უეინ რუნი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით გოლის გატანა წყალქვეშ ფეხბურთის თამაშს და ამოყვინთვას ჰგავს.
31 წლის ფეხბურთელი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, გააუმჯობესა რა სერ ბობი ჩარლტონის 249-გოლიანი შედეგი.
კაპიტანმა ეს "სტოკ სიტისთან" გატანილი გოლით მოახერხა, რაც ორი კვირის შემდეგ შედგა "რედინგთან" ინგლისის თასზე რეკოდრთან გამათანაბრებელი გოლიდან.
BBC Sport-თან ინტერვიუში რუნის ჰკითხეს, თუ რა გრძნობაა "წითელი ეშმაკების" მაისურით გოლის გატანა. "საოცარი. როცა გოლი გაგაქვს, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს წყალქვეშ თამაშობ და ჰაერზე ამოდიხარ.
გესმის გულშემატკივრების ხმა, შეიგრძნობ ატმოსფეროს - ოთხი თუ ხუთი წამის განმავლობაში გიჟური გრძნობაა", - განაცხადა კაპიტანმა.