"მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის ფეხბურთელი შონ გოსი "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გააგრძელებს კარიერას, სადაც გასაიდუმლოებული თანხის სანაცვლოდ გადავიდა.
21 წლის ფეხბურთელი "იუნაიტედმა" 2012 წელს "ექსეტერ სიტიდან" შეიძინა და 2015 წლის ნოემბერში გუნდის განაცხადში მოხვდა.
მიმდინარე სეზონში კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმის მოშუშების შემდეგ დროებითი მთავარი მწვრთნელის, ნიკი ბატის ხელმძღვანელობით რეზერვისტების გუნდში შეუცვლელად და შთამბეჭდავად იასპარეზა. გოსს "ლივერპულელ" თანატოლელებთან პენალტიდან გოლის გატანის შანსი მიეცა, რაც მისი ზედიზედ მესამე მატჩში გატანილი გოლი იქნებოდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა, თუმცა მოგვიანებით მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მან საგოლე გადაცემა გააკეთა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" წარმატებას უსურვებს გოსს სამომავლო კარიერაში
ახალი ამბები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.