თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2017, 13:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3168,
კომენტარები: 14
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)
ინგლისის თასის მე-4 რაუნდის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის თასი, მე-4 რაუნდი
თარიღი: კვირა, 29 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: ნილ სუორბრიკი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Romero, J Pereira, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Rooney, Ibrahimovic.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "უიგანთან" სათასო მატჩში დავიდ დე ხეა მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც დასვენების დღე მიეცემა. კარს სერხიო რომერო დაიცავს, მის შემცვლელად კი ჯოელ კასტრო პერეირა მოიაზრება. პორტუგალიელი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში დააბრუნებს ენტონი მარსიალს, რომელმაც ბოლო ორი მატჩი გამოტოვა. ერიკ ბაიი ნაკრებიდან ბრუნდება და თანაკლუბელებთან ერთად თამაშს შეძლებს. სათამაშოდ მზად არის გუნდის კიდევ ერთი მცველი - ლუკ შოუ.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)

"უიგანი"


ტრავმირებულები: პაუელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: გიბლი, უილდსჰუტი, ჯეიმსი, კელეტი
განაცხადი:

სამწვრთნელო შტაბს ფორვარდ იანიკ უილდსჰუტის მდგომარეობის შეფასება მოუწევთ, რომელმაც "ბრენტფორდთან" მატჩი მიკროტრავმის გამო გამოტოვა. ალექს გიბლმა და რის ჯეიმსმა რეზერვების შემადგენლობაში 45 წუთი ითამაშეს და სათადარიგოთა შორის შეიძლება ვიხილოთ, ისევე, როგორც ენდი კელეტი. შემადგენლობაში პირველად მოხვედრის შანსი აქვს "ვესტ ჰემიდან" იჯარით აყვანილ ნახევარმცველ მარკუს ბროუნის. ტრავმის მოშუშების შემდეგ გუნდს უბრუნდება მცველი კრეიგ მორგანი.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 41 ქულა (პრემიერ ლიგა)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): მ-მ-მ-ფ-ფ-წ


"სტოკ სიტისთან" ფრის შემდეგ პრემიერ ლიგაში 41 ქულით მე-6 ადგილს იკავებენ.

ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 9 მოიგეს: +9=2-1

ინგლისის თასი

ინგლისის თასის მოქმედ მფლობელებს 12-ჯერ აქვთ მოგებული ტურნირი ("არსენალთან" ერთად საუკეთესო შედეგია). უკანასკნელი წარმატება 2016 წლის მაისით თარიღდება, როცა "უემბლიზე" გამართულ ფინალში "კრისტალ პალასს" სძლიეს ანგარიშით 1-2.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეხუთე გუნდი შეიძლება გახდეს, რომელმაც ინგლისის თასი დაიცვა. პირველი ოთხი გუნდი "ნიუკასლი" (1951 და 1952), "ტოტენჰემი" (1961,1962 და 1981,1982), "არსენალი" (2002,2003 და 2014,2015) "ჩელსი" (2009,2010) იყვნენ.

ინგლისის თასის 12-გზის მფლობელებს შანსი აქვთ, ისტორიაში მეექვსე გუნდი გახდნენ, რომელმაც აღნიშნული თასის მოგება დაიცვა.

ტურნირის ფინალში შვიდჯერ დამარცხდნენ, ბოლოს "ჩელსის" წინააღმდეგ 1-0 ანგარიშით, 2007 წელს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ინგლისის თასზე დაბალი დივიზიონის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული 47 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო ("ლიდსთან" 2009/10 წლების სეზონში ანგარიშით 1-0) - 39 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.

"წითელი ეშმაკები" ინგლისის თასის მე-4 რაუნდში ჩატარებული ბოლო 12 მატჩიდან 11-ს იგებდნენ, ერთადერთი მარცხი კი 2011/12 წლების სეზონში "ლივერპულთან" განიცადეს.

ჩემპიონშიპის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 25 მატჩში "იუნაიტედი" არ დამარცხებულა (21 მოგება, 4 ფრე), უკანასკნელი მარცხი 1981/82 წლებში "უოტფორდთან" განიცადა.

მიმდინარე გათამაშების მესამე რაუნდში საკუთარ მოედანზე "რედინგი" 4-0 გაანადგურეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)

"უიგანი"


21-ე ადგილი, 25 ქულა (ჩემპიონშიპი)


ბოლო ექვსი შეხვედრა (ყველა ტურნირი): წ-ფ-წ-მ-მ-მ


"ბრენტფორდთან" სახლში 2-1 გამარჯვების შემდეგ 25 ქულით ჩემპიონშიპში 21-ე ადგილს იკავებს.

ამ გამარჯვებამ უორენ ჯოისის გუნდს მიმდინარე სეზონში პირველად მოუტანა ზედიზედ ორი გამარჯვება ჩემპიონატში, ყველა ტურნირზე კი ზედიზედ სამი.

თუმცა, მანამდე გუნდმა წინა 7 მატჩიდან 6 წააგო და მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ.

ინგლისის თასი

"უიგანმა" ინგლისის თასი 2012/13 წლებში მოიგო.

მიმდინარე გათამაშების მე-3 რაუნდში სახლში "ნოტინგემ ფორესტი" 2-0 დაამარცხეს.

პრემიერ ლიგის გუნდების წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან გუნდმა 5 მოიგო, ერთადერთი მარცხი კი "არსენალთან" 2013/14 წლების სეზონის ნახევარფინალში განიცადა.

მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი – 19 გოლი (14 ლიგაში).

უეინ რუნი "უიგანის" წინააღმდეგ ჩატარებულ წინ 15 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ამ მატჩებში სამჯერ შეასრულა დუბლი. "იუნაიტედის" კაპიტანმა თავისი მე-100 გოლიც სწორედ "უიგანს" გაუტანა.

