თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2013, 21:02
ავტორი: love united,
ნანახია: 2128,
კომენტარები: 12
ინტერვიუ ტომ კლევერლისთან
ტომ კლევერლის აწუხებდა ტრავმები 2011/12 წლების სეზონში, მაგრამ იგი კარგ ფორმაშია და დიდ როლს თამაშობს კლუბის წარმატებაში.შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს...
ინტერვიუ ტომ კლევერლისთან
შენი გოლი ”ასტონ პარკზე” იყო მეოთხე შენთვის-გაქვს თუ არა მიზნად დასახული ბევრი ბურთის გატანა?

დიახ, ეს არის ჩემი მიზანი, მაგრამ ამას საჯაროდ არ ვამბობ და არც ვამახვილებ მასზე ყურადღებას.გოლების გატანა ამ ბოლო დროს დავიწყე.მე ამას მაშინაც ვაკეთებდი, როდესაც განათხოვრებული გახლდით სხვა კლუბში.იმედი მაქვს კლუბს დავეხმარები ჩემი შეგდებული ბურთებით.ძალიან გამიხარდა ”ვესტ ჰემის” კარში გოლის გატანა.როდესაც დავინახე, რომ იუსი იასკილაინენი ახლო კუთხეს ფარავდა, დარტყმა შორეულ კუთხეში გადავწყვიტე.

რას ფიქრობ მეორე გოლზე, რომელიც იმ თამაშში რობინ ვან პერსიმ გაიტანა?

დარწმუნებული ვარ, ყველა შეთანხმდა რომ ეს გენიალური გოლი იყო.თითქოს ყველაფერი მარტივად გაკეთდა.ჩემი, როგორც ფეხბურთელის გადმოსახედიდან, ყველაზე საინტერესო რობინის ბურთის დამუშავე გახლდათ.მას არ ჰქონდა სივრცე, მცველი კვალდაკვალ მიყვებოდა.მან მაინც მიიღო ბურთი და გაიტანა.ის მსოფლიო დონის ფორვარდია.

თქვენ დაგჭირდათ ცოტა დრო, იმის დასამტკიცებლად, რომ იმსახურებთ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას.ალბათ უფრო ყურადღებით თამაშობ, არა?

დიახ, სეზონის დასაწყისში ცოტას ვნერვიულობდი.მახსოვს, გავაფუჭე რამდენიმე მომენტი ინგლისის ნაკრებში თამაშისას.ამის შემდეგ მე დავიწყე ინტენიური ვარჯიში დარტყმებში და შედეგსაც ნაწილობრივ მივაღწიე.ამის მიუხედავად, არ ვაპირებ გაჩერებას.

შენ გაქვს გატანილი ყველაზე მეტი გოლი ჩვენ ნახევარმცველებს შორის.ზუსტად იმდენივე გოლი გაქვს, რამდნიც პატრის ევრას და ჯონი ევანსს...

ვიცი!გატანილი სულ ოთხი ბურთი მაქვს.ამას არ აქვს მნიშვნელობა.მიხარია, რადგან ჩემი გატანილი გოლები ეხმარება კლუბს წარმატების მიღწევაში.აღსაღნიშნავი ფაქტია ის, რომ თავდასხმელებს ჩვენც ვეხმარებით და ყველა ცდილობს მეტოქის კარის დალაშქვრას.

როგორ შეაფასებდით სეზონის ჩატარებულ ნაწილს?

სეზონის დასაწყისში ყველაზე მეტად ტრავმების თავიდან აცილება მინდოდა.ოლიმპიური ნაკრების და საერთაშორისო მატჩების გათვალისწინებით მე 30-მდე შეხვედრა ჩავატარე.კლუბში უფრო მეტი თამაში ჩავატარე, ვიდრე წინა სეზონში მთლიანად.ეს ძალიან კარგია.

ჩვენ ვთამაშობთ საუკეთესოდ, როდესაც გუნდი მაღალ ტემპში ატარებს შეხვედრას.მოგწონთ ასეთი სტილი?

