯესი ლინგარდი თავისი გუნდის კაპიტნის შესახებ.
ლინგარდი:
ჯესი ლინგარდს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს უეინ რუნისგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ და გუნდის კაპიტანს "სამაგალითო ფეხბურთელს" უწოდებს.

რუნიმ უკვე შექმნა ისტორია, გააუმჯობესა რა სერ ბობი ჩარლტონის რეკორდი, რაც 250 გოლის გატანით მოახერხა.

"იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდისთვის ინტერვიუს მიცემისას ლინგარდმა განაცხადა, რომ რუნის კვალს გაჰყვება.

"დაუჯერებელი მიღწევაა. გასახდელ ოთახში ბიჭები რუნის აკვირდებიან და ახალგაზრდებისთვის სამაგალითო ფეხბურთელია. დიდებულ მაგალითს წარმოადგენს და მის კვალზე სიარული გვსურს.

მისი ლიდერობა ცხადია. ახალგაზრდა ბიჭებს შესანიშნავად ეპყრობა, განსაკუთრებით, როცა ფეხს იკიდებენ. ძალიან დამეხმარა. მარკუსი და ტიმოთი - თითოეული ჩვენგანი მას ბაძავს და მისი მსგავსი სურს, იყოს. ინგლისის ნაკრებშიც ეს დავინახე. როცა პირველად მოვხვდი ნაკრებში, ყოველთვის მხარში მედგა და სხვებთან თავის დამკვიდრებაში მეხმარებოდა",
- განაცხადა ლინგარდმა.

ჯესის სთხოვეს, რუნის 250 გოლიდან ერთი საუკეთესო ამოერჩია: "წლების განმავლობაში ბევრი გოლი გაჰქონდა - ლამაზი ბურთები, მნიშვნელოვანი გოლები... რეკორდში თითოეული მათგანი შედის. მაგრამ "სიტისთან" გატანილი "მაკრატელა" ჩემთვის ყველაზე გამორჩეულია. მომეწონა მისი შესრულების სტილი და, რა თქმა უნდა, ეს გამარჯვების გოლიც იყო."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 10:58
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ანხელ გომესს ველოდები შემდეგში. მაგრამ ჯერ მაინც პატარაა საამისოდ. მე ფოსუ-მენსას დიდი იმედიც მაქვს და მისი ფიზიკური მონაცემების ფეხბურთელმა წარმატებით რომ ვერ ითამაშოს, გამიკვირდება. ვნახოთ, როგორ შეცვლიან ახალგაზრდები ვეტერანებს. კერიკის შემცვლელიც გვჭირდება.

ახალი სქოულზის ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ახალი კრიშტიანუ რონალდუები ხომ თავზე საყრელად გვყავდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ ისე უნდა ითამაშოს, რომ თავისი სახელი დატოვოს და არა ვიღაცის ჩრდილი იყოს. 3 სატრანსფერო ფანჯარა მაინც გვინდა, ალბათ, რომ ძალიან კარგი და ძლიერი ხაზი შედგეს მოედნის ყველა მონაკვეთზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ikeoni
29 იანვარი 2017 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11621
ციტატა: RojoDiablo
ანხელ გომესს ველოდები შემდეგში. მაგრამ ჯერ მაინც პატარაა საამისოდ. მე ფოსუ-მენსას დიდი იმედიც მაქვს და მისი ფიზიკური მონაცემების ფეხბურთელმა წარმატებით რომ ვერ ითამაშოს, გამიკვირდება. ვნახოთ, როგორ შეცვლიან ახალგაზრდები ვეტერანებს. კერიკის შემცვლელიც გვჭირდება.

ახალი სქოულზის ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ახალი კრიშტიანუ რონალდუები ხომ თავზე საყრელად გვყავდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ ისე უნდა ითამაშოს, რომ თავისი სახელი დატოვოს და არა ვიღაცის ჩრდილი იყოს. 3 სატრანსფერო ფანჯარა მაინც გვინდა, ალბათ, რომ ძალიან კარგი და ძლიერი ხაზი შედგეს მოედნის ყველა მონაკვეთზე

100% xar
0
№3
ავტორი: Mixito
29 იანვარი 2017 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Lingardi me piradad magrad momwons mondomebulia dzalian presingze kargad tamashobs dartymac kargi aqvs
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
29 იანვარი 2017 11:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ცოტა მეტი კლასი რო ქონდეს ლინგარდს ისე არაუშავს
0
№5
ავტორი: Klopp
29 იანვარი 2017 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Manchesters buskeci da wiliani unda
T.silva da karvaxali
Obameiangi
Ai aset manchesters ver gaachereben
0
№6
ავტორი: RojoDiablo
29 იანვარი 2017 11:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Klopp
Manchesters buskeci da wiliani unda
T.silva da karvaxali
Obameiangi
Ai aset manchesters ver gaachereben

თითქმის არცერთის ყიდვა არაა შესაძლებელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Klopp
29 იანვარი 2017 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Alex sandro shesadzlebelia. Ivanovichic.
Eseni iyidon
0
№8
ავტორი: vanovano
29 იანვარი 2017 12:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ციტატა: RojoDiablo
ანხელ გომესს ველოდები შემდეგში. მაგრამ ჯერ მაინც პატარაა საამისოდ. მე ფოსუ-მენსას დიდი იმედიც მაქვს და მისი ფიზიკური მონაცემების ფეხბურთელმა წარმატებით რომ ვერ ითამაშოს, გამიკვირდება. ვნახოთ, როგორ შეცვლიან ახალგაზრდები ვეტერანებს. კერიკის შემცვლელიც გვჭირდება.

ახალი სქოულზის ძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ახალი კრიშტიანუ რონალდუები ხომ თავზე საყრელად გვყავდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველამ ისე უნდა ითამაშოს, რომ თავისი სახელი დატოვოს და არა ვიღაცის ჩრდილი იყოს. 3 სატრანსფერო ფანჯარა მაინც გვინდა, ალბათ, რომ ძალიან კარგი და ძლიერი ხაზი შედგეს მოედნის ყველა მონაკვეთზე

მართალი ხარ მაგრამ მეორე ფელაინი აღმოჩენილია უკვე რაც მთავარია ჩონგა
0
№9
ავტორი: stepno
30 იანვარი 2017 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
მე საუკუნის გოლად ვთვლი სიტისთან გატანილ ბურთს არა მარტო რუნის გოლებშია საუკეთესო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top