უეინ რუნი "იუნაიტედის" რეკორდსმენია ინგლისის თასზე გატანილი გოლების რაოდნეობით - 22 გოლი.

თუ მოედანზე ანტონიო ვალენსია გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "უიგანი" (პრევიუ)

"უიგანი"


წამყვანი ბომბარდირები: გრიგი - 5 გოლი (5 ლიგაში)

თუ მეოდანზე რაიან ტანიკლიფი, რის ჯეიმსი და ენდი კელეტი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.

"უიგანის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი უორენ ჯოისი "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის ყოფილი მწვრთნელია.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 18-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" 17-ჯერ იზეიმა გამარჯვება, "უიგანმა" 1-ჯერ და მხოლოდ ერთ შეხვედრაში მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო 17 მატჩიდან მოგებულ 16-ში მინიმუმ 2 გოლი გაუტანა "ლატიკებს". 6 შემთხვევაში "წითლებმა" მეტოქეს 4 გოლი გაუტანა, ხოლო 3 შემთხვევაში - 5 გოლი.

"უიგანის" ერთადერთი გამარჯვება "იუნაიტედზე" 2012 წლით თარიღდება, როცა პრემიერ ლიგის მატჩი 1-0 დასრულდა.

"უიგანმა" "იუნაიტედთან" გასვლაზე 8 მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში 1-28 წააგო.

ინგლისის თასზე

ინგლისის თასზე გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს.

პრემიერ ლიგის ფარგლებს გარეთ ჩატარებული წინა ორი მატჩიდან ორივე "იუნაიტედის" გამარჯვებებით დასრულდა - 2005/06 წლების სეზონში ლიგის თასის ფინალში, ხოლო 2013/14 წლების სეზონში ინგლისის სუპერ თასზე.

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა პრემიერ ლიგაში


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2-0 "რედინგი"

თარიღი: 16 მარტი, 2013 წელი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლი "იუნაიტედის" რიგებში: რუნი 21'

გუნდების უკანასკნელი შეხვედრა ინგლისის თასზე


"მანჩესტერ იუნაიტედი" 2 - 0 "უიგანი"

თარიღი: 11 აგვისტო, 2013 წელი
ინგლისის სუპერ თასი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 6' 59'



მსაჯთა ბრიგადა


მთავარმა მსაჯმა ნილ სუორბრიკმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩი განსაჯა, 85 ყვითელი და 2 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: სტიუარტ ბარტი, შან მესი-ელისი
სათადარიგო არბიტრი: ტონი ჰარინგტონი
მატჩის წინ
14 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
28 იანვარი 2017 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ

ალილუია ლოცვა აღავლინეთ am
0
№2
ავტორი: LASHQARA
28 იანვარი 2017 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
საწყალი უიგანიი winked love am
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
28 იანვარი 2017 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოუელს იქაც ტრამვა აქ :/
0
№4
ავტორი: shotkin
28 იანვარი 2017 14:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დროა მოგებების სერია გადაებას და ეპლშიც სლივერპულს უკვე დროა გადავასწროთ რტული კალენდარი აქვთ და ჩვენ უადვილესი სიტიმაც ტუვერმოუგო ვესთ ჰემს კაი იქნება მოკლედ ჩვენ ჩვენი უნდა ვქნათ და აქამდე მეგონა უკვე 4 ულში როვიქნებოდიტ ამრა იმ თვეში მაინც უნდა ვიყოტ რა
0
№5
ავტორი: Mixito
28 იანვარი 2017 14:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Chemi azrit bevrs unda misces shansi
0
№6
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
28 იანვარი 2017 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
რომერო
ფოსუ- მენსა სმოლინგი როხო შოუ

ფელაინი კერიკი პოგბა

მიკი რუნი მარსიალი

ეს შემადგენლობა უნდა გამოიყვანოს ჩემი აზრით,ძალებსაც დაზოგავს ბასტი კარგი იქნებოდა მაგრამ ჯოზე არ ენდობა.
request
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
28 იანვარი 2017 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ბასტის რატო არ უნდა ენდოს ჩემამდე არ დადის მოუუ .. MANU 3 - 0 Виган გოლები მარსიალი რუნი და კერიკი
0
№8
ავტორი: kobinio
28 იანვარი 2017 18:43
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Marto maurinios axireba ar mgonia bastianis aseti chagvra.ratomgac mgonia rom klubma ar apatia mteli 2 tve lazaretshi kopna da mere evropaze tantali... travmirwbuli jer sastavshi mixvda da mere moedanze cota saechvo iko da albat klubma gautraka.sxva mizezi ar vici sadac pirveli gundidan mojavs sastavi amas rato dachagravda
0
№9
ავტორი: shotkin
28 იანვარი 2017 19:35
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: kobinio
Marto maurinios axireba ar mgonia bastianis aseti chagvra.ratomgac mgonia rom klubma ar apatia mteli 2 tve lazaretshi kopna da mere evropaze tantali... travmirwbuli jer sastavshi mixvda da mere moedanze cota saechvo iko da albat klubma gautraka.sxva mizezi ar vici sadac pirveli gundidan mojavs sastavi amas rato dachagravda

შეიზლება უბრალოდ პირადი მიზეზიაქ მოუს და უბრალოდ არეხატება გილზე ვოტ ი ვსო
0
№10
ავტორი: ROONEY-RUNI
28 იანვარი 2017 19:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299




( რომერო
ფოსუ- მენსა ჯონსი როხო შოუ

ერერა კერიკი პოგბა

მიკი რუნი მარსიალი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top