დიახ, ეს ჩემი სტილია.მაღალ სისწრაფეებზე თამაში ძალიან მომწონს და ესეთი თამაში უმეტესად ამართლებს.ერთი შეხებით პასები კარგად გამოგვდის და ვცდილობთ, კარგი კომბინაციები გავათამაშოთ.

ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის რამდენად დიდია დაგროვილი გამოცდილება ამ სეზონის განვმალობაში?

ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.წინა წელს რამდენიმე მატჩის გამოკლებით კარგი თამაშები ჩავატარეთ, რაც უნდა გამოადგეთ მათ.ჩვენ ყველა თამაშს მონდომებით ვატარებთ და ახალგაზრდებმა უნდა ისწავლონ ეს.

რით განსხვავდება წლევანდელი კლუბი წინა წლის ”იუნაიტედისგან”?

გუნდი პროგრსირებს.წინა წლის ბოლო ეპიზოდი ჩვენთვის ძალიან ცუდათ დასრულდა.წელს დავიმატეთ ახალი ფეხბურთელი:შინჯი, რობინი, ალექსი და ნიკი.ისინი კარგად გამოიყურებიან.ყველას გვაქვს დიდი შემართება.მოკლედ, წელს უფრო კარგად ვგრძნობ თავს ”იუნაიტედში”, ვიდრე წინა სეზონში.

გაქვთ თუ არა გრძნობა, რომ წელს რაღაც საოცარი მოხდება?

მე არ ვფიქრობ ამაზე.ჯერ ადრეა.მე ვვოცნებობ და მსურს ბევრი თასის მოპოვება, მაგრამ ჯერ იანვარია.ყველაფერი წინაა.ჩვენ გვმართებს ბევრი შრომა და მუშაობა.

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: love united
21 იანვარი 2013 21:03
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგრად მიყვარს ეს ბიჭი...თუ შეცდმოები მაქვს მაპატიეთ...
0
№2
ავტორი: Vodafone
21 იანვარი 2013 21:06
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
love united,
საღოლ

ეს მაგრა განვითარდა ძალიან მაგრა ათამაშდა
0
№3
ავტორი: captain
21 იანვარი 2013 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მართლაც მაგრად მოუმატა კლევემ, ნაღდად არ ველოდი წელსვე მაგის ასეთ თამაშს
0
№4
ავტორი: Mgelo
21 იანვარი 2013 21:06
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
ტომ love

სგ ავტორ კარგია
0
№5
ავტორი: R.v.Persie
21 იანვარი 2013 21:10
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ძალიან მაგარი იზრდება ეს..... ნამდვილი შემცვლელი იქნება ლეგენდების და ვფიქრობ შესანიშნავი კაპიტანი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№6
ავტორი: GENIUS
21 იანვარი 2013 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ბიჭებო ყველას გთხოვთ რა ვისაც გექნებათ შესაძლებლობა ბიჭების სურათები დადეთ რას შვებიან ყატარში ვარჯიშები და ა.შ რა ძმურად
0
№7
ავტორი: UTD-Rule
21 იანვარი 2013 21:46
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ტომს დიდი მომავალი აქვს love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: Shako Jones
21 იანვარი 2013 22:15
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ძალიან დახვეწილია
0
№9
ავტორი: ლადო
21 იანვარი 2013 22:27
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ტომ love
საღოლ გიუშშ
0
№10
ავტორი: VaRdo
21 იანვარი 2013 22:42
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მე არ ვფიქრობ ამაზე.ჯერ ადრეა.მე ვვოცნებობ და მსურს ბევრი თასის მოპოვება, მაგრამ ჯერ იანვარია.ყველაფერი წინაა.ჩვენ გვმართებს ბევრი შრომა და მუშაობა.


100% ხარ ძმა! ჯერ ყველაფერი წინაა და საქმეს ბოლოდმე მიყვანა ესაჭიროება. love მევასები მაგრად. შენშ ირაღაც ბექემისეური დევს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top